მიონხენგლადბახში წაგებამ "ბაიერნს" 3 ქულასთან ერთად მცველი დანიელ ვან ბუიტენიც დააკარგვინა
მიონხენგლადბახში წაგებამ "ბაიერნს" 3 ქულასთან ერთად მცველი დანიელ ვან ბუიტენიც დააკარგვინა. 33 წლის ბელგიელი უკანახაზელი მძიმედ დაშავდა და მიუნხენური კლუბის სამედიცინო შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ლაზარეთში მინიმუმ 2 თვეს გაატარებს.

დიდია იმის შანსი, რომ ამ ტრავმამ ვან ბუიტენს "ბაიერნიდან" წასვლა აიძულოს. საქმე იმაშია, რომ მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ უკვე ასაკში შესული ბელგიელის შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ იყვნენ და უნდოდათ, რომ მეორე წრეში მასზე დაკვირვება ეწარმოებინათ. ახლა კი ამას ვეღარ მოახერხებენ.

მართალია, ვან ბუიტენს რამდენიმე შეთავაზება აქვს (ყველაზე მეტად "მონაკო" აქტიურობს), მაგრამ არაერთხელ თქვა, რომ "ბაიერნში" დარჩენა უნდა. ახლა იმედი უნდა იქონიოს, რომ დროულად გამოჯანმრთელდება და რეკორდმაისტერის შეფებს თავს მაინც მოაწონებს.

შვაინიც ლაზარეთში?

ამასობაში, ბასტიან შვაინშტაიგერს ისევ ტრავმამ შეახსენა თავი - შვაინიმ გუშინ ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. დღეს რეკორდმაისტერის მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ბასტიანს კარგად შეამოწმებს და საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ შვაინშტაიგერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ახლახან მოიშუშა და "გლადბახთან" ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა შვაინი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ თამაშს.

ტიმოშჩუკს წასვლა არ უნდა

ანატოლი ტიმოშჩუკმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ფორმით ბუნდესლიგაში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის კონტრაქტში, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის, წერია, რომ თუ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი მინიმუმ 25 მატჩს ჩაატარებს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება.

გამოდის, რომ ამისათვის, დარჩენილ 16 ტურში მან მინიმუმ 14 შეხვედრაში უნდა იასპარეზოს. ეს ნაკლებად რეალურია, მაგრამ უკრაინელი იმედოვნებს, რომ მიუნხენიდან აბარგება არ მოუწევს.

"რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ "ბაიერნში" დავრჩები. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ," - განუცხადა 32 წლის ტიმოშჩუკმა "შპორტ აინსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა