ერთადერთი, რაც გაძვირდება, ეს ე.წ. Club Level-ია (ასე ვთქვათ, ვიპაბონემენტი) და ისიც მხოლოდ 2%-ით
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ “არსენალი” 2012/13 წლების სეზონისთვის ჩვეულებრივ სეზონურ აბონემენტებზე ფასს გაზრდიდა, რამაც გულშემატივართა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

მიზეზი მარტივია: ჩრდილოლონდონელებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში ორჯერ მოუმატეს ღირებულებას და უკანასკნელად მიმდინარე სეზონის დაწყებამდე და თანაც მთელი 4%-ით, რაც იმით აიხსნა, რომ სახელმწიფომ საგადასახადო განაკვეთები გაზარდა.

23 თებერვალს “მეთოფეთა” ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ფასის კიდევ ერთხელ გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარა. ერთადერთი, რაც გაძვირდება, ეს ე.წ. Club Level-ია (ასე ვთქვათ, ვიპაბონემენტი) და ისიც მხოლოდ 2%-ით.

აღსანიშნავია, მსგავსი სეზონური ბილეთები წლის განმავლობაში 7 ათასი ცალი იბეჭდება და უკლებლივ ყველა იყიდება.

მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა ივნისში იხსნება, თუმცა “არსენალის” ხელმძღვანელობა აქედანვე ცდილობს თადარიგის დაჭერას. ამ დღეებში ვწერდით იმათ შესახებ, ვისი გაშვებაც იგეგმება და ვისი შენარჩუნებაც “მეთოფეთათვის” პრიორიტეტია. ამჯერად ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გაგაცნობთ ახალ ინფორმაციას, რომელიც “დეილი ტელეგრაფმა” გაავრცელა.

ტაბლოიდის მტკიცებით, შესაძლოა მომდევნო სეზონი “ემირიტსზე” დაიწყოს “სანდერლენდის” ბენინელმა ლეგიონერმა, 27 წლის სტეფან სესინიონმა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული ძირის მქონე შემტევმა ნახევარმცველმა “შავ კატებს” 2011 წლის იანვარში “პარი სენ-ჟერმენში” გატარებული 2,5 სეზონის შემდეგ მიაშურა. “სანდერლენდს” მისი გადაბირება 6 მილიონი ფუნტი დაუჯდა. სტეფანი კუნძულზე თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 25-ვე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 6 გოლის გარდა 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შესაბამისად, ფეხბურთელის ფასი 6-დან 10 მილიონამდეა გაზრდილი.

“მეთოფეებზე” წერას კი “ზენიტის” წარმომადგენელთა განცხადებით დავასრულებთ. პეტერბურგული კლუბის გენერალური დირექტორის მაქსიმ მიტროფანოვის თქმით, მათ ლონდონელებს ოფიციალურად მიმართეს ანდრეი არშავინის იჯარის საკითხის განსახილველად, თუმცა ჯერჯერობით მათგან დადებითი პასუხი არ მიუღიათ. მხარეები საკითხს ინტენსიურად განიხილავენ. მიმდინარე სეზონში 30 წლის რუსი თავდამსხმელი საშინლად გამოიყურება. მან სულ 19 მატჩი ჩაატარა (8 ძირითადში) და ერთი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა