რეი პარლორმა განაცხადა, "არსენალი" ბალასტს რაც მალე მოიშორებს, კლუბისთვის მით უკეთესი იქნებაო
გუშინ ვწერდით, რომ "არსენალის" 30 წლის თავდამსხმელ ანდრეი არშავინს გულშემატკივრების გარდა უკვე საფეხბურთო ექსპერტებიც აკრიტიკებენ. გარი ნევილის შემდეგ პრესაში რუსს "მეთოფეთა" ლეგენდა რეი პარლორიც მისდგა და განაცხადა, "არსენალი" ბალასტს რაც მალე მოიშორებს, კლუბისთვის მით უკეთესი იქნებაო.

"ასე შორიდან მსჯელობა ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანდრეის ლონდონში ცხოვრება და აქაურ კლუბში ბურთის გორება აღარ უნდა. მას მოტივაციის ნატამალიც აღარ ეტყობა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, იმიტომ ხომ არა, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია. დაშორება ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება," - განაცხადა ფეხბურთელმა, ვისაც "არსენალში" 12 წელი (1992/2004) გაუტარებია.

მანიუს ნანი დააკლდა

"დეილი მეილის" ცნობით, "არსენალთან" 22-ე ტურის მატჩში ლორან კოშელნის უხეში თამაშის "წყალობით" მიღებული ტრავმის გამო, "მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა ნახევარმცველი ლუიშ ნანი 28 იანვარს "ლივერპულთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის შეხვედრას დააკლდება.

გაიტანი უარზეა

ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" 23 წლის არგენტინელი განაპირა ნახევარმცველის ნიკოლას გაიტანის სამსახურით იყო დაინტერესებული, დიდი ხანია ცნობილი იყო. ფეხბურთელის აგენტმა ხოსე ირიბარანამ პორტუგალიურ "ა ბოლას" განუცხადა, რომ მის კლიენტს არ სურს ინგლისურ გრანდში გადასვლა და ამას ისიც მოწმობს, რომ ნიკოლასმა "არწივებთან" ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის ბოლოს 2016 წლის ივნისამდე გააგრძელა. "როცა გრანდები ნიკოლასის სამსახურით ინტერესდებიან, ამაში გასაკვირი არაფერია. მისი დონის ფეხბურთელის ყოლა ყველას უნდა, მაგრამ ეს ტრანსფერი შეუძლებელია და რატომ, ეს უკვე მოგახსენეთ," -თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა