28 წლის ფრანგი 1 თებერვალს "ბოლტონთან" სათამაშოდ მზადაა
ასოციაციის თასზე "ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა გულშემატკივარს იმედი გადაუწურა, განაცხადა რა, რომ ისინი დარჩენილ დღეებში ახალ ფეხბურთელებს ტყუილად ელოდებიან, რომ ის არავის ყიდვას არ აპირებს.

არადა, იანვრის დასაწყისში ფეხბურთელების ტრავმებით გაწამებული ფრანგი ამბობდა, განაპირა მცველის გადაბირებაზე უარს არ ვიტყვითო.

"მეთოფეებს" ხომ კირან გიბსი, ბაკარი სანია და ანდრე სანტოსი ჰყავდათ ლაზარეთში. ბოლო ორი ჯერაც მკურნალობს. სანია უკვე მწყობრშია და რაც მთავარია, ვენგერის საბედნიეროდ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" სადებიუტო შეხვედრაში დიდებული შთაბეჭდილება დატოვა 18 წლის ნიკოლას იენარისმა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარს ვენგერს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება, ეჭვი გვაქვს, რომ გიბსსა და სანტოსს ბრძოლა მოუწევთ ძირითადიდან მის ამოსაგდებად.

ბაკარი სანია დაბრუნდა-თქო, დავწერეთ. 28 წლის ფრანგი მზადაა 1 თებერვალს "ბოლტონთან" სათამაშოდ. ფეხბურთელმა კომენტარი "არსენალის" ვებგვერდს მისცა. "მოედანზე დაბრუნების პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. ბოლო 4 თვის განმავლობაში ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გახდა.

ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ფორმა, ამისთვის უწინდელზე მეტი შრომა მმართებს. ეს პროცესი ძალიან რთული იქნება, რადგან რეგულარულად დამჭირდება ფიტნესის მწვრთნელის ზედამხედველობა," - ამბობს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა