იაპონიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიური რაგბის ლეგენდა "ბარბაროსებს" უთავკაცებს
იაპონიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიური რაგბის ლეგენდა ჯონ ქირვანი "ბარბაროსებს" უთავკაცებს, რომელიც 2012 წლის ზაფხულის ტურნეში სამ შეხვედრას გამართავს ინგლისის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებებთან.

"ოლ ბლექსის" ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბი ირლანდიურ "ალსტერში" აპირებდა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას, თუმცა "ბარბაროსების" შეტავაზება უფრო მაცდური გამოდგა.

"ბავშვობაში ღამის პირველ საათზე სპეციალურად გავიღვიძე, რათა "ოლ ბლექსისა" და "ბარბაროსების" დაპირიპირება მენახა. არასდროს დამავიწყდება, მაშინ, 1973 წელს ამ გუნდების მატჩში გარეთ ედვარდსის გატანილი ულამაზესი ლელო. ამ მატჩმა სული შთაბერა ჩემს ოცნებას, საუკეთესო მორაგბე გავმხდარიყავი და "ბარბაროსების" კვართის მორგება დამემსახურებინა.

როგორც მოთამაშემ ეს ოცნება ავისრულე. ახლა ამ ლეგენდარულ კლუბში მწვრთნელად მიმიწვიეს. ამას არასდროს დავივიწყებ." - თქვა ჯონ ქირვანმა.

აღსანიშნავია, რომ თავის ბოლო სარაგბო მატჩს უელსელი შეინ ვილიამსი სწორედ "ბარბაროსების" შემადგენლობაში გამართავს, 2 ივნისს უელის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში. ამავე თამაშში იასპარეზებს კიდევ ერთი უელსელი სტივენ ჯოუნზი. "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს კი ლუის მუდი და იან ბოლშო დაუპირისპირდებიან. ახალი ზელანდიიდან კი ჯო როკოთოკო და სედრიკ ჰეიმანსი არიან მიწვეულნი.

"ბარბაროსებმა" შარშან ინგლისის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების დამარცხება შეძლო. კარგად გვესმის, რომ თითოეული ეს გუნდი რევანშის აღებას ეცდება. ამის გათვალსიწინებით, უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები საკმაოდ ძლიერ მორაგბეებთან, რათა მეტოქეებს ღირსეული გუნდით დავუპირისპირდეთ" - თქვა "ბარბაროსების" გენერალურმა მდივანმა ალან ევანსიმ.

27 მაისი

ინგლისი-ბარბაროსები

29 მაისი

ირლანდია-ბარბაროსები

2 ივნისი

უელსი-ბარბაროსები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა