სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე ვიქტორ მეტფილდი შესაძლოა რაგბის დაუბრუნდეს
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ვიქტორ მეტფილდი შესაძლოა რაგბის დაუბრუნდეს.

თუმცა ეს მაშინ მოხდება, თუ "ბლუ ბულზის" მწვრთნელი ჰეინკე მეიერი "ბოკეს" თავკაცად დაინიშნება. მეტფილდს სურს ეროვნულ ნაკრებში მის ასისტენტად იმუშაოს.

"ყველამ კარგად იცის ჩემი და ჰეინკე მეიერის ურთიერთობის შესახებ. ჩვენ მრავალი წელიწადი გვიმუშავია ერთად და ბევრი წარმატებისთვისაც მიგვიღწევია. მაგრამ, მოდი, პარასკევამდე დავიცადოთ. თუ მას მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ, გამორიხცხული არ არის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში მეც მოვხვდე. თუმცა ეს მთლიანად ჰეინკეზეა დამოკიდებული. მან უნდა ისურვოს ჩვენი ერთად მუშაობა" - თქვა ვიქტორ მეტფილდმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღეს დანიშნავენ. მეტფილდის ნაკრებში მუშაობის იდეა კი, სავარაუდოდ, იმიტომ გაჩნდა, რომ მას შეუძლია საზღვარგარეთ სათამაშოდ გადახვეწილი ფური დუ პრი, ბაკის ბოთა და ხუთრო სტენკამპი ისევ ნაკრებში დააბრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის