ანდრე ვილაშ ბოაშმა თქვა, ფრენკ ლემპარდს ყველაფერში რატომ უნდა ვუგებდე, ჩემი ცოლი კი არ არისო
ESPN-ის ცნობით, “ლივერპულის” ექსთავკაცი რაფაელ ბენიტესი დათანხმდა, ანდრე ვილაშ ბოაშის ადგილი დაიკავოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში “ჩელსიმ” “ბოლტონს” იოლად სძლია, “ლურჯების” ბანაკში სიტუაცია მაინც კრიტიკულია. უკვე ბევრი საფეხბურთო ექსპერტი წერს, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელს არ ჰყოფნის არც გამოცდილება და არც ავტორიტეტი, რათა კრიზისში ჩაფლულ გუნდს უწამლოს.

კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი კი ჯერ კიდევ ყოყმანობს, გადადგას თუ არა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი და გაუშვას თუ არა გუნდიდან სპეციალისტი, რომელსაც რამდენიმე ავტორიტეტულ ფეხბურთელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მით უფრო, ისეთ ფიგურასთან, როგორიც ფრენკ ლემპარდია.

ახლახან თქვა მწვრთნელმა შეგირდზე, ფრენკს ყველაფერში რატომ უნდა ვუგებდე, ჩემი ცოლი კი არ არისო.

“ჩელსის” ვიცე-კაპიტანი კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული მწვრთნელებისადმი დაუმორჩილებლობაში და რაკი ვილაშ ბოაშმა მას კრიტიკული სიტყვები პრესის გასაგონადაც ათქმევინა, ესე იგი, სიტუაცია მართლა განსაკუთრებულია.

ზემოთ რაფა ბენიტესი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ, რომ სწორედ მის ხელში თამაშობდა ფერნანდო ტორესი საუკეთესო ფეხბურთს. იქნება და სწორედ ძველი “ელ ნინიოს” დაბრუნება გახდეს “ჩელსის” მრავალი პრობლემის გასაღები. ვინ იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა