უამინდობამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის მატჩების დათქმულ დროს ჩატარება შეუძლებელი გახადა
როგორც ვივარაუდეთ, დიდთოვლობამ ამ სეზონში უკვე მეორედ აურ-დაურია კალენდარი და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის მატჩების დათქმულ დროს ჩატარება შეუძლებელი გახადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, 22 თებერვალს გაიმართება 14 და 15 თებერვალს დაგეგმილი შემდეგი მატჩები:

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

ტორპედო-გაგრა

დილა-მეტალურგი

ზესტაფონი-ბაია

დინამო-სიონი

მერანი-კოლხეთი

ცვლილებები შეეხო დუბლების ჩემპიონატსაც, სადაც მე-19 ტური ასევე გადაიდება და ჩატარდება 23 თებერვალს. მე-20 ტურის გამართვის თარიღი, ჯერჯერობით, არ შეცვლილა. 21-ე ტური კი 27 თებერვალს გაიმართება.

დღეისთვის საქართველოს ყველა სტადიონზე დიდი თოვლი დევს, ამას აუტანელი ყინვა ემატება და ყოველივე ეს 14-15 თებერვლისთვის მოედნების გაწმენდას შეუძლებელს ხდის. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე და შესაძლოა, "მერანს" საშინაო შეხვედრის გასამართად სხვა არენის ძებნა დასჭირდეს.

უახლოესი დღეებისთვის კი სინოპტიკოსები გამოდარებას ვარაუდობენ და იმედია, მე-20 ტურის გამართვას მაინც არ შეექმნება საფრთხე. თუ თოვლმა კალენდარში კიდევ არ შეიტანა არასასურველი კორექტივები, სეზონის მეორე ნახევარი მე-20 ტურის ამ მატჩებით გაიხსნება:

18 თებერვალი

გაგრა-ზესტაფონი

19 თებერვალი

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია

სპარტაკი-ტორპედო

ბაია-დილა

მეტალურგი-დინამო

სიონი-მერანი

ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ამის შემდეგ კიდევ ორი ტური იქნება დარჩენილი, რომელთა ჩატარების თარიღებად 26 თებერვალი და 4 მარტია განსაზღვრული.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უამინდობამ სხვა მატჩებიც გადადო? როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ გვითხრა, სავსებით შესაძლებელია, ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყების თარიღმა გადაიწიოს.

რეგლამენტით, მეორე ეტაპი 11 მარტს უნდა დაიწყოს, მაგრამ თუ გამოდარებას საშველი არ დაადგა და ტურები კიდევ გადაიდო, ამ დღეს ალბათ პირველი ეტაპის ბოლო ტური გაიმართება. უახლოეს სარეზერვო დღედ საშეჯიბრო კომიტეტს 22 თებერვალი ჰქონდა "შემონახული", მისი გამოყენება კი, როგორც ხედავთ, უკვე საჭირო გახდა.

კაკულია არც იმას გამორიცხავს, რომ უმაღლესი ლიგის რამდენიმე მატჩი სანაკრებო პაუზისას გაიმართოს. შეგახსენებთ, 29 თებერვალს საქართველოს ნაკრები ალბანეთს მასპინძლობს, 26 თებერვლიდან 4 მარტამდე კი უმაღლეს ლიგაში პაუზაა გამოცხადებული. თუ საქმე გართულდა, ამ შუალედში (არა მაინცდამაინც 29 თებერვალს), შესაძლოა, უმაღლესი ლიგის რამდენიმე შეხვედრა ჩატარდეს, ცხადია, მხოლოდ იმ კლუბების მონაწილეობით, რომლებსაც ნაკრებში წარგზავნილები არ ეყოლებათ. კიდევ ერთი სათადარიგო დღე კი 7 მარტია.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს თასის პირველი და განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები აპრილში გაიმართება. ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდი ("ზესტაფონი", "მეტალურგი", "გაგრა", "დილა") საკუთარ მეტოქეებს ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეიტყობს. წილისყრა განთესვის გარეშე ჩატარდება.

წილისყრა არ დასჭირდება ჩემპიონატის მეორე ეტაპის კალენდრის დამტკიცებას. უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდისგან შემდგარ გათამაშებაში კალენდარი სპეციალური გამზადებული ტაბულით დადგინდება, სადაც კლუბები დაკავებული ადგილების მიხედვით ჩაიწერებიან.

პირველი ტური კი ასეთი იქნება: პირველადგილოსანი უმასპინძლებს მერვეადგილოსანს, მეორეადგილოსანი - მეშვიდეადგილოსანს, მესამეადგილოსანი - მეექვსეადგილოსანს, მეოთხეადგილოსანი - მეხუთეადგილოსანს. ანალოგიური პრინციპით შედგება უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი რვაგუნდიანი გათამაშების კალენდარიც.

დასასრულს კი იმას აღვნიშნავთ, რომ დიდთოვლობას საქართველოს ჩეპიონატის კალენდარში ყოველ სეზონში შეაქვს სერიოზული კორექტივები, რასაც კლუბების მოსამზადებელ პერიოდში არასასიამოვნო ცვლილებები მოსდევს და გულშემატკივრებისთვისაც უარყოფითი ემოციები მოაქვს. ვერ დავიჟინებთ, რომ ჩემპიონატის ჩატარების ვადები აუცილებლად შესაცვლელია, მაგრამ ეს საკითხი მინიმუმ მსჯელობასა და განხილვას უდავოდ იმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა