ურუგვაელის შესახებ კომენტარი მისმა ყოფილმა მწვრთნელმა გააკეთა
"ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს მძიმე პერიოდი უდგას ცხოვრებაში. ჯერ იყო და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პატრის ევრას რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა; მერე მოედანს დაუბრუნდა, ფრანგს ხელი არ ჩამოართვა და მას მერე მთელი კუნძული ამაზე ლაპარაკობს.

"სქაი სპორტსმა" კომენტარი სუარესის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს სთხოვა. აი, რა თქვა ჰოლანდიელმა: "ლუისი გამარჯვებულის მენტალიტეტის მფლობელია. მოედანს მიღმა ის ფანტასტიკური ადამიანია.

აი, მოედანზე კი გამარჯვებისთვის ყველანაირ სიგიჟეზე წამსვლელია. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა შაბათის შეხვედრაში (10 თებერვალი. მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული) და ამიტომაც არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ევრასთვის მისალმებაზე უარის თქმა ნამდვილად არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება. მის ყოველ ნაბიჯს ხომ ამიერიდან გაათმაგებულ ყურადღებას მიაქცევენ".

"ოლდ ტრეფორდის" მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისურმა პრესამ იმაზე დაიწყო წერა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპული" უბრალოდ იძულებული გახდებოდა ურუგვაელი თავიდან მოეშორებინა.

კლუბმა მსგავსი პერსპექტივა კატეგორიულად გამორიცხა. თუმცა "ეკიპის" ინფორმაციით, სუარესის გაყიდვა გამორიცხული მაინც არ არის, რადგან მისით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა. "ლურჯ-წითლები" კი სასურველი ფეხბურთელისთვის ფულს რომ არ დაინანებენ, ყველამ იცის. "ლივერპულთან" სუარესის ხელშეკრულებას ვადა 2016 წელს გასდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა