როგორია, მარცხნიდან გოგიტა გოგუა რომ შეუტევს, მარჯვნიდან - გიორგი მერებაშვილი, ცენტრიდან კი - ჩისკო?...
ესეც ასე: გამოტოვებული ტურიც ჩატარდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, "ვირტუალურ ცხრილიც" საგრძნობლად შეიცვალა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საუკეთესო რვა გუნდში "კოლხეთი" აღზევდა და ფოთელთა ზედიზედ ორმა მოგებამაც გვარიანი თავსატეხი გააჩინა.

თანაც, ხომ არ გგონიათ, მხოლოდ კონკურენტებს ვგულისხმობთ, - ჩვენც საკმარისად გავწვალდით, ვირტუალური ცხრილის ახალი ვარიანტი შეგვედგინა. ჰო, აქამდე ხომ მხოლოდ "გაგრა" და "სპარტაკი" ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და რვაგუნდიანი ცხრილიც ამ ორი გუნდის შედეგების გათვალისწინებით იცვლებოდა. ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფრის ახლიდან გაკეთება მოგვიწია და წინდაწინ იმასაც ვიტყვით, რომ არანაკლები ცვლილებ(ებ)ის მოლოდინშიც უნდა ვიყოთ. ანუ, პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ჩვეულებრივ ცხრილში" ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ საუკეთესო რვა გუნდში დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას ოთხი გუნდი აცხადებს: "ვიტ ჯორჯია", "კოლხეთი", "სპარტაკი" და "დილა".

ერთი შეხედვით, ამათ შორის "გაგრაც" უნდა მოვიხსენიოთ, მაგრამ ზამთრის პაუზის დროს კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულ გუნდს, ჩვენი აზრით, რვა საუკეთესოში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს. ჯერ ერთი, კალენდარი უნდა ვახსენოთ: მომდევნო ტურში "გაგრა" "დილას" უნდა ეთამაშოს, შემდეგ კი -"დინამოს". ამას გარდა, კონკურენტებმაც ქულები უნდა დაკარგონ.

დარჩენილი ორი ტურის მატჩებს თუ გადავხედავთ, დალხენილი ფინიში არც ზემოთნახსენებ ოთხეულს ელოდება, თუმცა "ვიტ ჯორჯიაც", "კოლხეთიც" და "სპარტაკიც" შესაბამისად სამი და ორი ქულით უსწრებენ "გაგრას". "დილა" კი იმყოფება ჩვეულებრივ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ერთით მეტი მატჩი აქვს ჩასატარებელი. ეს გამოტოვებული შეხვედრა ("მეტალურგთან") 1 მარტს გაიმართება (ანუ, ბოლო ტურის წინ) და მანამდე, ვეჭვობთ, რაიმე იყოს გარკვეული.

"დილა" - მეტალურგის" მატჩის გადადებამ აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია; ერთის მხრივ, რა უფლება გვაქვს, რომ ოფიციალურ ვერსიას არ დავუჯეროთ: მოგეხსენებათ, 29 თებერვალს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი სწორედ იმ სტადიონზე ("მიხეილ მესხზე") უნდა ჩატარდეს, "დილასა" და "მეტალურგს" რომ უნდა ეთამაშათ.

მოკლედ, სანაკრებო ინტერესები რომ უფრო მაღლა დააყენეს, ამაში, გასაკვირი არც არაფერია და მართლაც "უცნაური თებერვლის" გამო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნის საფარიც 29 თებერვლამდე "დასვენებული" იქნება. თუმცა, ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ "ხმადაბლა" ასეთი კითხვებიც გვესმოდა: "დილა" - "მეტალურგის" მატჩი სხვა სტადიონზე რატომ არ ჩატარდაო? ამ "სხვაში" კი, ალბათ, თბილისის რომელიმე სტადიონს გულისხმობდნენ ("შატილს", "ბენდელას", "მარაკანას", "მერანს"), მით უფრო, რომ იმავე "შატილზე", "ბენდელასა" და "მარაკანაზე" წინა ტურის მატჩები ჩატარდა. ოღონდ, სხვა საკითხია, თუ რამდენად შეესაბამება ეს სტადიონები უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს და "დილასა" თუ "მეტალურგის" ხელმძღვანელებს იქ, თამაშზე უარი რომ ეთქვათ, ვერც ვერავინ გაამტყუნებდათ.

საპირისპირო ტენდენცია

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (უფრო ზუსტად, ზამთრის პაუზამდე) არაერთხელ აგვიღნიშნავს ჩვენი ფეხბურთელების შესაშური შედეგიანობა. თუმცა, განახლდა ჩემპიონატი და აშკარად საპირისპირო ტენდენციასთან გვაქვს საქმე; წინა ტურში, საერთოდაც, სეზონის ანტირეკორდი დამყარდა: ხუთ მატჩში 7 გოლი გავიდა! ამ შედეგს "გაუმჯობესებაც" ემუქრებოდა (მით უფრო, რომ "დილა"-"მეტალურგი" გადაიდო), მაგარმ "ტორპედომ" და "გაგრამ" უხვგოლიანი მატჩი ჩაატარეს (5:2).

სხვათა შორის, ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ერთ მატჩში 7 გოლი გავიდა: პირველ ტურში, "ვიტ ჯორჯია"-"დილას" (4:3) შეხვედრის მერე ასეთი უხვგოლიანი პაექრობა აღარც ყოფილა.

სხვათა შორის, "ტორპედომ" პირველად შეძლო ერთ მატჩში 5 გოლის გატანა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ბოლო ორ ტურში ოთხი ბურთი გაუშვა. არადა, ზამთრის პაუზამდე ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი (13) სწორედ "ტორპედოს" ჰქონდა გაშვებული, ახლა კი საუკეთესო შედეგით ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" მოიწონებს თავს.

ბომბარდირთა დავა

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სამეულში არაფერი შეცვლილა; ან, როგორ შეიცვლებოდა, როცა არც ერთს არ უთამაშია: ჩისკო ("დინამო") დაასვენეს, ჯაბა დვალი ("ზესტაფონი") ტრავმირებულია, ხოლო დიმიტრი ტატანაშვილის ("მეტალურგი") გუნდის მატჩი გადაიდო.

სამაგიეროდ, ამ სამეულს რევაზ გოცირიძე მიუახლოვდა: "ტორპედოს" 31 წლის ცენტრფორვარდმა "დუბლი" შეასრულა და ჩემპიონატში უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

სხვათა შორის, ამ ტურში კიდევ ერთი "დუბლი" ვიხილეთ: გოცირიძის მსგავსად მეტოქის კარში ორი გოლი კიდევ ერთმა ტორპედოელმა, 27 წლის გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. აქვე, აღვნიშნავთ, რომ სეზონის დაწყებიდან "დუბლი" ყველაზე მეტჯერ დიმიტრი ტატანაშვილმა (ოთხჯერ) და ჩისკომ (სამჯერ) შეასრულეს.

გამართლებული ტრანსფერები

ზამთრის პაუზის დროს ჩვენ ჩემპიონატში რომ ფეხბურთელების აქტიური "მიდი-მოდია", არაა ახალი ამბავი. გამონაკლისი არც ეს სატრანსფერო სეზონი იყო და რამდენიმე ათეულმა ფეხბურთელმაც შეიცვალა გუნდი. თანაც, ზოგიერთმა მათგანმა უკვე "მოასწრო" და თავის ახალ გუნდში გოლ(ებ)ი გაიტანა.

ასე მაგალითად, "კოლხეთის" ახალწვეულმა, 22 წლის ილია პავლიაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, 23 წლის ბექა ტუღუშმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამათ გარდა "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ამჯერად სხვა გუნდებში რომ ასპარეზობენ: 19 წლის მიხეილ სარდალიშვილმა "გაგრას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 23 წლის ირაკლი ძარიას გოლი სულაც გადამწყვეტი აღმოჩნდა "დინამო"-"სიონის" დაპირისპირებაში.

გოგუას დაბრუნება

ზოგის აზრით, გასული ტურის უმთავრესი მოვლენა გადადებულ მატჩი ("დილა"-"მეტალურგი") იყო, ზოგიც იმ შეხვედრისკენ "იშვერდა ხელს", წამყვანმა უცხოურმა საბუქმეიქერო კანტორებმა უცბად რომ გააქრეს და ფსონების მიღება შეწყვიტეს ("მერანი"-"კოლხეთი"); რა თქმა უნდა, ყველა აზრს აქვს "არსებობის უფლება" და, აქედან გამომდინარე, არც იმ გადადებულ მატჩსა თუ მარტვილური შეხვედრის შედეგსაც "კუდებს არ გამოვაბამთ".

მით უფრო, რომ გასულ ტურში სხვაც არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი დაფიქსირდა; ბოლოს და ბოლოს, "სიონის" 28 წლის მეკარის, მინდია ბობღიაშვილის შთამბეჭდავი თამაში რად ღირს - 90 წუთი რომ უმკლავდებოდა "დინამოს" მრავალფეროვან შეტევებს.

ამ შეხვედრაში სხვაც იყო ღირშესანიშნავი - ხანგრძლივი პაუზის მერე "დინამოს" შემადგენლობაში 26 წლის ლევან ხმალაძე გამოჩნდა, ხოლო 28 წლის ესპანელმა ანდრეუ გერაუმ (უფრო ზუსტად, ანდრეუმ) საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ჩვენი აზრით, XIX ტურის უმთავრესი მოვლენა მაინც გოგიტა გოგუას გამოჩენა იყო: 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატში 7-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა! "სიონთან" მატჩის პირველ ტაიმში გოგუამ მართლაც შთამბეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა, მარცხენა ფლანგზე თავისი მეურვეც ხომ გააწამა და "საფირმო" შორეული დარტყმებითაც არაერთეხლ დაემუქრა მეტოქის კარს.

ისე, "დინამოს" მოწინააღმდეგეებს სერიოზულზე-სერიოზული თავსატეხი ექნებათ: როგორია, მარცხნიდან გოგიტა გოგუა რომ შეუტევს, მარჯვნიდან - გიორგი მერებაშვილი, ცენტრიდან კი - ჩისკო...

XX ტურის სიმბოლური ნაკრები

მწვრთნელი: ?

მეკარე: ბობღიაშვილი (სიონი)

მცველები: რიგვავა (2 ტორპედო), გამეზარდაშვილი (6, ტორპედო), კვეკვესკირი (დინამო)

ნახევარმხველები: გ.დათუნაიშვილი (4, ტორპედო), ძარია (2, დინამო), გურ.გურეშიძე (2, ვიტ ჯორჯია), გოგურა (დინამო)

თავდამსხმელები: შარიქაძე (4, ზესტაფონი), გოცირიძე (3, ტორპედო), შ.გრიგალაშვილი (6, ზესტაფონი)

ჩემპიონატის რეალური და ვირტუალური ცხრილები 24 თებერვლისთვის

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48

2.ტორპედო 20 13 2 5 31-17 41

3.დინამო 20 12 3 5 37-22 39

4.მერანი 20 9 3 8 22-23 30

5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30

6.ბაია 20 7 4 9 19-21 25

7.კოლხეთი 20 6 6 8 19-24 24

8.ვიტ ჯორჯია 20 6 6 8 21-24 24

9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23

10.გაგრა 20 6 3 11 20-29 21

11.დილა 19 5 4 10 23-25 19

12.სიონი 20 1 5 14 11-36 8

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 13 9 3 1 24-8 30

2.მეტალურგი 13 6 3 4 13-14 21

3.ტორპედო 12 6 2 4 15-11 20

4.დინამო 13 5 3 5 22-20 18

5.მერანი 12 5 1 6 12-14 16

6.კოლხეთი 13 3 4 6 11-17 13

7.ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 19-15 12

8.ბაია 12 2 3 7 7-15 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beka
ძარია 24 კიარა 22 არის. წინა სტატიაში ძარიაზე სწორი ასაკი ეწერათ :D
beqa
ერთი რამ ვერ გამიგია.რატომ გაქვთ შეუთანხმებელი მუშაობა როდესაც სტატიებს წერთ.ერთი ამბობს თავის სტატიაში რომ ძარია 24 წლისაა და წინა სტატიაში (მემგონი მერაბის სტატია) წერიარო ძარია 22 წლისაა :D სინამდვილეში 22 წლისაა და პირველ დეკემბერს ხდება 23
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა