ინგლისის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლის სტიუარტ პირსის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართა
27 თებერვალს ინგლისის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლის სტიუარტ პირსის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართა.

29 თებერვალს ინგლისს "უემბლიზე" მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან ელის დაპირისპირება. ამ გუნდებს შორის ლეგენდარულ სტადიონზე ეს მე-7 მატჩი იქნება. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებში მასპინძლებს მინიმალური უპირატესობა აქვთ, 2 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულზე ევროპის ჩემპიონატი გველის, კაპელოს გადადგომა ნამდვილად არ იყო საუკეთესო ნაბიჯი ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირსი მშვენიერი მწვრთნელია და ჰოლანდიელებთან შეხვედრაში

ღირსეულად გაგვიძღვება," - განუცხადა "ასოშიეიტედ პრესს" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა.

ის, რაც ინგლისის ნაკრებს დაემართა, გულშემატკივრებში ნამდვილად იწვევს შეშფოთებას. ეს ბუნებრივიც არის, რადგან იტალიელის ხელმძღვანელობით ბოლო ხანს გუნდი საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა. კაპელომ ინგლისი ის იყო "დაქოქა" და ტაქტიკა დახვეწა, რაც 15 ნოემბერს ესპანეთთან შეხვედრაშიც (1:0) გამოჩნდა.

ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სტიუარტ პირსი ექსპერიმენტებს მოერიდება და წინამორბედის სქემებს არ უღალატებს. მათი თქმით, 4-5-1-დან ინგლისელთათვის ტრადიციულ 4-4-2-ის განლაგებაზე დაბრუნება ნაკრებს მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის. მით უფრო, რომ 49 წლის დამრიგებელს უეინ რუნისა და დარენ ბენტის გარეშე მოუწევს თამაში. გარდა სამწვრთნელო გადაადგილებისა, ინგლისელთა ბანაკში ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუ ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი. ერთი სიტყვით, ჯერ პირსს და შემდეგ მის სრულფასოვან შემცვლელს (საფეხბურთო ასოციაცია ახალ თავკაცს მაისში დაასახელებს) მრავალ პრობლემასთან მოუწევთ გამკლავება.

რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს. არც "ნარინჯისფერთა" ბანაკშია სრული იდილია. ყველაზე დიდ შეშფოთებას გუნდის ლიდერების არიენ რობენისა და ვესლი სნეიდერის ცუდი ფორმა იწვევს.

თავდაპირველად დასახელებული გუნდიდან შეკრებაზე არ იქნება "სუონსის" მეკარე მიხაელ ვორმი. მას საჭმლის მომნელებელ სისტემასთან აქვს პრობლემები. ბერტ ვან მარვიიკის განკარგულებაში არ იქნება რაფაელ ვან დერ ვაარტიც, ვინც ტრავმის მოშუშების შემდეგ პრემიერლიგის 26-ე ტურში "არსენალთან" მეორე ტაიმში გამოჩნდა და მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. ახლა 29 წლის შემტევ ნახევარმცველს 4-5 დღით დასვენება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისთან მისი ასპარეზობა გამორიცხულია.

როგორც ირკვევა, ბაიერნელ არიენ რობენს ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ აწუხებს. აი, რას ამბობს ის: "ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უფრო რთული ტრავმაა. ტკივილებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვგრძნობ, რაც 100%-ით პოტენციალის გამოვლენაში ხელს მიშლის. არ ვიცი რანაირად მოვიქცე. ფაქტია, რომ ფორმაში შესასვლელად ჯერ კიდევ მჭირდება გარკვეული დრო".

ჰოლანდიელთა შორის სიახლეა ის, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა "მილანის" 25 წლის უნივერსალი ურბი ემანუელსონი. "როსონერიში" გადასვლის შემდეგ მას სათამაშო პრაქტიკა აკლდა და ვან მარვიიკი ამიტომაც აღარ იძახებდა. წელს კი სიტუაცია აშკარად გამოსწორდა. ემანუელსონს "ნარინჯისფერთა" შორის ბოლოს შარშან უნგრეთთან 29 მარტს ჰქონდა ნათამაშები. "ნაკრებში დაბრუნება მშვენიერი განცდაა.

პროგრესის მიზნით ძალიან ბევრს ვშრომობდი და ეს "მილანშიც" დამიფასდა და ეროვნულ გუნდშიც. ვეცდები, ამდენი სიხარულის გამო ეიფორიაში არ ჩავვარდე. მინდა, რომ მარვიიკის გუნდის მუდმივი წევრის სტატუსით ვსარგებლობდე," - ამბობს ის.

ზემოთაც დავწერეთ, რომ ჰოლანდიელებს რობენისა და სნეიდერის ცუდ ფორმაში ყოფნა საფიქრალს უჩენს-თქო. სამაგიეროდ, ნაკრებს

ყველაფერი რიგზე აქვს თავდასხმის ხაზში, სადაც მას პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები ჰყავს. მიმდინარე სეზონში "არსენალში" რობინ ვან პერსის 26 შეხვედრაში 23 გოლის გარდა 8 საგოლე გადაცემა აქვს. შალკელ კლაას იან ჰუნტელაარს კი 22 მატჩში 18 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის