ნათქვამია, "გუნდი იგებს, გუნდი აგებსო", მაგრამ ოთხ საგოლე მომენტში გოგუას გვარი რომ გვიწერია, ამას სად გავექცევით?
26.02. თბილისი. დინამო არენა.500 მაყურებელი

დინამო-ბაია 5:1

1:0 კოშკაძე (47), 2:0 კოტო (52, გოგუას პასით), 2:1 ენდელაძე (69, აფაქიძის პასით), 3:1 მერებაშვლი (76, პენალტით), 4:1 ძარია (82, გოგუას პასით), 5:1 გოგუა (90+1)

დინამო ბაია

4-3-3 4-5-1

ლორია სომხიშვილი

ოდიკაძე პაჭკორია

კვეკვესკირი ტყემალაძე

თომაშვილი ქვარცხავა

ტვილდიანი კუტალია

კოშკაძე სიხარულია

ძარია კუკავა

გოგუა აფაქიძე

კოტო ენდელაძე

მერებაშვილი გაბედავა

ჩისკო აკობია

მწვრთნელი

გ. დევდარიანი გ. ტყებუჩავა

დინამო

17. ჩისკო - ჯიღაური

53. კოტო - რობერტინიო

75. კოშკაძე - პაპავა

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ხმალაძე, ანდრეუ, ზივზივაძე

ბაია

55. ქვარცხავა - აქუბარდია

77. კუკავა - ფარჯიკია

82. ენდელაძე - ახვლედიანი

სათადარიგოები: მაქაცარია, გამრეკლიძე, ეხვაია, ლომია

გაფრთხილება: ქვარცხავა (20), სიხარულია (36), აკობია (67), ოდიკაძე (83), ლორია (88)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

"ბაია" მეორე ტაიმში დაიხუთა

მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა აღნიშნა: გიორგი მერებაშვილის მსგავსად გოგიტა გოგუაც შორსაა ოპტიმალური ფორმისგანო.

ამის მიუხედავად გოგუა იმდენად სასარგებლო იყო, რომ მწვრთნელს ათქმევინა:

- გოგიტამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს გამარჯვებაში, მარცხენა ფლანგზე დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. მას შეუძლია საჭირო მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება, რაც დღესაც დაამტკიცა.

მწვრთნელებს უყვართ ფრაზა - "გუნდი იგებს, გუნდი აგებსო". ცხადია, "დინამომაც" კოლექტიურობის ხარჯზე გაიმარჯვა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას ქრონოლოგიაში ოთხ საგოლე მომენტში გოგუას გვარი რომ გვიწერია, ამას სად გავექცევით?

მან 52-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მეურვე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი პასით მოძებნა კოტო და ესპანელს საგოლე დარტყმის გარდა არაფერი დარჩენოდა. 76-ე წუთზე გოგიტა "ბაიას" საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და თერთმეტმეტრიანი მერებაშვილმა ზუსტად შეასრულა.

82-ე წუთზე თითქმის ისეთი სურათი ვიხილეთ, რაც კოტოს გოლის შემთხვევაში, ოღონდ ამჯერად გოგუას პასით ძარიამ გაიტანა. საფეხბურთო ფორტუნამ "დინამოს" 77-ე ნომერი უგოლობისთვის მაინც არ გაიმეტა - ტაბლოზე მეგოლეთა გრაფაში ერთადერთი ადგილი იყო დარჩენილი (სულ ექვსი ეტევა), რომლის შევსება წილად გოგუას ხვდა. მან საჯარიმო დარტყმით ბურთი ხიჭვივით შეარჭო მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში.

"დინამოს" გოლების განხილვა მიგვანიშნებს, რომ ზუგდიდელებს მარჯვენა ფლანგზე ძალიან გაუჭირდათ. თუმცა, ეს მხოლოდ მეორე ტაიმზე უნდა ითქვას. პირველში ისინი მტკიცედ იდგნენ ჩემპიონობის მაძიებელი "დინამოს" წინააღმდეგ. თავის მხრივ, არც გიორგი დევდარიანის შეგირდები გადადიოდნენ შეტევაში უკანმოუხედავად, სიღრმიდან უტევდნენ.

მწვრთნელის გეგმები გარკვეულწილად არია ჩისკოს ტრავმამ, რომელმაც მე-17 წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. უფერული პირველი ტაიმის შემდეგ გოლების წვიმას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა... გარდა დევდარიანისა:

- "ბაიამ" ზედიზედ სამი პრინციპული შეხვედრა ჩაატარა. მას მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და წარმოუდგენელია ამდენი მატჩის ერთი ამოსუნთქვით თანაბარ დონეზე ჩატარება. წინასწარ ცხადი იყო, ფეხბურთელებსაც ვუთხარი: მეორე ტაიმში მეტოქე დაიღლება და გაუჭირდება-მეთქი. ასეც მოხდა.

"ბაიას" თავკაცმა გოჩა ტყებუჩავამ კომპლიმენტი "დინამოს" უძღვნა:

- მასპინძლებმა აშკარად გვაჯობეს. ცუდად ვითამაშეთ. თავის გამართლება არ მჩვევია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ "ბაია" სამი-ოთხი წლის შეკრებილი არ არის, ჩათვალეთ, რომ 2 თვის გუნდია და თამაშს ნელ-ნელა აუმჯობესებს.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48

2.დინამო 21 13 3 5 42-23 42

3.ტორპედო 21 13 3 5 33-19 42

4.მეტალურგი 20 9 6 5 23-21 33

5.მერანი 21 9 3 9 23-25 30

6.ბაია 21 7 4 10 20-26 25

7.ვიტ ჯორჯია 21 6 7 8 23-26 25

8.კოლხეთი 21 6 7 8 19-24 25

9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23

10.დილა 20 6 4 10 24-25 22

11.გაგრა 21 6 3 12 20-30 21

12.სიონი 21 1 6 14 11-36 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIA
მართლაც რომ სათაური სწორად ასახავს თამაშის შედეგს. გოგუა მართლაც საუკეთესო იყო აღნიშნულ შეხვედრაში. იმედია ნაკრების ხელმძღვანელობას არ გამორჩებოდა მხედველობიდან მისი თამაში და მომავალში უნდა ველოდოთ მის დაბრუნებას ნაკრებში.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა