გუნდებს შორის მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, სადაც საბოლოოდ "დინამომ" ანგარიშით 83:69 იმარჯვა
სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს "დინამო" და "სოხუმი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, სადაც საბოლოოდ "დინამომ" ანგარიშით 83:69 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 37:37 დასრულდა. მესამე მეოთხედში დინამოლები გააქიურდნენ და არნიშნული მეოთხედის დასასრულს 3 ქულის სხვაობით, 62:59 დაწინაურდნენ. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო დასკვნით მეოთხედი, რომლის დასრულებამდე 4.07 ადრე დინამომ 10-ქულიან უპირატესობას უწია (74:64) და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. ძირითადი დროის დასრულებამდე 59.4 წამით ადრე დინამომ თავის სასარგებლოდ 79:69 დააფიქსირა, დარჩენილ დროში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

მოგებულებს 26 ქულითა და 15 მოხსნით ქიენ კარტერმა ულიდერა, ხოლო "სოხუმის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ლევან ფაცაციამ 22 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 11 მოხსნაა.

მატჩის შემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც "დინამოსა" და "სოხუმის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): სასიამოვნო,ა რომ ამ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მათმა გამოცდილმა მთავარმა მწვრთელმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და სრულიად სხვა სტილის თამაში გვაჩვენა. ჩვენ კარგად ვიასაპარეზეთ დაცვაში, რაც საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვების მთავარი მიზეზი გახდა.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი): მივულოცავ "დინამოს" ამ ღირსეულ გამარჯვებას და რაც შეეხება მატჩს, ბევრი მოთამაშე გვაკლდა, იყო ტრამვებიც, არ გვყავდა სრული შემადგენლობა, რამაც საბოლოოდ შეხვედრაზე გავლენა იქონია. ორივე გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის თუმცა "დინამომ" მეტად მოინდომა და შეძლო წარმატებისათვის მიეღწია.

ქეინ კარტერი: მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება "დინამოს", კარგი გუნდია და მომწონს ჩვენი თამაშის სტილი. დღეს განსხვავებულად ვითამაშეთ, რამაც გამარჯვებაც მოგვიტანა.

სერგო ათუაშვილი: მივულოცავ "დინამოს" გამარჯუვებას. ჩვენმა გუნდმა ტრავმების გამო ვერ მოახერხა კარგად მომზადება და მიუხედავად მცდელობისა გამარჯვება მოწინააღმდეე გუნდს დარჩა.

superleague.ge

ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა