საქართველოს ჩემპიონატი. XXI ტურის გამოტოვებული მატჩი
ზესტაფონი. სტადიონი, დ.აბაშიძე, 1000 მაყურებელი

ზესტაფონი-სპარტაკი 5:2

1:0 გრიგალაშვილი (13. გორგიაშვილის პასით), 2:0 დვალი (19), 3:0 დვალი (52.პენალტით), 3:1 მელქაძე (57.პენალტით), 4:1 მუჯირი (76), 4:2 შარაშენიძე (85. მაისურაძის პასით), 5:2 დვალი (88. მუჯირის პასით)

ზესტაფონი სპარტაკი

4-4-2 4-2-3-1

მამალაძე ნადირაძე

ღონღაძე ჭაფოძე

გ.ონიანი ორბელაძე

საჯაია ლომაია

ელიავა ნ. მაისურაძე

გორგიაშვილი ტეტუნაშვილი

შარიქაძე გურეშიძე

მენთეშაშვილი შარაშენიძე

შ. გრიგალაშვილი თ. შონია

წინამძღვრიშვილი ჩაფიძე

დვალი მელქაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.ჭიაბრიშვილი ვ.ხაჩიძე

ზესტაფონი

50. მენთეშაშვილი-გ.ბერაია

53. წინამზღვრიშვილი-მუჯირი

71. გორგიაშვილი-რაჟამაშვილი

სათადარიგოები: მეშველიანი, კობახიძე, თ.გრიგალაშვილი, ს.ლომია

სპარტაკი

40. ტეტუნაშვილი- დ. გელაშვილი

46. ორბელაძე-ბურძენაძე

68. გურეშიძე-გაბაშვილი

სათადარიგოები: ბერია, ჯიშკარიანი, თუხარელი, ნარიმანიძე

გაფრთხილება: ლომაია (2), ნადირაძე (51), დვალი (61)

არბიტრი: ა.კრიჭაშვილი

მოქმედ ჩემპიონთან და გათამაშების ლიდერთან შეხვედრა "სპარტაკისთვის" მეტად მნიშვნელოვანი იყო. ცხინვალელები საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვიან და მათთვის თითოული ქულა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებს არც ამ თამაშში აკლდათ მონდომება, მაგრამ როგორც მატჩის შემდეგ ცხინვალელთა თავკაცმა აღნიშნა, "სპარტაკმა" თავისი მონდომებით "ზესტაფონის" კლასი ვერ გადაწონა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრო.

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. ლაშა ჩაფიძემ მარჯვენა ფლანგიდან ლევან მელქაძეს საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გაუკეთა, თუმცა სტუმართა ფორვარდი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვარდნაში ბურთს ვერ შეწვდა. ზესტაფონელთა საპასუხო შეტევას გოლი მოჰყვა. თორნიკე გორგიაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ შოთა გრიგალაშვილს ზუსტი პასი გაუკეთა, მანაც გამოზომილი დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი.

მასპინძელთა მეორე გოლს დიდხანს არ დაუგვიანია, მატჩის გმირმა ჯაბა დვალმა გრიგალაშვილთან კედელი გაითამაშა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბოლოს გიორგი ნადირაძეც ჩამოიცილა და ცარიელ კარში გაიტანა. ამის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილს ჰქონდა ზედიზედ სამი საგოლე მომენტი, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყოჩაღა. სტუმართაგან კი თემურ შარაშენიძის სახიფათო დარტყმაა აღსანიშნავი.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეტევები განაგრძეს და დვალმა პენალტით თავის მეორე გოლი გაიტანა. ცხინვალელებმა ხუთიოდე წუთში ერთი ბურთი პენალტივე გაქვითეს, რომელის შესრულებაც საკუთარ თავზე ლევან მელქაძემ აიღო.

გატანილმა გოლმა სტუმრებზე დადებითად იმოქმედა. მათი მორიგი იერიშის შემდეგ ზესტაფონელთა კარის ბადეში ბურთი კიდევ ერთხელ აფრთხიალდა, თუმცა დავით ლომაიას გოლისას მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ბურთი არ ჩაითვალა.

ამასობაში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ იხეირეს. შეტევაში ზესტაფონელთა მარცხენაფლანგელი ზაალ ელიავა ჩაერთო და საჯარიმოს რკალში მყოფ დავით მუჯირს გამოზომილი პასი გაუკეთა, "მუმუმაც" არ დაახანა და ბურთი შეუჩერებლივ გადაგზავნა ნადირაძის კარში. მორიგი შეტევისას მუჯირს თითქმის ანალოგიური გადაცემა დავით რაჟამაშვილმა გაუკეთა, თუმცა ამჯერად მისი დარტყმა ზუსტი არ აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ხაჩიძის შეგირდებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მეკარესთან პირისპირ გასულმა შარაშენიძემ ანგარიშიც შეამცირა, მაგრამ სამიოდე წუთში დვალმა ულამაზესი გოლით ჰეთ თრიქი შეასრულა და სტატუს ქვო აღადგინა. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია მუჯირის შესანიშნავი გადაცემაც, რომლის შემდეგაც დვალმა ბურთი მარჯვნიდან მარცხენა ფეხზე გადაიტანა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა