"იუნაიტედი"-"ლივერპულის" მატჩს სხვა ინტრიგაც ახლდა - პატრის ევრასა და ლუის სუარესის შეხვედრა
ამაზე ტურის ანონსშიც ვწერდით. "იუნაიტედი"-"ლივერპულის" მატჩს "ოცნებათა თეატრის" მინდორზე მთელი ქვეყანა ელოდა და ამის მიზეზი მარტო ის არ იყო, რომ ერთმანეთს გრანდები უნდა დაჭიდებოდნენ. მატჩს სხვა ინტრიგაც ახლდა: ინებებდნენ თუ არა მისალმებას პატრის ევრა და ლუის სუარესი.

საქმე კინაღამ მეორე კონფლიქტამდე მივიდა, როცა ურუგვაელმა მსაჯების შემდეგ ხელი პირდაპირ დავიდ დე ხეას გაუწოდა და არა ფრანგს.(იხილეთ ვიდეო)

ამ ფაქტმა ევრა წყობილებიდან გამოიყვანა, მეტოქეს ხელი დაუჭირა და... ვერ გეტყვით, მოხდებოდა თუ არა რამე უარესი, მაგრამ სიტუაციაში პეპე რეინა ჩაერია და სიტუაცია განიმუხტა. ნანახით გაბრაზებულმა რიო ფერდინანდმა სუარესს დემონსტრაციულად აღარ გაუწოდა ხელი.

ცუდი შესავლის შემდეგ მატჩი ცუდი სანახაობითვე გაგრძელდა: ევრას ბურთის მოგერიებაზე მეტად ალბათ სუარესის დამტვრევა სურდა, მაგრამ ურუგვაელს ასცდა და ფერდინანდს ისეთი სისწრაფით დაეჯახა, რომ ეს უკანასკნელი კისრით დაეცა და კინაღამ დაშავდა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი გლენ ჯონსონს ჰქონდა. ის ფლანგიდან საჯარიმოს მიუახლოვდა, შორეულ, დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

რაიან გიგზის პასის შემდეგ კი ახლოდან გატანა პოლ სქოულზს მართებდა, მაგრამ ვეტერანმა პირდაპირ მეკარეს გაარტყა. ერთი შეხედვით საკამათო მომენტი იყო ტაიმის მიწურულს. დირკ კუიტის პასის შემდეგ სუარესმა ევრას პატარა ბავშვივით აუარა გვერდი, მაგრამ დაზღვევაზე იდეალურად ითამაშა ფერდინანდმა, ვინც მეტოქეს ბურთი ფეხიდან ააცალა. რომ არა მინიმალური კონტაქტი ბურთთან, რიო პირდაპირ წითელ ბარათს მიიღებდა - სუარესი ხომ დე ხეასთან პირისპირ რჩებოდა.

მეორე ნახევარი დაიწყო და მატჩის ბედი ზუსტად 4 წუთში გადაწყდა. "ლივერპულის" დაცვა ორჯერ ჩავარდა, უეინ რუნიმ კი ორივე შემთხვევა იდეალურად გამოიყენა. კუთხურის გათამაშებისას ის წამით გათავისუფლდა და ისე გაიტანა. შემდეგ კი ანტონიო ვალენსიამ წაართვა ბურთი ჯეი სპირინგს და თანაგუნდელს იდეალურ პოზიციაზე დაუგორა.

"იუნაიტედმა" მეტოქის ბოლომდე განადგურება მოიწადინა, მაგრამ გუნდს სუზუსტე არ ეყო. მე-80 წუთზე ისევ სუარესმა გამოაჩინა ბრჭყალები, როცა ფერდინანდის შეცდომით ისარგებდა და დე ხეას ახლოდან გაუტანა. საფინალო სასტვენამდე ანგარიშის გათანაბრება ჯონსონსაც შეეძლო, მაგრამ დე ხეამ დიდებული დარტყმა აუღო.

მშვენიერ ფორმაში მყოფი "სანდერლენდი" "არსენალს" დაუხვდა. პირველ ტაიმში ბურთის ფლობა გუნდებს თანაბარი ჰქონდათ, მაგრამ სტუმრები ამას უფრო ეფექტურად იყენებდნენ და უფრო ხშირად ურტყამდნენ კარში. მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. ტემპმა მოიმატა. მასპინძლებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს. შჩესნის 61-ე და 63-ე წუთებზე მოუხდა ოსტატობის დემონსტრირება.

71-ე წუთზე პერ მერტეზაკერმა პასის მომენტში იტკინა ფეხი (რის გამოც შესაცვლელი შეიქნა) და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. ჯეიმს მაკლინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, შეიჭრა საჯარიმოში და შჩესნის შორეულ კუთხეში გაუტანა.

75-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა აარონ რემსიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. შეხვედრას წერტილი იმ ფეხბურთელებმა დაუსვეს, ვინც რემსივით მატჩი სათადარიგოთა შორის დაიწყეს. ანდრეი არშავინმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო.

მან დროულად შენიშნა ტიერი ანრის მოძრაობა, ცოტა ცენტრისკენ შეიწია და ფრანგ ვარსკვლავს ბურთი ფეხზე დაასვა, ვინც გოლი აკრობატულ ნახტომში შეაგდო. "მეთოფეთა" ლეგენდამ "არსენალი" ამ გოლით ცხრილში მე-4 ადგილზე გადაასკუპა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ეს ადგილი "ჩელსის" ეკავა.

რა ხდება გუნდის თავს, წესით, ანდრე ვილაშ ბოაშმა უნდა იცოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ 34 წლის მწვრთნელს "ჩელსის" პრობლემებთან გამკლავება სულ უფრო უჭირს. ლაპარაკი იმაზე, რომ რომან აბრამოვიჩის ყოველდღიური ვიზიტები "კობემის" ბაზაზე გუნდის გასამხნევებლად მიმართული ნაბიჯებია, წყლის ნაყვას ემსგავსება.

აშკარაა, მილიარდერის სტუმრობების შემდეგ უფრო მეტად იძაბებიან ფეხბურთელებიც და თავად მწვრთნელიც. ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა კი "ჩელსის" თავკაცს შეიძლება დროებით, მაგრამ უმუშევრობად დაუჯდეს. საქმე მხოლოდ კლუბის მესაკუთრის ამბიციებში არ არის. ბოლო დროს "ჩელსი" ძალიან დაძაბუნდა, რასთან შეგუებასაც, რასაკვირველია, არავინ აპირებს.

მოდი, გულწრფელად ვთქვათ, "ევერტონმა" მეტოქეს დამსახურებულად მოუგო. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როცა სტივენ პიენაარის წინააღმდეგ სტუმართა დაცვამ ძალიან ცუდად ითამაშა. სამხრეთაფრიკელმა ივანოვიჩსა და ბოსინგვას პოზიცია მოუგო, ბურთი მკერდით შეიგდო და ჩეხს შანსი არ დაუტოვა. დაცვა მეორე გოლის დროსაც მწარედ შეცდა. ჯერ ივანოვიჩი მოტყუვდა, მერე ბოსინგვამაც ვერ მოახერხა ზუსტი პოზიციის დაკავება, ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ჩეხმაც ვერ მოახერხა თანაგუნდელების დაზღვევა.

ვილაშ ბოაშმა მოედანზე სასწრაფოდ შეუშვა ახალი ფეხბურთელები, თუმცა ვერც რაიან ბერტრანმა და ვერც რომელუ ლუკაკუმ გუნდს ვერაფერი უშველეს. მატჩის შემდეგ "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა გულწრფელად აღიარა, რომ მისმა გუნდმა სეზონის ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. მოულბობს თუ არა გულს აბრამოვიჩს მისი გულწრფელი აღიარება? თუკი ასე დიდხანს გაგრძელდა, ვვარაუდობთ, რომ ვილაშ ბოაში სეზონის მიწურულამდეც ვერ მიუწევს "არისტოკრატთა" თავკაცის რანგში.

რომ არა "იუნაიტედი"-"ლივერპული", ამ მატჩს ნამდვილად ექნებოდა პრეტენზია ტურის ცენტრალურ თამაშზე. ერთმანეთს ხომ იმ მომეტისთვის პრემიერლიგის მე-3 და მე-5 გუნდები ხვდებოდნენ. "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" ნამდვილად ფავორიტი იყო, მაგრამ მეტოქის ასეთ დამცირებას ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

გოლების ცალ-ცალკე აღწერით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას აღვნიშნავთ, რაც აუცილებელია. ამაზე დიდი ანგარიშით "დეზებს" "კაჭკაჭები" შორეულ 1950 წელს ჰყავდათ დამარცხებული (7:0). ამ გუნდების კიდევ ერთი მატჩი გვახსენდება. 1996-ში "სენტ ჯეიმს პარკზე" მასპინძელმა 7:1 იმარჯვა, უცნაური კი ის იყო, რომ მეორე დღეს ტრიუმფატორი კევინ კიგანი თანამდებობიდან გადადგა.

შაბათის მატჩიდან კი იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ლუის საამ დუბლი შეასრულა, არადა, "დეზებში" მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა.

დაბოლოს, ემანუელ ადებაიორის გმირობაზეც უნდა ვთქვათ, ტოგოელმა გოლის გარდა 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული 2:1 [+VIDEO]

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა, რაფაელი - კერიკი, სქოულზი, გიგზი, ვალენსია - რუნი, უელბეკი

ლივერპული (4-4-1-1): რეინა - აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე, გ. ჯონსონი - ჯერარდი, ჰენდერსონი, სპირინგი (61. კეროლი), დაუნინგი (61. ბელამი), კუიტი (75. ადამი) - სუარესი

გოლები: 1:0 რუნი (47), 2:0 რუნი (50), 2:1 სუარესი (80)

გაფრთხილება: კერიკი - დაუნინგი

კუთხური: 4-3, ჯარიმა: 10-11, თამაშგარე: 0:3 კარში დარტყმა: 11-10(6-3), ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 74 844

ბლექბერნი-ქუინზ პარკი 3:2

ბლექბერნი (4-2-3-1): რობინსონი - ჰენლი, დანი, მ. ოლსონი, ორი - ნზონზი, ლოუი - პედერსენი, ფორმიკა (66. მოდესტი), ჰოილეტი (50. ჰენლი), - აიგბენი (90. გუდვილი)

ქუინზ პარკი (4-4-1-1): კენი - ა. ფერდინანდი, ჰოლი (90. გებიდონი), ტაივო, ონუოჰა - ტრაორე, ბარტონი, ბუჟაკი (66. მაკი), რაიტ-ფილიპსი - ტაარაბტი - ზამორა

გოლები: 1:0 აიგბენი (15), 2:0 ნზონზი (23), 3:0 ონუოჰა (45) ს.კ-ში, 3:1 მაკი (71), 3:2 მაკი (90)

გაფრთხილება: ლოუი - მაკი

კუთხური: 5-6, ჯარიმა: 11-10, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 8-29(2-7), ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 20 252

ბოლტონი-უიგანი 1:2

ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - უიტერი, ნაიტი, რიკეტსი, სტეინსონი - მ. დევისი, რეო-კოკერი, მ. პეტროვი (46. მიაიჩი), იგლზი (58. თუნჯაი შანლი) - ნგოგი, კ. დევისი (63. კლასნიჩი)

უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური - გომესი (74. როდალიეგა), დი სანტო (90. დ. ჯონსი), მოზესი

გოლები: 0:1 გ. კოლდუელი (43), 1:1 მ. დევისი (67), 1:2 მაკარტური (76)

გაფრთხილება: რეო-კოკერი, კ. დევისი, სტეინსონი - დი სანტო, მაკარტი

კუთხური: 7-7, ჯარიმა: 20-12, თამაშგარე: 1:6 კარში დარტყმა: 13-13(4-6), ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 23 450

ევერტონი-ჩელსი 2:0

ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი, ფ. ნევილი - ფელაინი, გიბსონი (89. ჰიბერტი), პიენაარი (75. დრენტე), ტ. კეჰილი - დონოვანი - სტრაკუალურსი (90. დაფი)

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ლუისი, ივანოვიჩი, ე. კოული (77. ბერტრანი), ბოსინგვა - მეირელეში, ლემპარდი, ესიენი (69. მალუდა) - მატა (78. ლუკაკუ), ტორესი, სტარიჯი

გოლები: 1:0 პიენაარი (5), 2:0 სტრაკუალურსი (71)

გაფრთხილება: - მეირელეში, ბოსინგვა, ტორესი

კუთხური: 2-4, ჯარიმა: 16-13, თამაშგარე: 6:1 კარში დარტყმა: 9-14(4-4), ბურთის ფლობა: 33%-67%

მაყურებელი: 33 924

ფულჰემი-სტოკ სიტი 2:1

ფულჰემი (4-1-4-1): შვარცერი - ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე, კელი - დ. მერფი (80. ეტუჰუ) - დაფი, ბ. რუისი (89. ბეირდი), დემპსი, დემბელე - პოგრებნიაკი (62. ს. დევისი)

სტოკ სიტი (4-4-2): სორენსენი - აპსონი, შოუკროსი, უილკინსონი (68. შოტონი), უილსონი - პალასიოსი, უილანი, ეზერინგტონი (67. პენანტი), უილტერსი - კრაუჩი, ჯონსი (66. ფულერი)

გოლები: 1:0 პოგრებნიაკი (16), 2:0 სორენსენი (28) ს.კ-ში, 2:1 შოუკროსი (78)

გაფრთხილება: ჰანგელანდი - უილსონი, პალასიოსი

კუთხური: 4-4, ჯარიმა: 13-9, თამაშგარე: 2:3 კარში დარტყმა: 10-13(3-2), ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 23 555

სანდერლენდი-არსენალი 1:2

სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ბერდსლი, ტერნერი, ოში, რიჩარდსონი - ს. ლარსონი, გარდნერი, კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი, ფ. კემპბელი (87. დონ ვონი)

არსენალი (4-5-1): შჩესნი - სანია, მერტაზაკერი (72. რემსი), კოშელნი, ვერმალენი - სონგი, როსიცკი, არტეტა, უოლკოტი (87. არშავინი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66. ანრი) - ვან პერსი

გოლები: 1:0 მაკლინი (70), 1:1 რემსი (75), 1:2 ანრი (90)

გაფრთხილება: რიჩარდსონი, კემპბელი - როსიცკი

კუთხური: 7-3, ჯარიმა: 9-8, თამაშგარე: 2:1 კარში დარტყმა: 10-14(3-4), ბურთის ფლობა: 30%-70%

მაყურებელი: 40 312

სუონსი-ნორვიჩი 2:3

სუონსი (4-4-2): ვორმი - ე. უილიამსი, ნ. ტეილორი, კოლკერი, რანხელი - ბრიტონი, სინკლერი (73. რუტლეჯი), დაიერი (73. ლიტა), მაკიხრანი (64. გოვერი) - სიგურდსონი, გრემი

ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, დრური (57. ბარნეტი), უორდი, ნაუტონი - სარმანი, პიკლინგტონი, ფოქსი, ბენეტი (77. ჰულაჰანი) - ჰოლტი, ჯექსონი (83. მორისონი)

გოლები: 1:0 გრემი (23), 1:1 ჰოლტი (47), 1:2 პიკლინგტონი (51), 1:3 ჰოლტი (63), 2:3 გრემი (87) პენ.

გაფრთხილება: - დრური, ჰოლტი

კუთხური: 6-8, ჯარიმა: 6-12, თამაშგარე: 1:0 კარში დარტყმა: 17-16(4-9), ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 19 927

ტოტენჰემი-ნიუკასლი 5:0

ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კინგი (75. ნელსენი), დოუსონი, ასუ-ეკოტო, უოლკერი - ბეილი (67. ლენონი), მოდრიჩი, პარკერი, კრანჩარი - საა (68. დეფო), ადებაიორი

ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - პერჩი, გატრი (86. ლოვენკრანდსი), ხონასი, ობერტანი (46. ფერგიუსინი) - ბა, სისე (68. გოსლინგი)

გოლები: 1:0 ასუ-ეკოტო (4), 2:0 საა (6), 3:0 საა (20), 4:0 კრანჩარი (34), 5:0 ადებაიორი (64)

გაფრთხილება: პარკერი, უოლკერი - გოსლინგი

კუთხური: 4-3, ჯარიმა: 7-9, თამაშგარე: 5:0 კარში დარტყმა: 18-7(7-3), ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 36 176

ვულვერჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 1:5

ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ბასონგი (61. ბერა), რ. ჯონსონი, ფოლი, უორდი - ო"ჰარა, ედვარდსი (69. მილიაში), ჯერვისი, დოილი - ფლეტჩერი, ებანს-ბლეიკი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ოლსონი, მაკაული, რიჯუელი, რიდი - შარნერი (46. ენდრიუსი), მულუმბუ, ტომასი (76. კოკსი), მორისონი - ფორჩუნი, ოდემვინგე (89. დორანსი)

გოლები: 0:1 ოდემვინგე (34), 1:1 ფლეტჩერი (45), 1:2 ოლსონი (64), 1:3 ოდემვინგე (77), 1:4 ენდრიუსი (85), 1:5 ოდემვინგე (88)

გაფრთხილება: ო"ჰარა -

კუთხური: 12-8, ჯარიმა: 6-12, თამაშგარე: 4:2 კარში დარტყმა: 13-29(5-14), ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 29 303

ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი 0:1

ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - კოლინზი, დანი (90. ბეიკერი), ჰატონი, კუელიარი - გ. გარდნერი, ს. პეტროვი, ოლბრაიტონი (78. აირლენდი), ჰესკი (69. ნ"ზოგბია) - კინი, ბენტი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი, საბალეტა - ბერი, დე იონგი, მილნერი, ა. ჯონსონი (85. ნასრი), დ. სილვა (90. რიჩარდსი) - აგუერო (89. ჯეკო)

გოლი: 0:1 ლესკოტი (63)

გაფრთხილება: დანი, ს. პეტროვი, ნ"ზოგბია -

კუთხური: 5-8, ჯარიმა: 15-6, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 9-18(3-7), ბურთის ფლობა: 36%-64%

მაყურებელი: 35 132

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 25 19 3 3 64-19 60

2. იუნაიტედი 25 18 4 3 61-25 58

3. ტოტენჰემი 25 16 5 4 49-25 53

4. არსენალი 25 13 4 8 48-35 43

5. ჩელსი 25 12 7 6 44-31 43

6. ნიუკასლი 25 12 6 7 36-36 42

7. ლივერპული 25 10 9 6 29-23 39

8. ნორვიჩი 25 9 8 8 37-41 35

9. სანდერლენდი 25 9 6 10 34-26 33

10. ევერტონი 25 9 6 10 26-27 33

11. სუონსი 25 7 9 9 28-32 30

12. ფულჰემი 25 7 9 9 31-36 30

13. სტოკ სიტი 25 8 6 11 24-38 30

14. ვესტ ბრომვიჩი 25 8 5 12 29-35 29

15. ასტონ ვილა 25 6 10 9 29-34 28

16. ქუინზ პარკი 25 5 6 14 27-44 21

17. ვულვზი 25 5 6 14 28-49 21

18. ბლექბერნი 25 5 6 14 37-56 21

19. ბოლტონი 25 6 2 17 29-51 20

20. უიგანი 25 4 7 14 23-50 19

ბომბარდირები

22 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური

25 თებერვალი: ლივერპული-ევერტონი, ჩელსი-ბოლტონი, ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი, ქუინზ პარკი-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, უიგანი-ასტონ ვილა, მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი

26 თებერვალი: არსენალი-ტოტენჰემი, ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი, სტოკ სიტი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა