ლას ვეგასში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც 36 ქვეყანა მონაწილეობს
ამერიკულ ლას ვეგასში დაიწყო მსოფლიოს ზამთრის ანუ დარბაზის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც 36 ქვეყანა მონაწილეობს.

თუმცა მათ შორის არ არიან მსოფლიოს მშვილდოსნობის უპირობო ლიდერები - კორეა და ჩინეთი. ალბათ იმიტომ, რომ ეს პირველობა დარბაზში ანუ არაოლიმპიურ, 30-მეტრიან დისტანციაზე ტარდება, ისინი კი ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ქალთა ტურნირში 16 ქვეყნის მშვილდოსანი გამოვა, ოღონდ სრულყოფილი გუნდით - სამი მონაწილით, სულ 8 მათგანი იქნება.

ამ ტურნირში საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოდის უცვლელი შემადგენლობით: ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე. ლას ვეგასში შეჯიბრებები ჩვენთვის მეტად მოუხერხებელ დროს იწყება - თბილისის დროით ღამის პირველ საათზე.

საკვალიფიკაციო ეტაპიც სამშაბათს ღამით დაიწყო, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა - 584 ქულით მეორეზე გავიდა.

ამდენივე ქულა დააგროვეს რუსმა ქსენია პეროვამ და შვედმა კრისტინა ბიერენდალმა, თუმცა რუსს ამათზე მეტი ათიანი აღმოაჩნდა და პირველობაც გაინაღდა, აი, ესებუასა და შვედს კი არა მარტო ეს მაჩვენებელი, არამედ ე.წ. უფრო ახლო ათიანები და ცხრიანებიც კი თანაბარი ჰქონდათ, თუმცა მეორეზე მაინც ესებუაა. გამარჯვებული სამეულის მიერ ნაჩვენები 584 ქულა საკმაოდ ჩამორჩება ამგვარი ტურნირებისთვის სარეკორდო 592 ქულას, რაც 2009 წელს ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა ბერენჟერე შუმ დააგროვა პოლონეთში.

ესებუამ საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე სერია სტაბილურად ჩაატარა, თუმცა განსაკუთრებით კარგად მეორეში გამოვიდა - პირველში თუ მეშვიდე იყო, დასკვნით ფაზაში მხოლოდ ახალბედა რუს დინარა იანბარისოვას ჩამორჩა და 294 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. ნარიმანიძემ 562 ქულა დააგროვა და 21-ზე გავიდა, დიასამიძე კი 548 ქულით 31-ზე აღმოჩნდა, ეს კი პლეი ოფში ესებუასთან შეხვედრას ნიშნავს.

შეჯიბრებაში სულ 34 მანდილოსანი ასპარეზობს, ამიტომ პლეი ოფში 32 გადის და ასპარეზობებიც 1/16-ედ ფინალიდან გაგრძელდება.

ქართველებიც ამიტომ დაწყვილდნენ. ნარიმანიძე პლეი ოფში იტალიელ გვენდელინა სარტორის დაუპირისპირდება, თურქეთის სახელით მოასპარეზე და შესარჩევში 560 ქულით 25-ზე გასული ევროპის ჩემპიონი ნატო ნასარიძე - უკრაინელ კატერინა პალეკნას. პლეი ოფები წუხელაც გვიან ღამით დაიწყო და მაზე ხვალ გაცნობებთ. წუხელ ფინალისტები და ბრინჯაოსთვის მებრძოლი წყვილები გამოვლინდებოდნენ, ფინალური შეხვედრები კი უკლებლივ ყველა დისციპლინაში ხვალ, 9 თებერვალს ჩატარდება.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეექვსე აღმოჩნდა. ბედმა მათ კვლავ იტალია არგუნა, რომელშიც ერთი ცვლილებაა იმასთან შედარებით, რომლითაც შარშან ავადსახსენებელ მსოფლიოს საზაფხულო პირველობაზე დაგვიპირისპირდა - ჯესიკა ტომასი ელენა ტონეტამ შეცვალა, სარტორი და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში ნატალია ვალეევა კი კვლავაც შემადგენლობაში არიან. მათთან წარმატების შემთხვევაში ჩვენები თურქეთსა და აშშ-ს შორის მოგებულს შეხვდებიან.

გუნდურ ასპარეზობაში პლეი ოფები დღეს ღამე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შარშან ტურინში გამართულ მსოფლიოს ზემოხსენებულ პირველობაზე სწორედ იტალიელებთან გაიმართა ის სკანდალური შეხვედრა გუნდურ ჩათვალში, როცა ქართველ მანდილოსნებს მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს, მისი წაგების შემდეგ კი უკვე განაღდებული ორი ოლიმპიური ლიცენზია დავკარგეთ, რომელიც წლეულს უნდა ვეძებოთ ისევ აშშ-ში გასამართ სალიცენზიო შეჯიბრებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

karlsoni
ავტორს - ეს არაა სალიენზიო? როდისაა სალიცენზიო შეჯიბრება?
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა