გერმანელი ვეტერანი დიტმარ ჰამანი “მანჩესტერ სიტის” შემტევ მარიო ბალოტელიზე მსჯელობს
რამდენიმე დღის წინ გერმანელი ვეტერანის დიტმარ ჰამანის სტატია შემოგთავაზეთ, სადაც ის ლივერპულელ ენდი კეროლს აკრიტიკებდა და მოტივაციის ნაკლებობაში სდებდა ბრალს.

ჰამანი ამჯერად “მანჩესტერ სიტის” შემტევ მარიო ბალოტელიზე მსჯელობს. იტალიელმა 1,5 წლის განმავლობაში უკვე სამჯერ მოასწრო წითელი ბარათის მიღება, რის გამოც ჰამანს მიაჩნია, რომ მას სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობა არ აქვს, რის გამოც საკუთარ მომავალს საფრთხეს უქმნის.

მარიო ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მისი მოქმედებების გათვლა ხშირად შეუძლებელია. თუკი სურს ტოპკლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბება, საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლოს. ეს კი საჭიროა, რომ “მანჩესტერ სიტიში” ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა გაიკეთოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ წამს ზედმეტი ბარგი შეიქნას.

ერთ დღეს “სიტიში” შეიძლება დასვან შეკითხვა, კი, მაგრამ რაში გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის პრობლემებს გვიქმნის? მარიოს უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.

თქვენ ვერ ააწყობთ გუნდს ერთი ფეხბურთელის გარშემო, თუკი ის მარადონა, პელე ან მესი არ არის. სწორედ ამიტომ ბალოტელიმ უნდა დაიჯეროს, რომ თუკი სურს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და დიდ კლუბში ითამაშოს, თანაგუნდელებს სათანადო პატივი უნდა სცეს.

არ ვფიქრობ, რომ მარიოს მსგავსი გრძნობები აწუხებს. უყურებ მას და გეჩვენება, რომ სხვებზე სულაც არ ზრუნავს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ფიქრობს, “მე ამას ასე გავაკეთებ იმიტომ, რომ მინდა”. ის ეგოისტია და აშკარად არ ჰყოფნის პატივისცემა თანაგუნდელთა მიმართ.

მარიოს საქციელი, როცა მან სკოტ პარკერს ფეხი ჩაარტყა, იყო სულელური და საღ აზრს მოკლებული. უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის გაიგო, თუ რა ხდება ამ ადამიანის თავში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა