როგორც ვწერდით, რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავი "ტოტენჰემი" ამოჰყო, არადა, ორი კვირით ადრე აცხადებდა...

როგორც ვწერდით, რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავი "ტოტენჰემი" ამოჰყო, არადა, ორი კვირით ადრე აცხადებდა - პრემიერლიგაში გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადიხარო. უფრო სწორედ, ჰოლანდიელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასე თქვა:

"თუკი მადრიდის "რეალს" ტოვებ, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა გადახვიდე"... და "სფურზის" მოთამაშე გახდა. თანხა, რომელიც ლონდონელებმა მადრიდის "რეალს" გამთამაშებლის სანაცვლოდ გადაუხადეს ზოგი გამოცემის თანახმად 8 მილიონი ფუნტია (9,6 მილიონი ევრო), ზოგის თანახმად კი 8,7 მილიონი ფუნტი (10,5 მილიონი ევრო).

მოგეხსენებათ, ბაზრის დახურვის გამო ვან დერ ვაარტის ტრანსფერი ტექნიკური პრობლემების წინაშე იდგა - მათ შესახებ ქვემოთ გეტყვით - მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა, ხოლო ფეხბურთელმა პირველი "ინგლისური" ინტერვიუც მისცა:

"ინგლისში თამაშს დიდი სიხარულით შევხვდი. რამდენად ერგება პრემიერლიგის ფეხბურთი ჩემს სტილს, გამოჩნდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ფეხბურთელი თავად უნდა შეეწყოს ნებისმიერ ფეხბურთს. ერთი სიტყვით, ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი გახლავართ. ძალიან მინდა ლამაზად მოთამაშე გუნდში ლამაზი ფეხბურთი გავაჩაღო, თუ საშუალება მომეცემა ყოველ კვირა".

27 წლის ვან დერ ვაარტმა ეს სიტყვები ჰოლანდიის ნაკრების შეკრებაზე თქვა. "ორანიე" ევრო 2012-ის შესარჩევს სან მარინოსა და ფინეთთან შეხვედრებით იწყებს. ტრანსფერთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეები კი ასეთი გახლდათ: "სფურზმა" "რეალთან" ყველაფერი დროულად მოაგვარა და საბუთებიც მოაწსრიგა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციაში რეგისტრაცია კომპიუტერის "გაჭედვის" გამო ვერ მოასწრო, რის გამოც გაუგებრობა, უფრო სწორედ კი პრობლემები წარმოიშვა.

საბოლოოდ ლონდონელებს ასოციაციისთვის თავიანთი სიმართლის დამტკიცება მოუხდათ და როდესაც ფეხბურთის მმართველთა ოფისში დარწმუნდნენ, რომ რედნაპსა და მის ამალას მართლაც ყველაფერი დროზე მოუგვარებია, ვან დერ ვაარტი პრემიერლიგის ფეხბურთელად დაამტკიცეს. დაახლოებით ასეთივე რამ მოხდა ლარს იაკობსენის "ბლექბერნიდან" "ვესტ ჰემში" გადასვლასთან დაკავშირებით.

ვან დერ ვაარტის "ტოტენჰემში" გადასვლამ ამ გუნდის ფანებს გული მოულბო და კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ რედნაპს ნიჭიერი, მაგრამ "მიგდებული" ფეხბურთელების შემოკრება, მათთვის დაყვავება და "გაცოცხლება" უყვარს. ვან დერ ვაარტი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია - ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა ლამის ფენომენალურ მოთამაშედ ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ის ბოშასავით იზრდებოდა. დედა ესპანელი ჰყავს, მამა ჰოლანდიელი. ოჯახი "პიკაპით" მოგზაურობდა და მამა "ქარავან პარკინგებზე" ფეხბურთის თამაშს ასწავლიდა. "აიაქსში" დებიუტი 17 წლისას ჰქონდა და ამ დროს ჯერ კიდევ მანქანაში ცხოვრობდა.

დღეს რაფაელ ვან დერ ვაარტს ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 83 თამაში აქვს ჩატარებული. ვერავინ იტყვის, რომ მისი კარიერა წარუმეტებელია, მაგრამ ისიცაა, რომ ტრავმებმა ძალიან ბევრ წინააღმდეგობას გადაჰყარა. განსაკუთრებით ის "რეალმა" "ჩაყლაპა".

სკანდალური გამოდგა მისი და ტელევარსკვლავის სილვი მეისის ქორწინება. "აიაქსისა" და "დენ ჰააგის" შეხვედრაში ტრიბუნებიდან ანტისემიტური შეძახილები ისმოდა, სილვი მეისს ლანძღავდნენ და თამაშის ჩაშლით იმუქრებოდნენ. ეს ამბავი ჰოლანდიის პარლამენტში მსჯელობის თემაც გახდა. ამას დაემატა კონფლიქტი შვედ თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, ბრალდება, რომ ის აქეთ-იქით დაქეიფობს და უამრავი სხვა რამ.

2005-ში ვან დერ ვაარტი ამსტერდამიდან "ჰამბურგში" გადავიდა, რითაც ყველა გააკვირვა. იოჰან კრუიფმა ისიც კი თქვა, აზრზე არ ვარ ეს კაცი "ჰამბურგში" რას აკეთებსო, თუმცა მან იქ გაილაღა და "რეალში" გადავიდა. აი, რეალში კი ჯერ ბრაზილიელმა კაკამ შეავიწროვა, ხოლო ახლა მას გერმანელი მესუთ იოზილიც დაემატა. ნათელი გახდა, რაფაელ ვან დერ ვაარტი "სანტიაგო ბერნაბეუდან" უნდა აბარგებულიყო.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა