რამდენიმე დღის წინ რაიან გიგზმა MUTV-ის რეპორტიორ მარკ სალივანს საინტერესო ინტერვიუ მისცა
რამდენიმე დღის წინ რაიან გიგზმა MUTV-ის რეპორტიორ მარკ სალივანს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც 38 წლის ვეტერანმა იმაზე ილაპარაკა, თუ როგორ იცავს სპორტულ რეჟიმს და როგორ ახერხებს მის ასაკში ფორმის შენარჩუნებას.

- რამდენად შეიცვალა საწვრთნელი პროცესი მთელი ამ წლების განმავლობაში?

- საკმაოდ შეიცვალა. ყველაზე მეტად ერთმანეთისგან საწვრთნელი ბაზები განსხვავდება. "კერინგტონი" არაფრით არ ჰგავს "კლიფს" ("იუნაიტედის" ძველი ბაზა. რედ). აქ არის საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, დიდი სპორტული დარბაზი, დახურული მანეჟი ბუნებრივი საფარით და ყველაფერი ის, რაზეც ძველ ბაზაზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. "კლიფი" ბევრად უფრო მარტივად იყო მოწყობილი. იქ იყო გასახდელი და სატრენაჟორო დარბაზი უძველესი შტანგებითა და ჰანტელებით. ადრე ასე ხდებოდა: გამოვდიოდით მოედანზე, ვვარჯიშობდით, ვბრუნდებოდით გასახდელში, შხაპს ვიღებდით და შინ ვბრუნდებოდით. "კერინგტონში" კი ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ.

- ამას გარდა საწვრთნელი შტაბი ახლა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია.

- დიახ, ცვლილებები აქაც მოხდა. მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი, ჩვენთან მუშაობდნენ მთავარი მწვრთნელი, მისი ასისტენტი ბრაიან კიდი ან კიდამდე არჩი ნოქსი, კიდევ იყო ფიზიოთერაპევტი. სულ ეს იყო. დღეს ჩვენთან მუშაობენ მთავარი მწვრთნელი, მწვრთნელის ასისტენტი, ფიზიკური მომზადების სპეციალისტი, ასევე ადამიანი ვინც ფეხბურთელების წონას აკონტროლებს, ვინც სარბენ დავალებებს გვაძლევს. მოკლედ, ბევრი რამ შეიცვალა.

- აღწერეთ ტიპიური დღე "კერინგტონში".

- ჩვეულებრივ დილის 8:45-ზე ვდგები. ვსაუზმობ და მივდივარ მასაჟზე, რაც 45 წუთი გრძელდება. შემდეგ 45 წუთი ველოტრენაჟორებზე ვიტვირთებით, რათა კუნთები გავახუროთ. ამის შემდეგ იწყება ვარჯიში. ეს ხდება კვირის დასაწყისში. თუკი გუნდს უქმეებზე თამაში არ აქვს, მაშინ წვრთნა 1,5-2 საათი გრძელდება. თუკი კვირის ბოლოა ან მატჩი შუა კვირაში გვიახლოვდება, ჩვეულებრივ ორმხრივი თამაში ინიშნება. ის გრძელდება არაუმეტეს 30-45 წუთისა. გარდა სავალდებულო ვარჯიშებისა, შტანგით ჩაჯდომებსაც ვაკეთებ და კვირაში ორჯერ იოგას ვარჯიშებს მივმართავ.

- და ეს რამდენად გეხმარებათ?

- იოგა დიდად მეხმარება. ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ 38 წლის ვარ და ფეხბურთს ჯერ კიდევ ვთამაშობ. იოგათი 30 წლიდან ვარ გატაცებული. მაშინ უბრალოდ მინდოდა, რომ გამომეცადა. ვფიქრობდი, რომ მყესების პრობლემის მოგვარებაში გამომადგებოდა. ასეც მოხდა. იოგამ დიდი გავლენა იქონია სხვა რამეებზეც. მაგალითად, ფეხები გამიძლიერდა, შინაგანი განწყობაც გამიუმჯობესდა. ახლა უფრო ელასტიური ვარ, რაც მინდორზეც იგრძნობა, როცა ბურთისთვის ორთარძოლაში შევდივარ ან ბურთთან ერთად ვმოძრაობ.

- ყველაზე მეტად რომელი ვარჯიში გიყვართ?

- ვფიქრობ, ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, "კვადრატს" გიპაუხებდათ. დიახ, ვარჯიში სწორედ ამით იწყება. ორნი ცენტრში დგებიან, შვიდი ან რვა კაცი კი წრეს ქმნის. დანარჩენი წესის მიხედვით მიდის. პირველები ბურთის დაჭერას ცდილობენ, მეორეები – შენარჩუნებას. ყოველთვის სახალისოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანაგუნდელისთვის ბურთის ფეხებს შორის გაძვრენას ცდილობ. ეს მოთელვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

- მწვრთნელები კონკრეტულ რეკომენდაციას იძლევიან ვარჯიშთან დაკავშირებით, თუ თავად შეგიძლიათ აარჩიოთ?

- რაც უფრო გამოცდილია ფეხბურთელი, უკეთესად იცის, მისთვის რა არის უკეთესი და ცდილობს, სავარჯიშო პროცესი თავად წარმართოს. როცა ფეხბურთელი 30 წელს უახლოვდება, ის ვალდებულია საკუთარ სხეულს კარგად იცნობდეს. ასევე იცოდეს, რას მოაქვს მისთვის სარგებლობა და რა სწყენს. მწვრთნელებს ყოველთვის აქვთ მონაცემები. ისინი გეტყვიან, ვინ როგორ მუშაობს, ვთქვათ, მიმდინარე კვირაში და რას აკეთებდა წინაში და იოლად განსაზღვრავენ, რა იქნება საკმარისი და რაზე წამუშავება არ გაწყენდა. რა თქმა უნდა, მწვრთნელებთან ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, თავად როგორ გრძნობ თავს.

- როგორ აიძულებთ თქვენს თავს, რომ თავაუღებლად იმუშაოთ?

- სხვა არჩევანი არ მაქვს. სხვა შემთხვევაში ფეხბურთიდან წასვლა მომიწევს. კერიკთან, სქოულზთან, ანდერსონთან, კლევერლისთან და ფლეტჩერთან მიხდება ფეხბურთის თამაში. ჩემი შესაძლებლობები მხოლოდ თამაშზე კი არა ვარჯიშზეც უნდა დავამტკიცო. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს კლუბს სხვებისგან. ვარჯიშები საკმაოდ ინტენსიურია და მას ყველა სერიოზულად ეკიდება.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?

- არ ვიცი. ალბათ იქამდე, ვიდრე ფეხბურთის თამაში სიამოვნებას მომანიჭებს და ვიდრე შემეძლება გუნდს დავეხმარო. იქამდე, ვიდრე არ დამჭირდება საკუთარი თავის მოტყუება ვარჯიშებზე და თამაშზე. როცა გრძნობ, რომ ცუდად თამაშობ დ დავალებებს ვეღარ აუდიხარ, ბუცების ჩამოკიდების დრო სწორედ მაშინ მოვა.

- რითი ხსნით თქვენს ასეთ ხანგრძლივ კარიერას?

- ვფიქრობ, უმთავრესი როლი დისციპლინამ ითამაშა. აუცილებელია სწორი კვება, საკუთარი თავის მოვლა და კარგად დასვენება. მე ამას ასაკში მივხვდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!