დღეს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართება
დღეს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.

E ჯგუფში გათამაშების ლიდერი დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელსაც 23 ქულა აქვს, სტუმრად ეთამაშება უშუალო კონკურენტს, ინგლისურ "სეილ შარქსს". ჩვენებურთა გუნდი მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს და პლეი ოფში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს.

"სეილ შარქსის" მწვრთნელმა ტონი ჰენქსმა ერთი კვირის წინ ესპანურ "ლა ვილასთან" გამართული მატჩის შემდეგ 13 მორაგბე შეცვალა.

"გუნდი მოუთმენლად ელის ამ მატჩს. "ლა ვილასთან" შეხვედრაში, რომელიც 69:10 მოვიგეთ, ექსპერიმენტები ჩავატარეთ, რასაც, ალბათ, "ბრივთან" მატჩშიც გამოვიყენებთ. "ბრივი" შესანიშნავი გუნდია და, ვფიქრობთ, მძიმე ბრძოლა გველის" - თქვა მან.

ქართველი მორაგბეებიდან ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, კაკოვინი განაცხადში არ არის.

ამავე ჯგუფში, ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ ეთამაშება ესპანურ "ლა ვილას". მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

E ჯგუფი

აჟენი-ლა ვილა. სეილ შარქსი-ბრივი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრივი - 23 ქულა, 2. სეილ შარქსი - 20, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა