"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მთელი გუნდის თვალწინ მოიხადა ბოდიში იმ ყველაფრის გამო, რასაც ის ბოლო თვეების განმავლობაში სჩადიოდა
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, არგენტინელმა, კარლოს ტევესმა მთელი გუნდის თვალწინ მოიხადა ბოდიში იმ ყველაფრის გამო, რასაც ის ბოლო თვეების განმავლობაში სჩადიოდა.

აი, რა თქვა მან: "მინდა გულწრფელად ვითხოვო პატიება იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ვუღალატე. ვინც გავაბრაზე ჩემი გადაწყვეტილებებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

მინდა, რომ ამიერიდან "მანჩესტერ სიტის" საქმეებზე ვიყო კონცენტრირებული". თუმცა რამდენად გულწრფელია ფეხბურთელის განცხადებები, ეს სხვა თემაა. ტევესმა მას მერეც კი, რაც აგენტების საშუალებით კლუბის წარმომადგენლებთან მიაღწია შეთანხმებას ინგლისში დაბრუნებაზე, "ფოქს სპორტსთან" ინტერვიუში თქვა, ცუდი არაფერი ჩამიდენია და ბოდიშის მოხდასაც არ ვაპირებო. ასე რომ, რატომ შეიცვალა ფეხბურთელმა პოზიცია ასე უცბად, იოლი სათქმელია. ხელფასის გარდა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ზაფხულზე "სიტის" თავი როგორმე დააღწიოს. ბოდიშის მოხდის გარდა ფეხბურთელმა უარი თქვა ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ლიგაში შეტანილ სარჩელზეც, რომლითაც ის კლუბისგან შეწყვეტილი ხელფასის აღდგენას ითხოვდა. კარლოსის ადვოკატები სულ 1,2 მილიონი ფუნტის გადახდას ითხოვდნენ. ტევესი არგენტინაში ნოემბრის პირველ რიცხვებში გაფრინდა და უკან მხოლოდ 14 თებერვალს დილას დაბრუნდა.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით მას მერე კარლოსი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ეს იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე ფეხბურთელი ზედმეტ წონას არ მოიშორებს და სათანადო ფიზიკურ კონდიციებს არ აღიდგენს.

აქვე გაგაცნობთ, რომ ესპანური "მარკას" ინფორმაციით, ზაფხულზე მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინი გაცვალონ. ცნობილია, რომ უკანასკნელს "სანტიაგო ბერნაბეუდან" აბარგება სურს, რადგან ჟოზე მოურინიო მას ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა