პირველი ლიგის "ბ" ზონის ლიდერი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში თამაში არ წაუგია, საგაზაფხულო ეტაპისთვის ემზადეგა
პირველი ლიგის "ბ" ზონის ლიდერი საჩხერის "ჩიხურა" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი ერთადერთია მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თამაში რომ არ წაუგია.

შევიტყვეთ, რომ "ჩიხურას" მთავამა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გასინჯვაზე მიიწვია და კონტრაქტის გაფორმება შემდეგ ფეხბურთელებთან გადაწყვიტა: ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველ გიორგი ჩიხრაძესთან ("დაუგავა"), დავით კირკიტაძესთან (ქუთაისის "ტორპედო"); "ზესტაფონიდან" წასულ გოგი ფიფიასთან, სანდრო იაშვილთან, რომელიც "დინამოდან" ისე წამოვიდა, თავის გამოჩენის შანსიც არ ჰქონია; რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის თორნიკე მაისურაძის აღმოჩენილი მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილიც კარიერას საჩხერეში განაგრძობს.

"ჩიხურას" თავკაცებს აზერბაიჯანში მოთამაშე ორი ქართველი ფეხბურთელის, ზურაბ ძამსაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის დამატებაც სურთ, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.

გუნდმა მომზადება თბილისში დაიწყო, 29 იანვრიდან 7 თებერვლამდე საჩხერეში ივარჯიშებს, სადაც მოსამზადებლად საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია - "ჩიხურას" აქვს ტრენაჟორების დარბაზი, აუზი, საუნა, ეკიპირება, მოგვარებულია კვების საკითხი, ფეხბურთელები კი კეთილმოწყობილ სასტუმროში ცხოვრობენ. სავარაუდოდ, გუნდი მალე მზადებას ანთალიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონი პირველ ლიგაში 2 მარტს განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა