"მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის თავდამსხმელი კლუბისგან ახალ კონტრაქტსა და ხელფასის მომატებას ითხოვს
მას მერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის თავდამსხმელმა, დენი უელბეკმა ბოლო შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა (დიდწილად თანაგუნდელთა ტრავმების გამო), კლუბისგან ახალ კონტრაქტსა და ხელფასის მომატებას ითხოვს.

"ეშმაკები" მას ამჟამინდელი 15 ათასის ნაცვლად კვირაში 45 ათას ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ფეხბურთელი 60-ს ითხოვს. როგორც სპორტული ვებგვერდები წერენ, აღნიშნული მოთხოვნის გამო მოლაპარაკებები საერთოდ შეწყდა, რის განახლებასაც კლუბი თავისი ინიციატივით არ აპირებს.

უელბეკის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივლისში გასდის, ასე რომ, დრო შესათანხმებლად ჯერ კიდევ არის. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლია - 5 პრემიერლიგაში, 1 ინგლისის თასსა და 2 ჩემპიონთა ლიგაში. სერ ალექს ფერგიუსონი უელბეკს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. იმისთვის, რომ მან თუნდაც უეინ რუნის დონეს მიაღწიოს, ჯოჯოხეთუში შრომა მართებს და ეს თავადაც უწყის, მაგრამ ეტყობა არ ითვალისწინებს, რომ შოტლანდიელ მწვრთნელთან ასეთი ტონით ლაპარაკს ხეირი ჯერ არავის მოუტანია... ფერგის პასუხი შეიძლება ძალიან მწარე იყოს.

31 დეკემბერს "ბლექბერნთან" შინ 2:3 წაგების შემდეგ ფერგიუსონი დავიდ დე ხეას გაუწყრა და სკამზე გადასვა. ზედიზედ 3 თამაშია, ძირითად შემადგენლობაში ანდერს ლინდეგორი დგას. მთავარი მწვრთნელი თავდაპირველად იმას ამბობდა, ესპანელი მაინც პირველ ნომრად რჩებაო, მაგრამ ბოლო ხანს ამასაც აღარ იმეორებს.

დანიელი გოლკიპერი კი განაგრძობს კარგად თამაშს და დე ხეას პერსპექტივა თანდათან ბურუსში ეხვევა. ყოველივეს მიუხედავად, დავიდსა და დანიელს შორის ურთიერთობაზე ამას არ უმოქმედია. ლინდეგორი ამბობს, რომ თანაგუნდელთან ყველაფერი რიგზე აქვს: "დავიდს სპეციფიკური ღირსებები გააჩნია. მაგალითად ფეთქებადია და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ჯერ 21 წლისაა, წინ დიდი მომავალი აქვს. ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი მეკარე.

ჩემი მიზანია, ეს არ მოხდეს უახლოესი 10 წლის განმავლობაში. თამაში ყველას სურს და გამონაკლისი არც მე ვარ, ასე რომ, ეს ბუნებრივია. 3 წლის წინ დანიის მეორე დივიზიონში ვთამაშობდი, ჩემი სახელი არავინ იცოდა. ხოლო როცა ინგლისში პირველად ჩამოვედი, ჩემს გვარს სწორედ ვერც კი გამოთქვამდნენ. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა," - განუცხადა "ტელეგრაფს" 27 წლის ფეხბურთელმა.

Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "კრისტალ პალასისა" და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების 20 წლის მარჯვენა მცველ ნათანიელ კლაინში 3 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ნათანიელს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. კლაინით დაინტერესებულები არიან ასევე "ნიუკასლი", "ფულჰემი" და "ევერტონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა