ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თორნიკე შენგელია. პორტრეტი

თორნიკე შენგელია. პორტრეტი

"მორიდება და ასაკობრივი სხვაობა მოედნის გარეთ ვიცი, თუ მწვრთნელი გენდობა და მოედანზე გაჰყავხარ, ე.ი. არავისზე ნაკლები არ ხარ"
მოგეხსენებათ, ფიბა-ევროპის გამოკითხვის შედეგად თორნიკე შენგელია 2011 წელს ევროპის მე-6 ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა.

დაგპირდით, რომ მას უახლოეს ნომერში უკეთ გაგაცნობდით. დაპირებას დღეს შევასრულებთ.

ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე საძიებო გრაფაში ქართული გვარი შენგელია რომ ჩაწეროთ, სამ კალათბურთელს შევხვდებით: თორნიკეს, ლევანსა და კახას.

ლევანი ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

თორნიკე და კახა შენგელიებს ეროვნული გუნდის მაისური აქვთ მორგებული . კახას დებიუტი 1995 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა, სლოვაკეთის ნაკრებთან 27 წუთი ითამაშა.

1995-ში სლოვაკურ მატჩამდე ზუსტად სამი დღით ადრე კახას შვილის დაბადების დღე ჰქონდა - პატარა თორნიკე 4 წლის გახდა.

6 წლის შემდეგ კახა შენგელიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩი ითამაშა, აზერბაიჯანის ნაკრებთან 101:61 მოგებულ შეხვედრაში 8 წუთში 4 ქულა, 9 მოხსნა, 3 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.

მაშინ მისი ვაჟი თორნიკე უკვე 10 წლის იყო.

- მამაჩემის თამაშს რომ ვუყურებდი, მეც კალათბურთელობა მინდოდა. თავადაც სურდა მის კვალს გავყოლოდი. სხვათა შორის, დედაჩემიც კალათბურთელი იყო, თუმცა სპორტს მას შემდეგ შეეშვა, რაც მამაჩემი გაიცნო, - მოგვითხრობს თორნიკე, რომელსაც მამის ბოლო სანაკრებო მატჩი არ უნახავს, რადგან შეხვედრას აზერბაიჯანმა უმასპინძლა.

თამაში 2001 წელს გაიმართა და მას მერე ეროვნულმა გუნდმა პირველად 2008 წელს გადალახა 100-ქულიანი ბარიერი (სლოვაკეთთან 101:78). შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კახა შენგელიას ვაჟმა თორნიკემ. ეს გახლდათ თოკოს მეორე ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრებში, დებიუტი კი 6 სექტემბერს, ლუქსემბურგში ჰქონდა. მას მერე თორნიკე შენგელია ყოველწლიურად აუჯობესებს თამაშის ხარისხს.

ეროვნულ გუნდშიც მყარად მოიკიდა ფეხი, რასაც ზაზა ფაჩულიას სიტყვებიც მოწმობს:

- საერთოდ, ძნელია წლიდან წლამდე იმდენად გაუმჯობესება, რომ ეს თვალნათლივ ჩანდეს. თუმცა თორნიკე შენგელია სანაკრებო შეკრებებზე ყოველ წელს გაზრდილი ჩამოდის. პროფესიულ ზრდას ვგულისხმობ. კარგად ვიცი, რომ ეს თავისთავად არ მოდის - თორნიკე დიდ დროს ატარებს დარბაზში, მონდომებულია და იცის, რა უნდა გააკეთოს.

მის მონაცემებსაც თუ გავითვალისწინებთ, ახლო მომავალში შეიძლება მეტად სერიოზულ ევროპულ გუნდში ვიხილოთ, შემდეგ - NBA-ში.

აქვე არასაკალათბურთო ასპექტებს შევეხები: როცა გუნდში ახალბედა კალათბურთელი მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პიროვნული თვისებები. თუ ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია, როგორც მოთამაშეს ათმაგად აფასებ. სწორედ ასეთია შენგელია და იმდენად კარგად ჩაეწერა საქართველოს ნაკრებში, თითქოს დიდი ხანია ჩვენს გვერდით თამაშობს.

შენგელია საქართველოს ნაკრებში, ევრობასკეტი 2011-ზე: 8 მატჩი, 20.5 წუთი, 8.8 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.1 პასი.

U-ები

თორნიკე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა - 2007 წელს 16-წლამდელებიდან დაიწყო და 2011-ში 20-წლამდელებით დაამთავრა.

ევროპის კადეტთა 2007 წლის ჩემპიონატი საბერძნეთში გაიმართა, სადაც იტალიასა და ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველომ სლოვენიას მოუგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევრო-2008-ის საგზურიც დაიბევა. თორნიკე გუნდის ლიდერი იყო: საშუალოდ 29.4 წუთში 12.9 ქულა, 6.4 მოხსნა და 1.6 პასი.

შენგელია 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ერთხელაც ვერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. არც 20-წლამდელთა ნაკრების მაისურით უთამაშია თანატოლთა ევროფორუმზე, თუმცა 2011 წელს ქართველ ახალგაზრდებთან ერთად B დივიზიონი მოიგო.

ევრობასკეტის ოფიციალურ მედია-სახელმძღვანელოში საინტერესო რეცენზიას ვკითხულობთ:

"2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე თორნიკე შენგელია შეუჩერებელი იყო. მისი დახმარებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ახალგაზრდული პირველობის საგზური მოიპოვა.

შენგელია შეტევაში შემოქმედი მოთამაშეა, არაერთი იარაღი აქვს, თუმცა მას სხვებისგან მაინც სისწრაფე და ათლეტურობა გამოარჩევს.

კარგად მუშაობს ფარქვეშ. თორნიკეს კიდევ სჭირდება შორი მანძილიდან ტყორცნების სიზუსტის გაუმჯობესება, თუმცა აშკარაა, რომ ამ და სხვა არაერთ კომპონენტზე აქტიურად მუშაობს."

U-20. B დივიზიონი 2011: 29.9 ქულა, 12.0 მოხსნა, 2.6 პასი.

რეალიდან რეალამდე

აი, რა გვითხრა კახა შენგელიამ:

- ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. კარგად ესმის, რომ დიდ კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად მონდომება და დაუზარლობაა საჭირო. რაც შეეხება მინუსებს, აღვნიშნავ, რომ საკუთარ თავზე ბევრი აქვს სამუშაო. მთავარი მინუსი კი გამოუცდელობაა...

გამოცდილება კი დროსა და თამაშს მოაქვს. ესპანური "ვალენსია", ბელგიური "პეპინსტერი" და "შარლერუა" - ამ უცხოურ კლუბებში აგროვებდა გამოცდილებას ახალგაზრდა თორნიკე.

2007 წლის შემოდგომით 16 წლის შენგელია ესპანურ ვალენსიაში ჩაირიცხა, წელიწადნახევარში ჭაბუკებში ნაყოფიერი შრომის წყალობით თორნიკემ მთავარი გუნდის მწვრთნელის, ნევენ სპაჰიას ყურადღება დაიმსახურა და 2009 წლის იანვარში ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა.

იმავე სეზონში 17 წლის თორნიკემ მადრიდის "რეალთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

- "ვალენსიას" დიდ გუნდში თამაში იშვიათად მიწევდა, ძირითადად EBA-ს ლიგაში უნდა დავტვირთულიყავი. ამიტომ ბელგიაში წასვლა ვარჩიე, სადაც საშუალო დონის "პეპინსტერში" ვთამაშობდი. ბელგიაში ახალი სტატუსით წავედი, არა როგორც ახალგაზრდა, არამედ, როგორც გუნდის რიგითი წევრი, რომლისგანაც ბევრს ელიან. რაც მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

"პეპინსტერში" იგი "შარლერუადან" იყო იყო განათხოვრებული. მომდევნო, 2011-12 წლების სეზონში შარლერუელთა მწვრთნელმა ქართველი ახალგაზრდა გუნდში დააბრუნა და არც მეტი, არც ნაკლები, სასტარტო ხუთეულში მიუჩინა ადგილი. თანაც რა დონის მატჩებში - ევროლიგაზე. 20 წლის ქართველმა ყველაზე "თავხედურად" მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშა - სერჟ იბაკათი გაძლიერებული მადრიდელების ფარქვეშ თამამად და რაც მთავარია, თავისუფლად შედიოდა. საბოლოოდ 20 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

- მორიდება და ასაკობრივი სხვაობა მოედნის გარეთ ვიცი. თუ მწვრთნელი გენდობა და მოედანზე გაჰყავხარ, ე.ი. არავისზე ნაკლები არ ხარ.

მოწინააღმდეგე არასოდეს იფიქრებს - ეს ჩემზე უმცროსია და უნდა დავუთმოო. ამიტომ, ვცდილობ, რაც შეიძლება თამამად ვითამაშო და გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.

სადღეისოდ შენგელია ტრავმირებულია, დეკემბერში ტერფის ძვალი გაებზარა და ექიმებმა სამთვიანი დასვენება გამოუწერეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე

კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს