ცხინვალის "სპარტაკის" მოთამაშემ დიდ ფეხბურთში დაბრუნება "ტორპედოსთან" გოლით აღნიშნა
"სპარტაკი"-"ტორპედოს" გამორჩეული მოთამაშე ლევან მელქაძე იყო. დიდ ფეხბურთში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა 32 წლის თავდამსხმელმა გოლიც გაიტანა და სხვა მხრივაც სასარგებლო იყო. მელქაძეს საქართველოს ჩემპიონატში საკუთარი კვალი უდავოდ დაუტოვებია და ვფიქრობთ, შედეგიანი დაბრუნების შემდეგ მისი ინტერვიუ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

- "სპარტაკი" წლის პირველი სენსაციის ავტორი გახდა. როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე სძლიეთ "ტორპედოს"?

- მეტად მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. "ტორპედო" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ალბათ, ბევრი ჩვენს მოგებას არც ელოდა, მაგრამ მაქსიმალური მობილიზების, ჟინის, ბოლომდე ბრძოლისა და სწორი ტაქტიკის ხარჯზე ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.

- როდის ირწმუნე, რომ ეს მატჩი მოგებული იყო?

- ჩემი გოლით ორბურთიანი ფორა შევიქმენით და უკვე მივხვდი, რომ გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. მართალია, წინ მთელი მეორე ტაიმი იყო, მაგრამ 2:0-ზე უკვე რეალურად ჩანდა, რომ ამ მოგების ხელიდან გაშვება აღარ შეიძლებოდა.

- შენი გოლის ეპიზოდი გაიხსენე...

- პირველი გოლის ავტორმა ლაშა ჩაფიძემ კუთხური ჩამოაწოდა, მეტოქის საჯარიმოში არეულობის შედეგად, ისევ ჩაფიძეს მიუვიდა ბურთი და კარისკენ ჩააწოდა, დასწრებაზე მეტოქე დავჯაბნე და თავით გავიტანე. გოლი ეფექტურიც იყო და ძალზე მნიშვნელოვანიც.

საკმაო პერიოდი გამიცდა და ეს გოლი ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ამან საკუთარი ძალების რწმენა შემმატა, რაც მომდევნო მატჩებისთვის დიდად წამადგება. მით უმეტეს, თითქმის ორი წელიწადი არ მქონდა ბურთი გატანილი... ბოლოს ბოლნისის "სიონში" ვთამაშობდი და 2010 წლის 20 მაისს გავუტანე "გაგრას". სხვათა შორის, ის მატჩიც 2:0 მოიგო ჩემმა გუნდმა და მაშინაც მეორე გოლი გავიტანე.

- "ტორპედოსთან" მოგებით "სპარტაკმა" მე-8 ადგილზე აინაცვლა და მოწინავე რვა გუნდში მოხვედრის შანსები გაეზარდა...

- ეს გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი, ჩვენთვის კი მეტად მნიშვნელოვანი იყო. წინ კიდევ სამი რთული მატჩი გველის. ზედა ეშელონში მოხვედრის შანსი გაგვეზარდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი მოგვეთხოვება და დარჩენილ სამ ტურში ყველაფერი უნდა ვიღონოთ სასურველი შედეგის მისაღწევად.

- როგორ ფიქრობ, რამდენი ქულის მოპოვება დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად?

- ძნელი სათქმელია, მაგრამ ვფიქრობთ, თუ პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ არცერთ შეხვედრას წავაგეთ, საწადელს აუცილებლად მივაღწევთ.

- საინტერესოა, როგორია გამოცდილი ფეხბურთელის თვალით დანახული "სპარტაკი"?

- მხოლოდ ახალგაზრდებით ფონს ვერ გახვალ. ჩვენი გუნდის თავკაცი ვლადიმერ ხაჩიძე გამოცდილი მწვრთნელია და მან ეს კარგად იცის. ფაქტობრივად, "სპარტაკი" ახალ გუნდად ყალიბდება. ვფიქრობ, გამორჩეული ახალგაზრდებისა და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის სინთეზით, "სპარტაკი" ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდება.

- ეროვნულ ჩემპიონატში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდი. რით იყო გამოწვეული ეს პაუზა და როგორ გაატარე ეს პერიოდი?

- ამ პაუზას გარკვეული მიზეზები ჰქონდა, რაზეც, მაპატიეთ, მაგრამ საუბარი არ მინდა. წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში უქმად და უბურთოდ არ ვყოფილვარ. ვეტერანი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში არ შემიწყვეტია. პარალელურად კი ფუტსალის კლუბ "ალგოში" ვთამაშობდი. "სპარტაკის" პრეზიდენტის, დიმიტრი სანაკოევისა და მწვრთნელის, ვლადიმერ ხაჩიძის დიდად მადლიერი ვარ. მათ ნდობა გამომიცხადეს და ამას არ დავივიწყებ. მჯერა, ამ ნდობას გავამართლებ და ამას ყველა ნახავს.

- შეიძლება ითქვას, რომ კარიერას მეორედ იწყებ. რა არის შენი მიზანი?

- პირველ რიგში, ავანსად გაცემული ნდობა უნდა გავამართლო და "სპარტაკს" მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო, ფორმა აღვიდგინო და გოლები გავიტანო. "ტორპედოსთან" გატანილი ბურთით, ეროვნულ ჩემპიონატში 90 გოლი დამიგროვდა და ძალიან მინდა, 100-იანთა კლუბში შევიდე.

- როგორ ფიქრობ, ამ სეზონშივე მოასწრებ?

- ეს ძალიან მინდა და არარეალური ნამდვილად არაა. ყველანაირად შვეცდები, ამას მივაღწიო და ვნახოთ, რა გამოვა.

- ოპტიმალურ ფორმაში არ ხარ, მაგრამ "ტორპედოსთან" შეუცვლელად ითამაშე. რა დრო დაგჭირდება ჩვეული ფორმის აღსადგენად?

- ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. სამწუხაროდ, ზამთრის სამზადისი კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩაგვივარდა, თორემ უკვე ფორმაში ვიქნებოდი. თუმცა ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი არ მიკლია, 20-30 პროცენტი და ჩვეულ კონდიციებში ვიქნები.

- ახლანდელი პირველობის დონე რამდენიმე წლის წინანდელს შეადარე.

-. ვფიქრობ, მაშინ უფრო მაღალი დონე იყო, მაგრამ ახლა დაძაბულობა მეტია. მოედნები კეთდება და ვფიქრობ, ჩვენს ფეხბურთს ეს დაეტყობა. როცა მოედანი და პირობები კარგია, იქ სანახაობაც იქნება, ტრიბუნების შევსებას სანახაობა სჭირდება, ეს კი ფეხბურთში მეტი ფინანსების ჩადების გარანტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა