ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბათუმი XV ტურნირის ფავორიტია

ბათუმი XV ტურნირის ფავორიტია

"შავი ზღვის თასის" გათამაშების მესამე საშეჯიბრო დღის ცენტრალური შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერი "ბათუმი XV" თბილისის ლოკომოტივს შეხვდა...
"შავი ზღვის თასის" გათამაშების მესამე საშეჯიბრო დღის ცენტრალური შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერი "ბათუმი XV" თბილისის ლოკომოტივს შეხვდა. ბათუმელმა მორაგბეებმა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში რუმინულ "არადთან", შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქე 40:14 დაამარცხეს.

ფინალში სრულიად დამსხურებულად "ბათუმი XV" გავიდა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე გამართულ, საინტერესო რაგბის თამაშობს. ძნელია, ამ გუნდის რომელიმე სათამაშო რგოლში ხარვეზი იპოვო.

რკინიგზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს 68-ე წუთამდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. აქ კი ზღვისპირელთა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ნაცად ხერხს მიმართა. სამივე პირველხაზელი შეცვალა და მატჩის დასკვნით ნაწილში ბრძოლაში დასვენებული, საკმაოდ მძიმე და მობილური თადარიგში მყოფი პირველხაზელები ჩართო. თანაც ამ სამეულიდან ორი ნომინალურად ძირითადის მოთამაშეა. ყოველ შემთხვევაში ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი ხოსიტაშვილმა პირველი ტურის მატჩში "არადთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს. ერთი სიტყვით, ამ ხერხმა გაჭრა და მატჩის ბოლო ათ წუთში "ბათუმი XV"-მ ექვსქულიანი უპირატესობა ოცდაექვს ქულამდე გაზარდა.

თამაში "ლოკომოტივმა" დიდი შემართებით დაიწყო და პირველივე შეტევისას საჯარიმოს დარტყმის უფელება მოიპოვა. მგეზავმა თემურ სოხაძემ ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა და ანგარიში გახსნა - 3:0. "ბათუმი XV"-ს მოთმაშეებმა რკინიგზელთა აღტყინება მალე ჩააცხრეს. -მომდევნო ათ წუთში ორი სალელოვე იერიში წამოიწყეს, მაგრამ ბოლო ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო ლელოთი ვერ დაასრულეს.

მე-18 წუთზე მესამე ცდა შედეგიანი გამოდგა. მოედნის ცენტრში ფულბეკმა ბესიკ ხამაშურიძემ შეუტია. მან დაფარული პასით გარღვევაზე შუამარბი თორნიკე აშვეთია გაიყვანა. ამან მარჯვენა, მოკლე ფრთაზე გარემარბი გიორგი შკინინი მოძებნა. "გოშა" ლოკომოტიველებმა აუტში გადაიყვანეს. საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში რკინიგზელებმა აუტიდან ბურთის მოწოდება დააყოვნეს და არბიტრმა ბათუმელთა სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომლის გათამეშიბის შემდეგ მოლი ააგორეს და ლელოში მესამეხაზელი დავით გუგუშვილი შეიჭრა. გარდასხვა შუამარბმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:3.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სინაურიძემ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა. მის ანგარიშზე ოთხ-ოთხი გარდასხვა და საჯარიმოა (20 ქულა). 24-ე წუთზე მან საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა - 10:3. რაზეც ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე სოხაძემ საჯარიმოთივე უპასუხა - 6:10.

შესვენების შემდეგ "ბათუმი XV" საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. 41-ე წუთზე სინაურიძემ ისევ საჯარიმო გაიტანა. თორმეტ წუთში კი მორიგი მრავალფაზიანი შეტევა, რომლის სულის ჩამდგმელიც ისევ ბესიკ ხამაშურიძე იყო, პირველხაზელმა გაგა გურეშიძემ მარცხენა ფრთაზე ლელოთი დაასრულა, სინაურიძემ გარდასხა - 20:6.

თოთმეტქულიანი უპირატესობა ასეთი დონის მატჩში გამარჯვებაზე საკმაოდ სერიოზული განაცხადია, თუმცა "ლოკომოტივი" ფარ-ხმალის დაყრას სულაც არ აპირებდა. მე-60 წუთზე მოედნის ცენტრში გამომუშავებული საჯარიმოდან სოხაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი რკინიგზელებმა სუფთად მოიგეს და მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტმა განახორცილეს, მერე ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე კიდისკენ ჩაათამაშეს, სადაც გარემარბის პოზიციაზე მესამეხაზელი გივი ბერიშვილი იმყოფებოდა. მას ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. სოხაძემ ვერ გარდასხა - 11:20.

აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" ჯგუფურ ტურნირში ოთხი ლელო გაიტანა და ოთხივე ბერიშვილის ანგარიშზეა. სოხაძემ მართალია ლელო ვერ გარდასხა, მაგრამ, სამაგიეროდ, 64-ე წუთზე საჯარიმოთი ექვს ქულამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა - 14:20.

აი, სწორედ ამ დროს შეცვალა მგელაძემ სამივე პირველხაზელი და "ბათუმი XV"-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 70-ე და 72-ე წუთებზე სინაურიძემ ორი საჯარიმო გაიტანა - 26:14. ორ წუთში კი მარცხენა ფრთაზე ირაკლი გეგენავას წამოწყებული იერიში ბესიკ ხამაშურიძემ განაგრძო, მეტოქეთა გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, თხუთმეტიოდე მეტრი გაიარა და შებოჭეს. მერე ბათუმელებმა შეტევა მარცხნივ გრძელ ფრთაზე განაგრძეს და ლელო გარემარბმა გიორგი შკინინმა გაიტანა. სინაურიძემ გარდასხა - 33:38.

78-ე წუთზე შკინინის კიდევ ერთი ლელოს გატანა შეეძლო. მან მეტოქეს ბურთი საკუთარ ოცდორმეტრიან ზონასთან აართვა და ლელომდე ირბინა, ბოლო მომენტში კი იქვე მიმყოლ სანდრო ნიჟარაძეს გადააწოდა. სინაურიძემ ამჯერადაც გარდასხა და საბოლოო ანგარიში - 40:14 დააფიქსირა.

ლოკომოტივი-ბათუმი XV 14:40

ლოკომოტივი (15-9) ელიზბარაშვილი (მახარაშვილი 78), შიოშვილი, კობერიძე, ხუციშვილი (ქავთარაძე 78), ჟამუტაშვილი, სოხაძე (გაბუნია 79), ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, კორკოტაძე, გუჯარაიძე, ჩიტიძე, ნიშნიანიძე, ახვლედიანი (ოზგებაშვილი 35, ელოშვილი 61), ბერიშვილი.

ლ: ბერიშვილი. 3ს: სოხაძე.

ბათუმი XV (15-9) ხამაშურიძე (ნიჟარაძე 74), შკინინი, აშვეთია, სინაურიძე, სვინტრაძე (გეგენვა 45), შარვაშიძე (ხონელიძე 70), როხვაძე (ბეგაძე 45) (1-8) გურეშიძე (გოგიშვილი 65), სოსელია (ბრეგვაძე 65), მოქია (ხოსიტაშვილი 65), არჩუაშვილი, ბერიძე, თხილაიშვილი, რევიშვილი, გუგუშვილი.

4ლ: გუგუშვილი, შკინინი, გურეშიძე, ნიჟარაძე. 4გ,4ს: სინაურიძე

სინბინი: ბრეგვაძე

მსაჯი: ო.ფრესინიანუ (რუმინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის