პარაგვაელი როკე სანტა კრუსის "მანჩესტერ სიტიდან" "ლაციოში" გადასვლა ჩაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თავდამსხმელს საქმე ცუდად წაუვა

პარაგვაელი როკე სანტა კრუსის "მანჩესტერ სიტიდან" "ლაციოში" გადასვლა ჩაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თავდამსხმელს საქმე ცუდად წაუვა - ისტლენდელთა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთი ხნის წინ მას მკაფიოდ განუხცადა, რომ იმ 25 კაცში, რომელსაც პრემიერლიგაში ათამაშებს, მისი ადგილი არ არის. არადა, სანტა კრუზი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც "სიტიმ" შეიხ მანსურის კლუბის მეპატრონედ მოსვლისთანავე იყიდა. მასში არაბმა მილიარდერმა თავის დროზე 18 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ინგლისელი ჟურნალისტების დათვლით, პრემიერლიგის არც ერთ გუნდს არ ეყოლება 25 კაცს მიღმა დატოვებული ასეთი ძვირადრირებული მოთამაშე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პარაგვაის "ოლიმპიას", "ბაიერნისა" და "ბლექბერნის" ყოფილ მოთამაშეს რეზერვისტთა გუნდში მოუწევს თამაში. 29 წლის თავდამსხმელმა თქვა:

"სიტიში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი, სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდი და მიხაროდა, რომ დიდი კლუბის შემადგენელი ნაწილი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მწვრთნელმა გამომიცხადა, რომ ამ სეზონში არ ვჭირდები. ახლა ერთადერთი ის დამრჩენია, რომ არ გავბრაზდე, ბევრი ვივარჯიშო და იმედი ვიქონიო, რომ მალე სადმე გამაქირავებენ. "ლაციოს" უნდოდა ჩემი ყიდვა, მაგრამ კლუბებს შორის გარიგება ვერ შედგა".

შემდეგ სანტა კრუსმა რობინიოს ტრანსფერზეც თქვა ორიოდ სიტყვა - მოგეხსენებათ, ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელშიც "სიტიმ" თავის დროზე ბრიტანული ტრანსფერებისთვის სარეკორდო თანხა 32,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ოთხი წლით "მილანში" გადაბარგდა.

"ბედნიერი ვარ რობინიომ გამოსავალი რომ ნახა. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი, აქ, "მანჩესტერ სიტიში" კი თავს ვერ გრძნობდა კარგად. ჩვენი ახლანდელი მწვრთნელის ხელსი მას გუნდში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა".

როგორც ხედავთ, მანჩინის ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიდან ასარჩევად აქვს საქმე, მაგრამ შედეგები ვაგლახ... პრემიერლიგა უკვე სამი ტურია რაც დაიწყო, ისლტენდელებს კი სახარბიელოდ ნამდვილად არ აქვთ საქმე. პირველ ტურში მანჩესტერელებმა ლონდონში "ტოტენჰემთან" 0:0 ითამაშეს, მეორეში თითქოს გამოყოჩაღდნენ - შეიხ მანსურის თვალწინ 3:0 გადაურბინეს "ლივერპულს", მაგრამ მესამეში სანდერლენდში წააგეს 1:0. ამ შეხვედრაში არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა შესანიშნავი მომენტი გაუშვა ხელიდან, რაც ძალიან განიცადა. მისმა თანაგუნდელმა, "ბარსელონადან" ამ ზაფხულს ნაყიდმა იაია ტურემ გადაწყვიტა ახალშეძენილი მეგობარი დაემშვიდებინა. სპილოს ძვლის ნაპირელმა თქვა:

"კალოსს მომენტის გაფუჭებისთვის ბრალს არავინ სდებს. ფეხბურთი უცნაური თამაშია და უცნაური ამბებიც ხდება. ტევესი ჩვენი კაპიტანია. თუკი გუნდში ვინმეს წონა აქვს, ერთ-ერთი ყველაზე წონიანი სწორედ ის არის. გარდა ამისა, მის მიერ გაფუჭებულ მომენტზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება იმიტომაც არ არის სწორი, რომ ჩვენ სხვა შესაძლებლობებიც გვქონდა და ისინი ხელიდან გავუშვით. პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა თამაში სხვანაირად დამთავრდებოდა. წაგებას მთელი გუნდი ძალიან განვიცდით".

სხვათა შორის, ტურემ ამ შეხვედრაში ეპიზოდურად მართლაც აჩვენა ის ფეხბურთი, რომლითაც ასე ადგებოდა "ბარსელონას" დაახლოებით წელიწადნახევრის წინ.

"ისტლენდზე თავს კარგად ვგრძნობ და თამაში მსიამოვნებს, თუმცა იმასაც აშკარად ვხვდები, რომ ჩვენი გუნდი თანდათანობით გაცილებით მეტს შეძლებს. ჩვენ ხომ ძირითადად ახალი გუნდი ვართ, რომელსაც დრო სჭირდება. ძალიან მომწონს ფუნქცია, რომელიც მწვრთნელმა დამაკისრა. მე ხომ შეტევებში ჩართვა მიყვარს და მეხერხება" - თქვა "სიტისავე" მცველის კოლო ტურეს ძმამ.

ლელო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა