"ბაია", "ვიტ ჯორჯია", "კოლხეთი", "სპარტაკი", "გაგრა" და "დილა" ზედა რვაში მოსახვედრად იბრძვიან
უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის დასრულებამდე ორიოდე ტურიღა დარჩა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ყურადღება უპირველესად, ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში დასამკვიდრებლად გაჩაღებული ბრძოლისკენ იქნება მიპყრობილი.

ბუნებრივია, დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების თამაშსაც, მაგრამ ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მიმდინარე ამბები მხოლოდ იქ დამკვიდრებულთა კი არა, ლიდერთა დიდ ინტერესსაც იწვევს.

მოკლედ, პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ორ ტურში ძალიან საინტერესო ამბებს უნდა ველოდოთ. თუკი მეორე ეტაპზე ნელ-ნელა მომრავლდება უმოტივაციო მატჩები, უახლოეს ორ ტურში თითქმის ყველა შეხვედრის ფასი ძალიან მაღალი იქნება.

"ბაია", "ვიტ ჯორჯია", "კოლხეთი", "სპარტაკი", "გაგრა", "დილა" - ეს ის ექვსი კლუბია, რომლებიც ზედა რვაში მოსახვედრად იბრძვიან და საამისო შანსი ზოგს მეტი აქვს, ზოგს კი ნაკლები. ამ ექვსიდან მიზანს მხოლოდ სამი მიაღწევს, დანარჩენ სამს კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა ბოლნისის "სიონსა" და პირველი ლიგის ოთხ საუკეთესო კლუბთან მოუწევს.

რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ ტურს, აქ გამოკვეთილ ცენტრალურ მატჩს ვერ ვხვდებით. ექვსიდან ხუთ წყვილში რვა საუკეთესოსთვის მებრძოლი კლუბები თამაშობენ და, შესაბამისად, ხუთივე მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მერანი-მეტალურგი

26.02. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 14:00

არანაკლებ საინტერესოა "მერანისა" და "მეტალურგის" დაპირისპირება. მათ ზემოთ ნახსენები გუნდებისგან განსხვავებით უფრო მაღალი მიზნები აქვს და 26 თებერვალს გამოჩნდება, ცხრილში მეზობლად მყოფთაგან ვისი ამბიციები უფრო მართებულია. მარტვილის სტადიონი "სათამაშო კონდიციებში" ისევ ვერაა და ამიტომაც "მერანი" საშინაო შეხვედრას კვლავ ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე გამართავს.

ზესტაფონი-სპარტაკი

26.02. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 14:00

"სპარტაკი", რომელსაც ქულები ჰაერივით ესაჭიროება, ზესტაფონს ესტუმრება და თავად განსაჯეთ, რა შანსი აქვს ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს საიმისოდ, რომ "დავით აბაშიძეზე" თუნდაც ქულა მოიპოვოს. არადა, "სპარტაკს" უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს და კონკურენტებთან შედარებით, კალენდარიც მეტისმეტად უხერხული დარჩა - "ზესტაფონის" შემდეგ ამბიციამოძალებულ გორის "დილასთან" ელის ბრძოლა.

"ზესტაფონმა" ამ სეზონში ორი მატჩი მოიგო ანგარიშით 5:1 - შინ "დინამოსთან" და თბილისში "სპარტაკთან", სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა და მაყურებელს ჩინებული სანახაობა შესთავაზა. "ზესტაფონს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მომავალ მატჩშიც დააკლდება, მაგრამ "ბაიასთან" საშინაო მატჩში ფეროელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს და სავარაუდოდ, მათგან ახლაც იგივეს უნდა ველოდოთ.

დინამო-ბაია

26.02. თბილისი. დინამო არენა. 14:00. (რეპორტაჟი პირველ არხზე)

დინამოელები სარევანშოდ არიან განწყობილნი - პირველ წრეში ხომ მათ ზუგდიდში მარცხი იწვნიეს. რევანშიც რომ არა, "დინამოს" სამი ქულა ძალიან სჭირდება.

"ბაია" ზემოთ საშიშ ზონაში მყოფთა შორის კი ვახსენეთ, მაგრამ ზუგდიდელები კონკურენტებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან და სავარაუდოდ, რვა საუკეთესო გუნდში მაინც მოხვდებიან. აქედან გამომდინარე, გიორგი დევდარიანის გუნდს, რომელიც აშკარად უკეთ გამოიყურება, გამარჯვება სჭირდება როგორც განწყობის ასამაღლებლად, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც.

დისკვალიფიკაციის გამო "დინამოს" მიკელ ალვარო დააკლდება, მაგრამ დედაქალაქელებს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ და ესპანელის სრულფასოვნად შეცვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

"დინამომ", "ზესტაფონისა" არ იყოს, მეორე ეტაპის საწყისი შეხვედრები გოლგაუშვებლად მოიგო და ვნახოთ, ვის გამოუვა ამ მშრალი სერიის გაგრძელება.

ტორპედო-ვიტ ჯორჯია

26.02. ქუთაისი. ტორპედო. 14:00

უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში ზამთრის პაუზისას რომ ჩაგეხედათ, იტყოდით, რომ "ვიტ ჯორჯია" მიზნამდე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვეტერინარებმა წელს ჩატარებულ ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს და პლეი-აუტში მოხვედრის რეალური საფრთხეც გაუჩნდათ.

"ტორპედომ" წინა ტურში "გაგრას" ისე შთამბეჭდავად მოუგო, რომ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად სწორედ გია გეგუჩაძის გუნდი უნდა მივიჩნიოთ, პირველი ეტაპის ბოლო ტურში კი "ვიტ ჯორჯია" "ზესტაფონს" მასპინძლობს. მოკლედ, ზურაბ ბერიძის გუნდი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგა და მიზნის მისაღწევად მინიმუმ ერთი სენსაციის ავტორობა დასჭირდება.

სიონი-კოლხეთი

26.02. ბოლნისი. თ.სტეფანია. 14:00

კიდევ ერთი გამარჯვება და "კოლხეთს" რვა საუკეთესოში შეღწევაში ხელს, ალბათ, ვეღარავინ შეუშლის. ჩემპიონატის განახლებამდე ფოთელთა შანსები არც ისე მაღალი იყო, მაგრამ დავით მახარაძის გუნდმა ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ბოლნისიდანაც სამ ქულას თუ წაიღებს.

"სიონს" მეორე ეტაპამდე ქულების დაგროვების საჭიროება არ აქვს, მაგრამ ბოლნისელები რომ პროგრესირებენ, ეს "დინამოსთან" გასვლითმა შეხვედრამაც დაადასტურა, სადაც ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი მატჩის მიწურულს მიღებული ბურთით დამარცხდა. ასე რომ, ბოლნისში წარმატების მიღწევა იოლი არც მასპინძლებისთვის იქნება და არც სტუმრებისთვის.

დილა-გაგრა

26.02.მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:00

"დილა" საშინაო მატჩს "მიხეილ მესხზე" ვერც ამჯერად ჩაატარებს, რადგან ვაკის სტადიონს ეროვნული ნაკრების მოახლოებული შეხვედრისთვის ამზადებენ. თუკი ამ მიზეზით "დილა"-"მეტალურგი" გადაიდო, ამჯერად გორელებს დასვენება აღარ მოუწევთ და "გაგრას" "მცხეთა პარკზე" უმასპინძლებენ. ზუგდიდში დაკარგული ქულების შემდეგ "დილას" უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს - გამარჯვება მართებს ხვალაც, "მეტალურთან" გადადებულ მატჩშიც და პირველი ეტაპის ბოლო ტურში "სპარტაკთანაც".

"დილას" ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საკითხავი ის არის, მოასწრებს თუ არა ახლად შეკრებილი კონტინგენტი ისე შეთამაშებას, დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმისთვის რომ იბრძოლოს.

"გაგრას" კი "დილას" შემდეგ "დინამოსთან" დაპირისპირება ელის, ყოველივე ამას საქართველოს თასის მფლობელთა მიერ განვლილ ორ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი დავუმატოთ და გამოდის, რომ "გაგრას" რვა საუკეთესოში მოხვედრის უმცირესი შანსიღა დარჩა.

XXI ტურის ყველა მატჩი ერთდროულად, 14 საათზე დაიწყება, რაც უთუოდ სწორი გადაწყვეტილებაა - პრივილეგირებულ მდგომარეობაში არავინ უნდა იყოს და ყველამ საკუთარ თამაშზე უნდა მოახდინოს კონცენტრაცია. იმის იმედსაც ვიტოვებთ, რომ "დილა"-"მეტალურგი" პირველი ეტაპის უკანასკნელი გადადებული თამაში იქნება.

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48

2.ტორპედო 20 13 2 5 31-17 41

3.დინამო 20 12 3 5 37-22 39

4.მერანი 20 9 3 8 22-23 30

5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30

6.ბაია 20 7 4 9 19-21 25

7.კოლხეთი 20 6 6 8 19-24 24

8.ვიტ ჯორჯია 20 6 6 8 21-24 24

9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23

10.გაგრა 20 6 3 11 20-29 21

11.დილა 19 5 4 10 23-25 19

12.სიონი 20 1 5 14 11-36 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა