ამჯერად იმ სახელოვან მორაგბეებზე მოგითხრობთ, ვინც თავისი კარიერის გაგრძელება სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნებში გადაწყვიტა
სებასტიან შაბალი თავისი ექსტრავაგანტური გარეგნობით ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. წლების წინ, ის როგორც მოთამაშეც ძალიან ღირებული იყო, თუმცა "ლე ბლოში" ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც შაბალი ეროვნული გუნდის მიღმა დატოვა.

შაბალს პრობლემები კლუბშიც, "მეტრო რასინგშიც" შეექმნა და გადაწყვიტა თავი სამხრეთ ნახევარსფეროს შეაფაროს. ის ავსტრალიაში გადაბარგებას აპირებს. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპელი მორაგბე სამხრეთულ რაგბიში გადაბარგებით შველის თავს. არადა, როგორც წესი, სამხრეთელები უფრო მეტად ილტვიან ჩრდილოეთისკენ უკეთესი მერმისის საძებნელად.

ამჯერად იმ სახელოვან მორაგბეებზე მოგითხრობთ, ვინც თავისი კარიერის გაგრძელება სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნებში გადაწყვიტა.

კრისტიან კალიფანო (ბლუზი, ახ. ზელანდია)

ის პირველი ფრანგი შერკინების ბურჯია, რომელმაც ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე ოქლენდის "ბლუზი" გააძლიერა. კალიფანოს დებიუტი ამ კლუბში "ჰარიკენზთან" მატჩში შედგა. ახალი ზელანდიიდან ის ისევ ევროპაში, ინგლისურ "სარასენზში" დაბრუნდა და კარიერა 2008 წელს "გლოსტერში" დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ კალიფანომდე სამხრეთ ნახევარსფეროში ორი ფრანგი - ტიერი ლაკრუა და ოლივიე რუმა თამაშობდნენ. ისინი დურბანის "ნატალ შარქსის" ღირსებას იცავდენ, თუმცა ზე რაგბის გათმაშებაში ასპარეზობამ არ მოუწიათ. 1995 წელს "ნატალ შარქსმა" საკვალიფიკაციო ტურნირი ვერ დასძლია. რუმასთვის ეს ბოლო სეზონი იყო, ლაკრუამ კი თამაშს თავი 1996 წელს დაანება.

დენი სიპრიანი (მელბურნ რებლზი, ავსტრალია)

ინგლისელი მგეზავი ავსტრალიაში ზე რაგბის ახალ გუნდში, "მელბურნ რებლზში" 2011 წელს ჩაირიცხა. სიპრიანიმ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ მგეზავად მოიაზრებოდა, ეროვნულ გუნდში სულ შვიდი კეპი მოიხვეჭა. მან სამხრეთ ნახევასფეროში გადაბარგება გადაწყვიტა, რათა რაგბის თამაშის ცოდნა გაეღრმავებინა, უფრო მეტი ესწავლა.

სიპრიანიმ "მელბურნ რებლზის" შემადგენლობაში 12 მატჩში ითამაშა და ძალიან გაუჭირდა. ამას ის სკანდალური სტატიები მოჰყვა, რომელიც 24 წლის მორაგბეს ლოთობასა და ბოჰემური ცხოვრებისადმი მიდრეკილებაში ამხელდა. სიპრიანიმ ძალა მოიკრიბა, ნებისმიერი წინააღმდეგობა დაძლია და ყველას გასაკვირად "ნატალ შარქსთან" სენსაციური ლელოს გატანა შესძლო.

ფრედერიკ მიშალაკი (ნატალ შარქსი, სამ. აფრიკა)

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 54-ე კეპი მოიხვეჭა, მან 2008 წელს სამხრეთაფრიკულ "ნატალ შარქსს" მიაშურა. თუმცა ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა და საბოლოოდ, იმ წელიწადს მიშალაკმა მხოლოდ 12 შეხვედრაში ითამაშა.

2011 წლის მაისში ფრედერიკ მიშალაკი "ტულუზში" დაბრუნდა, თუმცა განაცხადა, რომ მალე ისევ "ნატალ შარქსში" ასპარეზობას აპირებდა. მიშალაკს სურს გუნდის შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშებაშიც იასპარეზოს, იქამდე, სანამ საბოლოოდ ბინას "ტულონში" დაიდებს.

ენდი გუდი (ნატალ შარქსი, სამ. აფრიკა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი ენდი გუდი დურბანის "ნატალ შარქსში" არენდით გადავიდა, რათა ტრავმირებული არგენტინელი "ჯადოქარი" ხუან მარტინ ერნანდესი შეეცვალა. გუნდის დებიუტი, რომელიც მანამდე ფრანგულ "ბრივში" ასპარეზობდა, ზე რაგბიში სულ რაღაც ხუთი წუთი გაგრძელდა. ის "კრუსეიდერზის" მგეზავის დენ კარტერის წინააღმდეგ ბინძური თამაშისთვის გაასინბინეს.

აღსანიშნავია, რომ ენდი გუდი არც მომდევნო მატჩში დაშოშმინდა. "ზვიგენები" სიდენის "ვორათაზს" ეთამაშებოდნენ. გუდმა აქაც გამოავლინა თავისი ზედმეტად აგრსიული ზნე და არბიტრისგან ისევ ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მიუხედავა იმისა, რომ ბოლო თამაშებში მან ჩვეულად გაიბრწყინა თანაგუნდელები გუდის ხშირად დასცინოდნენ და ზე რაგბიში სასწაულებრივად მოხვედრილს უწოდებდნენ.

გრეგორ თაუნსენდი (ნატალ შარქსი, სამ. აფრიკა)

შოტლანდიის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" მგეზავმა სამხრეთაფრიკულ "ნატალ შარქსთან" კონტრაქტი 2004 წელს გააფორმა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. გრეგორ თაუნსენდს დურბანში ზარზეიმით დახვდნენ.

მან "ზვიგენების" შემადგენლობაში ზედიზედ ცხრა მატჩში ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა.

დურბანელებმა ის კიდევ ერთი წლით დაიტოვეს, თუმცა "ბოკეს" მაშინდელმა მწვრთნელმა, ჯეკ ვაითმა ღიად გაილაშქრა ლეგიონერების მომრავლების წინააღმდეგ. თუმცა მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, გევინ რიჩი ამტკიცებდა, რომ ლეგიონერების კონტროლირებადი შემოდინება სასარგებლოც კია სამხრეთაფრიკული რაგბისთვის. მათ თან მრავალი სიახლე მოაქვთო და სამაგალითოდ გრეგორ თაუნსენდი დაასახელა.

ჯულიან ვაითი (კრუსეიდერზი, ახ. ზელანდია)

დღესდღეობით ის "ლეტერ ტაიგერზის" ღირსებას იცავს და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 51 კეპი აქვს მოხვეჭილი. ჯულიან ვაითი ახალ ზელანდიაში ჩავიდა და თავისი კარიერის დასაწყისში, პატარა სოფლის გუნდში "დანევირკში" თამაშობდა. ის მალე შენიშნეს და "ჰოუქს ბეის" შემადგენლობაში მიიწვიეს, იქედან 1997 წელს "კრუსეიდერზში" მოხვდა.

ჯულიან ვაითმა "ჯვაროსნების" შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა "ნატალ შქრასის" წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ 26:26 დასრულდა.

"ეს დაუჯერებელი იყო. ახალ ზელანდიაში "დანევირკში" სათამაშოდ ჩავედი და არც კი მიფიქრია, რომ "ჰოუკს ბეიში" თამაშის შანსი მაქვს. "ნატალ შარქსთან" მატჩის დეტალები არც კი მახსოვს, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ვთამაშობდი, აღარაფერზე არ ვფიქრობდი. ეს არასდროს დამავიწყდება" - თქვა ჯულიან ვაითმა.

კევინ იეითსი (ჰარიკენზი, ახ.ზელანდია)

1998 წელს მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს - "ბასისა" და "ლონდონ სკოტიშის" დაპირისპირებაში მეტოქეს საიმონ ფენს ყურზე უკბინა. შოტლანდიელი შერკინების ბურჯი, კევინ იეითსმა რეპუტციის აღდგენის მიზნით სამხრეთნახევარსფეროს მიაშურა.

ის ახალი ზელანდიის "ჰარიკენზში" 2000 წელს ჩაირიცხა და ველინგტონის "ლაიონზშიც" ირჯებოდა. იყო პირველი ბრიტანელი, რომელსაც ზე რაგბის გუნდმა პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა