რუსეთის ნაკრების მწვრთნელის აზრით, რუსეთ-საქართველოს ერთიან ნაკრებს უფრო დიდი შედეგი ექნებოდა
ერთ-ერთ რუსულ სპორტულ ვებ-გვერდზე ამ ქვეყნის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უელსელი კინგსლი ჯოუნზის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც სავსებით გასაგები მიზეზების გამო ქართული თემაც ფიგურირებდა.

უელსელმა ქართველი მორაგბეები თბილად მოიხსენია, თუმცა ჟურნალისტს აშკარად ეტყობოდა, რომ საბჭოთა ნოსტალგია არ ასვენებდა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- შეძლებს თუ არა რუსეთის ნაკრები წლეულს საქართველოს ეროვნული ნაკრების დამარცხებას?

- მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება წლეულს ძალიან გაგვიჭირდება. თამაში თბილისში გაიმართება და თანაც ჩვენ ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია საქართველოს ნაკრების ძლევა უახლოეს მომავალში მაინც შევძლოთ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, თუ გვინდა, რომ წინ ვიაროთ. უნდა ვეცადოთ მოვუგოთ ფიჯის, საქართველოს, კანადას. ეს აუცილებელია და როგორღაც უნდა შევძლოთ.

- როგორი დამოკიდებულებაა გუნდში საქართველოს ნაკრების მიმართ? ეს არის გუნდი, რომელიც აუცილებლად, უსიკვდილოდ უნდა დავამარცხოთ?

- ასეთი დამოკიდებულება ალბათ უფრო ქართველ მორაგეებს აქვთ რუსეთის ნაკრების მიმართ. მე დაწვრილებით არ ვიცი თქვენი დაპირისპირების ისტორია, თუმცა გარკვეული წარმოდგენა ამის თაობაზე მაქვს.

ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჰგავს ინგლისისა და უელსის დამოკიდებულებას. ოღონდ თქვენს შემთხვევაში ეს ათმაგად უფრო მძაფრია. შესაძლოა უელსს უფრო უნდა ინგლისის დამარცხება, ვიდრე პირიქით, რადგან ერთი ქვეყანა უფრო დიდია, მეორე კი პატარა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს დაპირიპირება მსოფლიოს რაგბიში, უბრალოდ კარგი მეტოქეობაა. ქართველები კარგი ადამიანები არიან. მათ ძალიან ბევრი ძლიერი მორაგბე ჰყავთ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ. ჩვენს ნაკრებშიც ხომ არის რამდენიმე ქართველი.

- ალბათ, ხშირად გსემენიათ, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები გაგვეერთიანებინა. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- უარს არ ვიტყოდი საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელობაზე. გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შედეგების მიღწევას შევძლებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levanchika
როცა რუსები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავლენ მაშინ შეიძლება მოვაგებინოთ, პროსტა მივცეთ რა ერთი თამაში, მოედანზე გამოვიყვანთ ც-ე ნაკრებს და გაიხარებენ ბავშვები, რა რუსი ბავშვები ბავშვები არ არიან? :))))))))))))))))))
kopala
სადაა სამართალი,ყველა ყრუვები და ბრმები რაფერ ხართ ამ ლელოში,რამ დაგბოღმათ და დაგაბრმავათ ევროპაზე გუნდური მესამე,მსოფლიოზე გუნდური მესამე,ვერცხლი და ბრინჯაოს მედლები სხვადასხვა დაფებზე მაოფლიოსა და ევროპის გუნდურ პირველობებზე,წარმატება და ინდივიდუალური საგზურები მსოფლიოზე,სხვადასხვა წარმატებები სხვადასხვა ტურნირებზე და არცერთი მოჭადრაკის დასახელება საუკეთესოთა სახელის მოსაპოვებლად?დასახელებული ზოგი მხოლოდ ერთიი შემთხვევითი გასროლის გამო გყავთ.ვაი თქვენ ლელოს ჟურნალისთებო
ilia
ეხლა უფრო მეამაყება ჩვენი ბიჭების,როდესაც რუსეთის ნაკრების მჭვრთნელი ამბობს: "ჩვენი მიზანია საქართველოს ნაკრების ძლევა უახლოეს მომავალში მაინც შევძლოთ." ვერ ეღირსებით ჩვენთვის თქვენი დამარცხება მსოფლიო ჩემპიონობაზე მაღლა დაგას!!!!!!!!
ilia
არადა საბჭოთა კავშირის დროს,რამდენი ქართველი სპორცმენი დაიჩაგრა,იმიტომ იყო გუნდურ თამაშებში ვერაფერს დიდს რომ ვერ მიაღწიეს.ღმერტმა დაგვიფაროს იმ დღისგან რომ ქართველებმა კიდევ რუსეთის გულისთვის ვითამაშოთ.
braziliaa
წელსაც კარგად მოვუგებთ აბა სადაა მაგათი მოსაგები იმედია ეს ბოლო და უკანასკნელი დაპირისპირება იქნება ჩვენსა დარუსეთს შორის ერთა თასზე მერე? მერე 7 ერზე კარგი იქნებოდა თამაში :D აბა რა :D,,,:D
კოტე
იციან, რომ კიდევ ასი წელი ვერ მოგვიგებენ და ეძებენ გამოსავალს
giusha
იმ ქართველებსაც რა ვუთხარი მათ ნაკრებში, რომ თამაშობენ რა!!!მტრის ჰიმზე სიმგერა და მტრის დროშის ქვეშ თამაში არაა პატრიოტიზმის მაჩვენებელი ნაღდად რა.რამდენად გაიყიდნენ ნეტავი, საინტერესოა რა გადაუხადეს ასეთი...
baraka
ვეერარიან ესენი ერთიანი ნაკრები არა და სხვა რამე რო შევტავაზოთ არ აწყობთ?
luka
რომელი რუსი მორაგბეთი უნდა ცჰაანაცვლონ ტუნდაც ფრტა შეესხას მათ ოცნებას
თემური
იქამდე არაფერი გეტკინოთ, მაგრამ იოცნებეთ მაინც. არ მოინდომეს ჩვენი ლომებით ფონს გასვლა?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა