ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დიდი ხნის შემდეგ "უემბლისკენ"

დიდი ხნის შემდეგ "უემბლისკენ"

ინგლისი. ლიგის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
იმისთვის, რომ "მანჩესტერ სიტის" სეზონის პირველი ტიტული მოეგო, სულ 2 მატჩის მოგებაღა სჭირდებოდა, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ხელგაშლილმა კლუბმა ამოცანას თავი ვერ გაართვა. გზაზე მას წინ "ლივერპული" გადაუდგა.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის გრანდები უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ორივე "ენფილდზე", "ეტიჰადზე" კი გუნდებმა თითოჯერ იმარჯვეს. მერსისაიდელებმა 16 წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს "უემბლიზე" ასპარეზობის უფლება.

მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო. აშკარა იყო, რომ "ლივერპული" რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ ერთბურთიანი ფორა ჰქონდა, დაცვას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მისი მეტოქე. თუმცა პირველი აშკარა საგოლე მომენტი მაინც მან შექმნა. სტიუარტ დაუნინგის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი სტეფან სავიჩმა ვერ მოიგერია და ხოსე ენრიკეს პირდაპირ ფეხზე "დაასვა". ჯო ჰარტმა ესპანელის ექვსი მეტრიდან დარტყმული სასწაულებრივად, ფეხით აუღო. მასპინძლები ამის შემდეგაც აქტიურობდნენ.

განსაკუთრებით ეს კრეიგ ბელამისა და გლენ ჯონსონზე ითქმის, მაგრამ ბოლო მომენტში მათ რაღაც არ ჰყოფნიდათ. შეტევებს ხელს არც "სიტი" აკლებდა. მაგალითად, დავიდ სილვას ბრწყინვალე პასი ბოლო მომენტში ჩაჭრა დანიელ აგერმა, თორემ ანგარიში ნამდვილად გაიხსნებოდა. მე-16-ე წუთზე მატჩის ყველაზე სადავო მომენტი მოხდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ჩარლი ადამმა ედინ ჯეკოს უკნიდან ფეხში ჩაარტყა. პრინციპში აქ სადავოც არაფერია. პენალტი ნამდვილად უნდა დანიშნულიყო. ორიოდე წუთში სიტუაცია ისევ "ქალაქელების" კართან გამწვავდა, როცა ჰარტმა ბელამის ურთულესი ბურთი აუღო.

31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. დავიდ სილვამ ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, დაიძრა პეპე რეინას კარისკენ და ცენტრისკენ მარტო დარჩენილ ნაიჯელ დე იონგს დაუგორა. ჰოლანდიელმა საყრდენმა ბურთი ცოტა წინ გაიგდო და 23-24 მეტრიდან დარტყმა იქამდე მოახერხა, ვიდრე ფეხი გაუცურდებოდა - 0:1.

"ლივერპულმა" ისევ შეუტია. მასპინძლები ფლანგებზე ბურთს იოლად ათამაშებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ რობერტო მანჩინის გუნდი მოედანზე ცოტა უცნაური განლაგებით გამოვიდა. სამი ცენტრალური მცველის გარდა (ლესკოტი-სავიჩი-რიჩარდსი), მოედანზე იყვნენ საბალეტა და კოლაროვიც, რომლებიც ფლანგის მცველის კვალობაზე მეტისმეტად წინ იყვნენ აწეულები და კონტრშეტევებისას დაცვაში პოზიციაზე ჩამოსვლას მეტხანს უნდებოდნენ.

მე-40-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ჯოლეონ ლესკოტის მიერ ცუდად გამოტანილი ბურთი საჯარიმოში აგერს ხაზიდან 10 მეტრში მდგომს მიუვიდა. უკანასკნელმა დაუფიქრბელად დასცხო და რიჩარდსის ხელს მოარტყა. მართალია, მანჩინიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, არბიტრი შეცდაო, მაგრამ ნეიტრალური თვალით დანახულით თუ ვიმსჯელებთ, პენალტი ულაპარაკოდ უნდა დანიშნულიყო. ჯერარდს ფეხი არ აკანკალებია - 1:1. "ლივერპული" ვერც ამან დააწყნარა. ტაიმის ბოლომდე დარჩენილი დრო მათ ისევ შეტევებში გაატარეს.

შესვენებისას მანჩინიმ გუნდის ტაქტიკაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. მოხსნა თავისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე სუსტად მოასპარეზე სავიჩი და მოედანზე მის ნაცვლად სერხიო აგუერო შეუშვა. თუმცა თამაშის ხასიათში არაფერი შეცვლილა.

მასპინძლებიინტერნეტკაზინო ლარივინი გააფთრებით ეძებდნენ გზებს ჯო ჰარტის კარისკენ. საუკეთესო ინგლისელი მეკარე კი მათ ყოველგვარ მცდელობას მშვიდად უმკლავდებოდა. 67-ე წუთზე "ქალაქელებმა" მშვენიერი კონტრშეტევა წამოიწყეს. ჯერარდმა კოლაროვს ფლანგიდან ჩაწოდებაში ხელი ვერ შეუშალა.

ვერ ივარგა აგერმაც, ვისაც ჯეკო ზურგს უკნიდან გამოუხტა და რეინას 3 მეტრიდან გაუტანა - 1:2. ზუსტად შვიდ წუთში სამმა ლივერპულელმა სასწაული ჩაიდინა. შეიძლება ითქვას, რომ კუიტი-ბელამი-ჯონსონი-ბელამის მიერ საჯარიმოში გათამაშებულმა კომბინაციამ "სიტის" თავმოყვარეობა ტალახში ამოგანგლა. უელსელმა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 2:2.

მატჩის შემდეგ

კენი დალგლიში (ლივერპული): "მინდა მთელ "ლივერპულს" მადლობა ვუთხრა. უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ თუკი ერთად ვიდგებით, ამით მხოლოდ მოვიგებთ. ფინალში გასვლა უზარმაზარი ჯილდოა ჩვენთვის. განსაკუთრებულად მონდომებული დღეს ბელამი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საღამოსგან მან ისეთივე დიდი სიამოვნება მიიღო, როგორც ჩვენ.

მინდა მას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა გამოჩენილი თავდადებისთვის. ჯერარდი არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც ყოველთვის, რადგან სტივი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობდა. ჯერარდი ამ მსხვერპლზე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე წავიდა. ამისთვის ის აპლოდისმენტებს იმსახურებს. ახალ უემბლიზე "ლივერპული" პირველად ითამაშებს. არ მახსოვს, ზუსტად როდის ვიყავით იქ ბოლოს, მაგრამ მშვენივრად ვხვდებით, სადაც მივდივართ".

სტივენ ჯერარდი (ლივერპული): "განსაკუთრებული გრძნობაა. ამ ფინალს 2006 წლის შემდეგ ველოდით. მოხარული ვარ, რომ ტიტულს ერთი ნაბიჯში მივუახლოვდით. აუცილებლად უნდა გამოვყო ბელამის თამაში, ვინც დღეს ჩვენ აშკარა მარცხისგან გვიხსნა".

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "ვფიქრობ, მატჩს აუცილებლად მოვიგებდით, ადამის მიერ ჯეკოს წაქცევისთვის პენალტი რომ დანიშნულიყო. არადა, წესის დარღვევა ულაპარაკოდ იყო. ეს არ არის მსაჯის კრიტიკა, უბრალოდ მე ასე ვფიქრობ. შეტევაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა იმედგაცრუებულები ვართ შედეგით. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა დღეს უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე პირველ მატჩში, რადგან "ლივერპული" მართლა ძალიან ძლიერი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება