"ჩელსის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის ავტობიოგრაფიაში უამრავ საინტერესო და კომიკურ ეპიზოდს აღწერს, მაგრამ ის, რაც მან საზოგადოებას "არისტოკრატთა" რუსი ნახევარმცველის იური ჟირკოვის შესახებ უამბო, კომიზმის ნამდვილი მარგალიტია.

"ჩელსის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის ავტობიოგრაფიაში უამრავ საინტერესო და კომიკურ ეპიზოდს აღწერს, მაგრამ ის, რაც მან საზოგადოებას "არისტოკრატთა" რუსი ნახევარმცველის იური ჟირკოვის შესახებ უამბო, კომიზმის ნამდვილი მარგალიტია.

"ჩელსიში" თურმე ასეთი რიტუალი ყოფილა – გუნდის ახალბედა ვალდებულია, ყველა თანაგუნდელის თანდასწრებითა და კარაოკეს აკომპანემენტით რომელიმე პოპულარული სიმღერა შეასრულოს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვლიან მას "ჩელსის" ნამდვილ წევრად.

ახლა კი სიტყვა ანჩელოტის დავუთმოთ:

"როგორც ნახევარმცველი, ჟირკოვი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. ერთადერთი, მას სიმღერა არ ეხერხება. რათა ამ გუნდს შეუერთდე, კონტრაქტზე ხელის მოწერა საკმარისი არავის ეგონოს. კიდევ ერთი, უფრო რთული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, თანაც მისი ჩაბარებისას გარეშე დახმარებისა თუ თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეს. მოთამაშემ წმინდა რიტუალი უნდა გაიაროს – კარაოკეს თანხლებით იმღეროს. ჟირკოვმა ეს პროცედურა ლოს ანჯელესში, ჩვენი ჩრდილოამერიკული ტურნეს მსვლელობისას გაიარა. იმ ეპიზოდის მერე რამდენიმე დღის განმავლობაში იურის ბევრი დაცინვის ატანა მოუხდა.

ჟირკოვი სკამზე ავიდა და სიმღერა დაიწყო. ამაზე საშინელი ცხოვრებაში არაფერი მომისმენია. ეს იყო კატასტროფა – ჟირკოვმა ერთი ნოტიც ვერ იმღერა სწორად. ზოგიერთ ფეხბურთელს საკვები გადაცდა, ის კი სკამზე იდგა და ისე ბღაოდა, როგორც მდინარეში ჩავარდნილი კატა, როგორც ღობეში გაჩხერილი ღორი. ეს ორ წუთს გაგრძელდა. ფეხბურთელებმა ჟირკოვი არ დაინდეს და ეს კაკოფონია არ გააჩერეს. პეტრ ჩეჰმა თავისი დამცავი შლემის ძებნა დავიწყო – ეგებ სმენის დაკარგვისგან მიხსნასო...

იმ ფსიქოლოგიური ტრავმის მერე ჟირკოვი დღემდე ვერ ახერხებს აზრზე მოსვლას..."

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა