ბენჯანი ამბობს, რომ მის ყოფილ გუნდს "მანჩესტერ სიტის" ფული კი აქვს, მაგრამ კლასი აკლია...

ბენჯანი ამბობს, რომ მის ყოფილ გუნდს "მანჩესტერ სიტის" ფული კი აქვს, მაგრამ კლასი აკლია. 32 წლის ზიმბაბველმა თავდამსხმელმა "ბლექბერნთან" გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი - ისტლენდელებს ის აღარ სჭირდებოდათ. ამან ბენჯანი, როგორც ჩანს გააბრაზა და ათქმევინა, რომ ამ კლუბში არავის ნდობა არ შეიძლება.

"იქ, კულისებიდან აშკარად ჩანს, რომ სინამდვილეში "მანჩესტერ სიტი" უკლასო გუნდია - როყიოდ განაცხადა "ოსერისა" და "პორტსმუთის" ყოფილმა მოთამაშემ - გარდა ამისა, მიჯობს ისეთ კლუბში ვიყო სადაც გარშემო ადამიანებს ვენდობი. მირჩევნია "ბლექბერნში" ვითამაშო და მანჩესტერული ინფრასტრუქტურა არ მქონდეს ვიდრე ისტლენდზე ვიყო და სულ იმას ვფიქრობდე ზურგსუკან ნიადაგს ხომ არ მითხრიან. როდესაც ვამბობ "სიტიში" ხალხის ნდობა არ შეიძლება მეთქი, იცით რას ვგულისხმობ? ამ კლუბმა მარტო ბოლო წლის განმავლობაში ცხრა თუ ათი ფეხბურთელი იყიდა, რომელთაგან ექვსს თუ შვიდს უკვე აგდებს. განა ასეთ გუნდში შეიძლება საიმედოობის შეგრძნება გქონდეს? როდესაც სოლიდური კლუბი ხარ და ფეხბურთელებს ყიდულობ, ეს ხალხი ყოველი მწვრთნელის გამოცვლაზე ყველა ხომ არ უნდა გაყარო"?

ბენჯანი "მანჩესტერ სიტიში" 2008 წელს მოხვდა. მასში ისტლენდელებმა "პორტსმუთს" 3,8 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ზიმბაბველი მყისიერად გახდა ფანების საყვარელი ფეხბურთელი, რადგან არც აცია არც აცხელა და "ოლდ ტრეფორდზე", მანჩესტერულ დერბიში, "იუნაიტედს" გოლი გაუტანა. ამის მერე კი ფორვარდის საქმე უკან-უკან წავიდა. ორწელიწადნახევარში მან მხოლოდდამხოლოდ 29 შეხვედრაში ითამაშა.

საინტერესოა, რომ ბენჯანის ამ გაბრაზებულ კომენტარამდე 24 საათით ადრე დაახლოებით იგივე თქვა ბულგარელმა მარტინ პეტროვმა, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბოლტონს" მიაშურა. 31 წლის პეტროვმა განაცხადა:

"დღეს "სიტიში" ხალხი თავს უფრო ცუდად გრძნობს ვიდრე კარგად. ადამიანებს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია, ერთმანეთს აღარავინ ენდობა. ფეხბურთელები მილიონერებივით უფრო იქცევიან ვიდრე გუნდის წევრებივით".

და ბოლოს, "მანჩესტერ სიტის" კბილი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გაჰკრა. გახმაურდა, რომ შვედ თავდამსხმელს, რომელიც ცოტა ხნის წინ "მილანმა" იყიდა, ამ ზაფხულს ისტლენდელები კვირაში ნახევარ მილიონ ფუნტს(!) სთავაზობდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ ის ფულს არ დახარბდა და სხვაგან გადასვლა ამჯობინა. იბრაჰიმოვიჩმა თქვა:

"ამ გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ჩელსისა" და "არსენალთან" მოუწევს ბრძოლა, ეს კლუბები კი წლობით მიდიოდნენ დღევანდელ დღემდე. "სიტი" კვლავ მომავლის გუნდად რჩება. მე "მილანი" იმიტომ ვამჯობინე, რომ მასთან ერთად დღესვე შემიძლია ტიტულების მოგება. "სიტი" მომავალს დაელოდება, მე - ვერა".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა