ამ უქმეებზე დუშეთის ოლიმპიურმა ბაზაზე 26 მსროლელის მონაწილეობით მშვილდოსანთა ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა
ამ უქმეებზე დუშეთის ოლიმპიურმა ბაზაზე 26 მსროლელის მონაწილეობით მშვილდოსანთა ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა.

სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზით ბათუმელთა ნაწილმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა და მათგან ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. აჭარის გარდა, რეგიონებიდან ქუთაისისა და ასპინძის თითო-ოროლა მშვილდოსანიც გამოდიოდა, დანარჩენები კი თბილისს წარმოადგენდნენ.

მოისართა უმრავლესობა ახალგაზრდებში გამოდიოდა, თორემ უფროსებში ქალებშიც და კაცებშიც მხოლოდ სამ-სამი სპორტსმენი ისროდა.

შესაბამისად, გამარჯვებულებიც იოლად გამოვლინდნენ. ცხადია, ქალებში მსოფლიოს თბილისელმა ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ იპირველა, მეორეზე ასევე ნაკრების წევრი ასმათ დიასამიძე გავიდა აჭარიდან, მესამე კი ასევე ზღვისპირელი ნათია ცინცაძე იყო.

ვაჟებში სამივე მსროლელი თბილისელია და მათ მედლები ასე გაინაწილეს - დავით ჭელიძემ ოქრო დაისაკუთრა, გიორგი პოპიაშვილმა - ვერცხლი, ბექა მუმლაძემ - ბრინჯაო. ამათგან ჭელიძეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ, მუმლაძე და მით უფრო პოპიაშვილი კი შედარებით ახალი სახეებია.

ახალგაზრდებს უფრო დაეტყოთ კორეელი მწვრთნელის შეკრებები და ხელი. განსაკუთრებით - ბიჭებს, რომლებმაც შედეგებსაც მოუმატეს და მწვრთნელი მათზე უკვე გარკვეულ გათვლებსაც აკეთებს. მათი უფროსთა ევროპის ჩემპიონატზე გაგზავნაც იგეგმება იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლით უფროსებთან მოუწევთ პაექრობა.

ამჯერად დუშეთში ირაკლი ქვლივიძემ გაიმარჯვა, მეორეზე გიორგი წიბლიაშვილი გავიდა, მესამეზე - ლაშა ფხაკაძე. ამათგან ქვლივიძე და ფხაკაძე ახალგაზრდული ნაკრების წევრებად მოიაზრებიან. ამდენად, წიბლიაშვილის წარმატება აღსანიშნავია.

ამავე ასაკის გოგოებში ნინი მეკოშკიშვილმა გაიმარჯვა, თეონა კუტალაძემ ვერცხლი მოიპოვა, ქეთევან მაკარაშვილმა - ბრინჯაო.

სპეციალისტებისთვის უცხო არც მეკოშკიშვილია, თუმცა ამ ასაკის გოგოების უდაო ლიდერად კუტალაძეა მიჩნეული, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამჯერად ჩემპიონობა სხვას დაუთმო. აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდებში გოგოებშიც და ბიჭებშიც ყველა მედალოსანი თბილისელია.

4 მარტს ჩვენი მშვილდოსნები მადრიდში გაფრინდებიან, სადაც ოლიმპიურ ბაზაზე ერთთვიან შეკრებას გაივლიან. იქ სულ 10 კაცი გაემგზავრება, ამათგან 8 - სპორტსმენი. კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს ესპანეთში ქალებთან ერთად ბიჭების ნაკრებიც მიჰყავს: ესებუა, დიასამიძე, ცინცაძე, ხათუნა ნარიმანიძე, ლანა ვერულიძე, ქვლივიძე, ფხაკაძე და თორნიკე რიჟამაძე.

ჩვენები მადრიდში ზუსტად ერთი თვე ივარჯიშებენ, მერე კი შანხაიში გაემგზავრებიან და 10-15 აპრილს მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვლენ. სავარაუდოდ, ანალოგიური რანგის ტურნირზე ისინი 1-6 მაისსაც ისვრიან, ოღონდ უკვე ანთალიაში, სადაც ამ შეჯიბრების მეორე ეტაპი გაიმართება, 21-26 მაისს კი ამსტერდამში ევროპის პირველობაა.

იქ ლონდონის ოლიმპიადის სამი ლიცენზიაც თამაშდება (ცხადია, ადგილმონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით, ანუ თუ ამ სამეულში უკვე ლიცენზირებული სპორტსმენი მოხვდება, სალიცენზიო ჩათვლიდანაც ამოვარდება და მის ადგილს მომდევნო უსაგზურო დაიკავებს), თუმცა ჩვენებისთვის მთავარი სალიცენზიო შეჯიბრება 17-23 მაისს ამერიკულ ოგდენში გასამართი მსოფლიოს თასის მესამე ეტაპია. იქ გუნდურ სამეულში შესვლა ლონდონში სამი მონაწილით გამოსვლის უფლებას მოგვცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა