ჟურნალისტების მტკიცებით, მთავარი მწვრთნელის საჯაროდ კრიტიკისთვის არგენტინელს ახალი სანქციები ელის
"მანჩესტერ სიტისა" და კარლოს ტევესს შორის გაუგებრობებს ბოლო არ უჩანს. ის იყო, ფეხბურთელის აგენტებსა და "ქალაქელთა" დირექტორებს შორის მოლაპარაკება დასრულდა, რომ ფეხბურთელმა "ფოქს სპორტსთან" ინტერვიუში რობერტო მანჩინის მისადმი უპატივცემულობაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ იტალიელმა როგორც ძაღლს ისე მომმართა და "ბაიერნთან" მატჩისას გახურებაზე უარი ამიტომაც ვუთხარიო.

ჟურნალისტების მტკიცებით, მთავარი მწვრთნელის საჯაროდ კრიტიკისთვის არგენტინელს ახალი სანქციები ელის. გარდა ამისა, ის გუნდის მთელ შემადგენლობას მოუხდის ბოდიშს ჩადენილი საქციელისთვის.

მანჩეტერში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა სამშაბათ საღამოს სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა, მათ შორის შემოწმდა მისი წონა (უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მომატებული აქვს), წელის გარშემოწერილობა და ფილტვების მდგომარეობა. შედეგად ფეხბურთელს დაენიშნა სპეციალური დიეტა და ვარჯიშის ინდივიდუალური გრაფიკი, რომელსაც ის ფიზიკური მომზადების სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

"სიტისა" და სერბეთის ნაკრების მარცხენა მცველმა ალექსანდარ კოლაროვმა სერბულ ტელე-რადიოკომპანია "B92-ს" ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელი შემადგენლობა საბრძოლველად არის განწყობილი და ყველას ესმის, რომ "იუნაიტედთან" ჭიდილი იოლი არ იქნება.

"პირველი ადგილისთვის ბრძოლა ისეთ გამოცდილ გუნდთან მოგვიწევს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". დარწმუნებული ვარ, რომ ის ბოლო ტურამდე გაიწელება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო შეხვედრა უფრო გართულდება. ამჟამად ჩვენი უპირატესობა სულ ორი ქულაა. მნიშვნელოვანია, რომ მათთან პირადი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გყვყავს, თუმცა ამის დამტკიცება მინდორზე მოგვიწევს," - განაცხადა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე