ლონდონის "ჩელსი" ძალიან ახლოსაა 20 წლის ბელგიელი თავდამსხმელის ტრანსფერის დასრულებასთან
ლონდონის "ჩელსი" ძალიან ახლოსაა 20 წლის ბელგიელი თავდამსხმელის კევინ დე ბრუინის ტრანსფერის დასრულებასთან. თუკი მოვლენები ლოგიკურად განვითარდა, კლუბებმა შეთანხმების შესახებ შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში გამოაცხადონ.

"არისტოკრატებისთვის" ეს პირველი და ალბათ უკანასკნელი შენაძენი იქნება იანვარში. ორშაბათს ლონდონში იმყოფებოდა "გენკის" გენერალური მენეჯერი დირკ დეგრაენი. როგორც ჩანს, მხარეებმა გარიგების ძირითადი დეტალები სწორედ ამ ვიზიტის დროს შეათანხმეს.

თავად დე ბრუინს სამომავლო პერსპექტივა ხიბლავს და აცხადებს, რომ დიდი ხანია, "ჩელსის" გულშემატკივრობს და რასაკვირველია, მათ რიგებში გამოსვლაზეც ოცნებობს. აღნიშნულ ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულზე იყო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ის არ შედგა.

ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ "ლურჯებს" ფეხბურთელის გადაბირება 8,0 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ცნობილია ისიც, რომ დე ბრუინი ინგლისელებთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა სეზონის ბოლომდე "გენკში" იჯარით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა