ზუგდიდის "ბაიას" თავკაცისთვის მთავარია, გუნდის ახალგაზრდებმა დაძაბვის გარეშე ითამაშონ
ხმაურიანი ტრანსფერებით გაძლიერებულმა გორის "დილამ" წლის პირველი თამაში ვერ მოიგო - ზუგდიდში "ბაიას" ნულოვანი ფრით გაეყარა.

პირველი ტური ხშირად მატყუარა არის ხოლმე. მოსამზადებელი პერიოდი, საკონტროლო მატჩები, ახალი ფეხბურთელები, შეთამაშება - ყველაფერი ეს ყალიბში რომ ჩადგეს, ოფიციალური შეხვედრებიცაა საჭირო, ნაღდი თამაშები ორომტრიალივითაა, სულ სხვანაირად აკაჟებს გუნდს.

"ბაიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს. გოჩა ტყებუჩავა ის სპეციალისტია, გუნდის ჟინიანად მომართვაში ბადალი ძნელად რომ მოეძებნება. მისი ახლანდელი გუნდი მეტწილად გამოუცდელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და რომ არა მაქსიმალური კონცენტრაცია, "დილას" ჯეროვან წინააღმდეგობას ალბათ ვერ გაუწევდა.

მაინც რა მოხდა "ბაია"-"დილას" შეხვედრაში?

"ისეთი თამაში წავიდა, ერთი გოლი გადაწყვეტდა ყველაფერს. სტუმრებს ჰქონდათ არაერთი საგოლე შანსი, ჩვენც შევქმენით მომენტები, პირველ ტაიმში ირაკლი ეხვაიას და ლაშა კუკავას მართებდათ გოლის გატანა. მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეუტიეთ სახიფათოდ, სწრაფი იერიშები ეპიზოდურად კი გამოგვდიოდა, თუმცა დაბოლოვება არ გვივარგოდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ერთობ საჭირო ქულა ავიღეთ", - გვითხრა ტყებუჩავამ.

ზუგდიდელთა მწვრთნელს ცალკე ვკითხეთ "დილაზე", ვისგანაც ამ სეზონში საკმაოდ ბევრს ელიან.

"გორელებს მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ, "დილა" იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეტოქე სულ იმას ცდილობდა, მრავალფეროვნად შეეტია. კარგად წარმოაჩინეს თავი ზურაბ არზიანმა, სანდრო გურულმა, კახა ალადაშვილმა... ორივე გუნდმა მაინც უფრო ფრთხილი ფეხბურთი ვითამაშეთ, "დილა" ბურთის არგაშვებაზეც ზრუნავდა", - გვამცნო "ბაიას" თავკაცმა.

"ბაიაში" მეორე ტყებუჩავაცაა, გოჩას ვაჟი ლევანი, რომელიც ცენტრალური მცველია. ის მანამდე ესპანეთში, რანგით მესამე ლიგის "ვალოხოიასში" თამაშობდა.

"ლევანის თამაშზე ვერაფერს გეტყვით, ის ხომ ჩემი შვილია და სჯობს, მისი გარჯა სხვამ შეაფასოს", - გვითხრა უფროსმა ტყებუჩავამ.

"ბაიას" თავკაცის თქმით, "დილასთან" მატჩზე არც თუ ცოტა მაყურებელი მოვიდა. "ბაია" ჯერჯერობით საკუთარ ბაზაზე მასპინძლობს მეტოქეებს, მანდვე გაიარა ორი ათდღიანი შეკრება სეზონის განახლებამდე.

"სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "ბაიადან" ექვსი ფეხბურთელი წავიდა და საქმის კეთება, ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიწია. პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალება რიგიანად შეასრულეს. ტექნიკური ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწრაფ გადაცემებს და ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ გამოგვივა", - ასეთია ტყებუჩავას ჩანაფიქრი.

თუ გუნდის მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ, "ბაიაში" ყველაფერი ნორმალურადაა, ფეხბურთელებს ჯამაგირი არ უგვიანდებათ. ტყებუჩავას თქმით, ახლა მთავარია, რომ "ბაიას" ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოუცდელობით გამოწვეული დაძაბულობა მოეხსნათ და ლაღად ითამაშონ.

"მიზანი რვა საუკეთესო გუნდში დამკვიდრებაა და, თუ რა იქნება სეზონის დასრულების შემდეგ, ამაზე მერე ვისაუბროთ", - მოკლედ და ბანალურად მოგვიჭრა ტყებუჩავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა