იტმ-ის თასის გათამაშების სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში ვითარება სულ უფრო იძაბება. პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთბაშად რვა გუნდს აქვს და, შესაბამისად, ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს...

იტმ-ის თასის გათამაშების სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში ვითარება სულ უფრო იძაბება. პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთბაშად რვა გუნდს აქვს და, შესაბამისად, ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს.

მეექვსე ტური პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდების "მანუკაუსა" და "ქენთერბერის" გამარჯვებებით დაიწყო. ლეგენდარული ახალზელანდიელი შუამარბის ტანა უმაგას "მანუკაუმ" შინ "ტასმანი" დაამარცხა - 23:3. მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა თავიდანვე გატეხეს და ეს ანგარიში უკვე 52-ე წუთისთვის იყო დაფიქსირებული. დარჩენ 28 წუთში გუნდებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

ქრაისთჩერჩის "ქენთერბერიმ" საკუთარ მოედანზე "ბეი ოფ პლენტის" მოუგო - 28:9. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეტოქეს 33-ე წუთამდე 6:3-ს უგებდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ლელოს გატანა მოახერხეს, რაზეც "ბეი ოფ პლენტიმ" ერთი საჯარიმოთი უპასუხა. ტაიმი "ქენთერბერიმ" მინიმალური სხვაობით - 10:9 მოიგო.

შესვენების შემდეგ ქრაისთჩერჩელები გაცილებით ყურადღებით გაისარჯნენ, მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თავად კი ორ-ორი ლელო და საჯარიმო გაუტანეს და დამსახაურებულად გაიმარჯვეს - 28:9.

VI ტური

მანუკაუ-ტასმანი 23:3, ქენთერბერი-ბეი ოფ პლენტი 28:9, ნორთლენდი-საუთლენდი, მანავატუ-ველინგტონი, ნორთ ჰარბორი-ვაიკატო, ოტაგო-ჰოუქს ბეი, ოკლენდი-ტარანაკი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 22 ქულა, 2. საუთლენდი - 21, 3. ველინგტონი - 19, 4. მანუკაუ - 19, 5. ტარანაკი - 18, 6. ოკლენდი - 14, 7. ვაიკატო - 13, 8. ბეი ოფ პლენტი - 12, 9. ნორთლენდი - 11, 10. ტასმანი - 9, 11. ნორთ ჰარბორი - 9, 12. ჰოუქს ბეი - 7, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა