"არსენალთან" "ტოტენჰემის" განადგურება ყველაზე მტკივნეული "დეზების" ტოგოელი თავდამსხმელისთვის აღმოჩნდა
"არსენალთან" "ტოტენჰემის" განადგურება ყველაზე მტკივნეული "დეზების" ტოგოელი თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორისთვის აღმოჩნდა და რატომ, დიდი განმარტება არც სჭირდება.

"მეთოფეთა" ყოფილი ფეხბურთელისა და ამ გუნდის გულშემატკივრების დაძაბული ურთიერთობის შესახებ ალბათ ყველას მოეხსენება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ დაკარგონ სიფხიზლე, საკუთარი ძალების რწმენა და პრემიერლიგის დაკვნითი ნაწილი ძველებურად მაღალ დონეზე ჩაატარონ.

"ტოტენჰემს" უქმეებზე მორიგი რთული დაპირისპირება ელის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. კიდევ ერთი წაფორხილება და სხვაობა "ჩელსისთან" და იმავე "არსენალთან" უკვე 4 ქულამდე შეიძლება შემცირდეს.

აი, რა თქვა ფეხბურთელმა "ტოტენჰემის" საკლუბო არხთან ინტერვიუში: "თუკი ჯერ კიდევ გვაქვს ამბიცია, რომ პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, მაშინ "იუნაიტედთან" აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მართალია, "არსენალთან" უმძიმესი მარცხვი ვიწვნიეთ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც წინ უნდა ვიაროთ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინოთ.

მას შემდეგ, რაც "არსენალს" პენალტი გავუტანე, მომეჩვენა, რომ თამაშში გარდატეხა უკვე შეტანილი გვქონდა, მაგრამ ხომ ნახეთ, "არსენალმა" ძალები მოიკრიბა და დიდებულად ათამაშდა, რასაც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს გულითადად ვულოცავ. წავაგეთ, თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამიერიდან დარჩენილ შეხვედრებზე კონცენტრირებაა საჭირო.

"იუნაიტედთან" მატჩზე დიდი გამოცდა ჩვენთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მხოლოდ თავდადება და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება გვჭირდება, რათა ძველ კალაპოტს, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა