"დილა"-"მეტალურგის" მატჩის გადადებამ საქართველოს ჩემპიონატის სხვა კლუბების წარმომადგენლებს ეჭვები გაუჩინა
საქართველო გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით ჯერჯერობით ვერ იამაყებს. ეროვნულისა და ზესტაფონის სტადიონების დირექციებმა იყოჩაღეს და მოედნები თოვლისგან გაწმინდეს, თუმცა დიდთოვლობამ მაინც მრავალი პრობლემა შექმნა და ხელოვნურსაფრიან მოედნებზე მოთხოვნა გაიზარდა.

ამის გამოც იყო, თბილისში "მარაკანას", "შატილისა" და "საბურთალოს" სტადიონებმა ტურის მატჩებს (ასე თუ ისე) რომ უმასპინძლეს. ამ ფონზე მოულოდნელი იყო გორის "დილასა" და რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრის გადადება. ასეთი განმარტება მოვისმინეთ: მატჩის გამართვა გორშიც შეუძლებელი იყო და "მიხეილ მესხზეცო".

გასაგებია, რომ გორი საქართველოს "ციმბირია", თოვლმა მოედანი გაყინა და ახალდაგებული საფრის გაფუჭებას მოერიდნენ. მატჩის "მიხეილ მესხზე" ჩატარებაც შეუძლებელი აღმოჩნდა - ფედერაციას საქართველო-ალბანეთის შეხვედრამდე თოვლშემორჩენილი მოედანის გაფუჭების შეეშინდა და სტადიონის მფლობელმა ფეხბურთის ფედერაციამ "დილასთან" ერთად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც უარით გაისტუმრა.

თუმცა, ამ მატჩის გადადების გამო, სხვა კლუბების წარმომადგენლები კულუარებში უკმაყოფილებას არ მალავდნენ: "მარაკანასა" და "შატილზე" სხვები თუ თამაშობენ, "დილას" რატომ არ ეკადრებაო.

იმასაც ამბობდნენ, მატჩს იმ დროს ჩაატარებენ, როდესაც საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრი გუნდების ვინაობა გარკვეული იქნება და გადადებულ შეხვედრასაც სასურველი შედეგით დაასრულებენო.

"დილას" პრეზიდენტი ზურაბ დალაქიშვილი ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს:

"მეც ვიცი, რომ მატჩის გადადებას გუნდების მხრიდან ცუდი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან მომხდარში არანაირი ქვეტექსტი არ გვქონია და მატჩი საპატიო მიზეზის გამო გადაიდო.

თამაშის არასასურველი შედეგით დასრულების შიში ნამდვილად არ გვქონია. უბრალოდ, ცაიტნოტურ ვითარებაში მოვხვდით: ჯერ გორში თამაშს ვაპირებდით, მაგრამ მოედანზე თოვლი იდო და გაწმენდას ვეღარ ვასწრებდით. მერე "მიხეილ მესხის" დაქირავება გადავწყვიტეთ, მაგრამ არ გვეგონა, ალბანეთთან მატჩამდე ერთი კვირით ადრე რომ არ მოგვაქირავებდნენ. მერე ცაიტნოტური ვითარება შეიქმნა და სხვა სტადიონების დაქირავება ვერ მოვახერხეთ.

ამბობენ, ხელოვნურსაფრიან მოედნები რატომ არ იქირავეთო. "მარაკანასა" და "შატილზე" თამაში სულაც არ გვეთაკილება, მაგრამ ახლა ყველა ხელოვნურსაფრიანი მოედანი დატვირთულია - ან ბავშვები ვარჯიშობენ, ან თამაშებია დაგეგმილი და სტადიონის დირექციას სამი-ოთხი დღით ადრე მაინც უნდა მიმართო.

მატჩის გადადების მიზეზად იმას ასახელებდნენ, თითქოს ჩვენ 22-ე ტურის დასრულებას დაველოდებოდით, როდესაც ფაქტობრივად, საუკეთესო რვა გუნდი გაირკვეოდა და სასურველ ანგარიშზე მოვილაპარაკებდით. ეს არის აბსურდი. "მეტალურგთან" გადადებულ შეხვედრას ჩავატარებთ არა 22-ე ტურის შემდეგ, არამედ მანამდე, 1 მარტს. მხოლოდ მატჩის გამართვის ადგილია დასაზუსტებელი. სავარაუდოდ, "მეტალურგს" მცხეთის სტადიონზე ვუმასპინძლებთ".

დალაქიშვილს იმ მოთამაშეებზეც დავეკითხეთ, რომლებიც გორის "დილაში" ვარჯიშობდნენ, მაგრამ გათავისუფლების ფურცელს ელოდნენ:

"ნიჟნი ნოვგორიოდის "ვოლგამ" ლაშა სალუქვაძის ტრანსფერი ჯერ კიდევ წინა ტურისთვის გამოგვიგზავნა, მახაჩყალის "ანჟიმ" კი - გიორგი ილურიძის. გოჩა ხოჯავასა და მათე ვაწაძის თაობაზეც თანხმობა მივიღეთ და შესაძლოა, კვირას განაცხადში შევიყვანოთ. თუმცა, ვაწაძე ჯერ ტრავმირებულია და ვერ დაგვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rolandi
მხედრიონმა და პროტექციონიზმმა დაღუპა ქართული ფეხბურთი, შსს ისე ეტყობა ამ მავნე ტრადიციის გაგრძელებას აპირებს
qifsuta-7
თუ მასპინძელმა გუნდმა ვერ მოახერხა დროულად სტადიონის დაქირავება და"ცაიტნოტში "აღმოჩნდა, თამაში კი არ უნდა გადაედოთ, წაგება უნდა ჩაეთვალათ. მაგრამ ცხადია რომ რუსეთიდან წამოსული ფეხბურთელების განთავისუფლებას ელოდნენ და ფედერაციამაც ხელი შეუწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა