რატომ შეარჩია იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისის ნაკრების სპარინგპარტნიორებად ნორვეგია და ბელგია

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზედ ევრო 2012-ის წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - უფრო დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ 29 მაისს ფაბიო კაპელოს გუნდი ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება, 2 ივნისს კი “უემბლიზე” ბელგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

მართალია, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ რადგან ევროფორუმისთვის მზადებაზეა ლაპარაკი, აღნიშნული შეხვედრები აქედანვე დიდ ინტერესს იწვევს.

ინგლისელი ჟურნალისტები კაპელოს სწორედ ამ საკითხზე დაეკითხნენ და დაინტერესდნენ, თუ რატომ შეარჩია იტალიელმა სპეციალისტმა ნორვეგია და ბელგია. მოვუსმინოთ ფაბიოს:

“ჩატარდა თუ არა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა, მაშინვე დავიწყეთ ამხანაგური შეხვედრების ორგანიზებაზე მუშაობა და მეტოქეებად ნორვეგია-ბელგია შევარჩიეთ. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამ გუნდებთან მსურდა პაექრობა და ძალიან მიხარია, რომ მათთან შეთანხმებას მივაღწიეთ.

ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან, უკრაინელებთან მოგვიწევს შეტოქება და ამიტომ, მინდოდა, რომ ერთ-ერთი შეხვედრა გასვლაზე ჩაგვეტარებინა. ჯგუფში უკრაინის გარდა საფრანგეთი და შვედეთი გვყავს, სპარინგ-მატჩებიც შესაბამისი სტილის გუნდებთან დავნიშნეთ”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან მატჩს კაპელო შვედეთისთვის მოსაზმადებლად გამოიყენებს, აი ბელგიის სათამაშო მანერა კი როგორც ჩანს საფრანგეთის ანალოგიურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო