სერ ალექს ფერგიუსონი "ტოტენჰემთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით აღფრთოვანებული დარჩა
სერ ალექს ფერგიუსონი "ტოტენჰემთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით აღფრთოვანებული დარჩა. შოტლანდიელის თქმით, მისმა გუნდმა სამი ქულა ალალად დაიმსახურა: "რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ჩვენი მეტოქე დიდებულად თამაშობდა. ჩვენ კი ამ მონაკვეთში ალბათ არასწორი ტაქტიკა გვქონდა არჩეული.

მეორე ნახევარში საქმეს ხელი მოვკიდეთ და თამაშს მოვუმატეთ. ამის გაკეთება პირველ ტაიმშიც ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კონცენტრაცია გავზარდეთ. გუნდურმა თამაშმა შედეგები გამოიღო. ეს კი მატჩში გადამწყვეტ ეტაპი გამოდგა. ჩვენმა მცველებმა უბრალოდ ფანტასტიკურად იმუშავეს.

"ტოტენჰემი" დიდი გუნდია და მისი შეუფასებლობა კარგს არაფერს მოგვიტანდა. მგონი მეტის თქმა საჭირო აღარც არის, რადგან მიმდინარე სეზონში "უაით ჰართ ლეინზე" მათთვის ეს მხოლოდ მეორე წაგება იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი მათ კართან ჩვენ მიერ შექმნილი პირველი რეალური საგოლე მომენტი გახლდათ. ეს მშვენიერი გოლი იყო, თუმცა არა მგონია, უეინს სცოდნოდა, რომ ამ დარტყმით მასპინძლებს მომაკვდინებელ დარტყმას აყენებდა.

გასახდელში მათ ალბათ ერთადერთი შეკითხვა აწუხებდათ, რანაირად მოვახერხეთ ასეთი თამაშის ფონზე გოლის გაშვებაო.

იანვრიდან მოყოლებული ყველა წამყვან გუნდთან გვქონდა შეხვედრა. ეს იყო ძალიან დაძაბული პერიოდი ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ. თანაც უმეტესად კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. სერიოზული ფაქტორია დავიდ დე ხეას სტაბილური თამაში.

"ტოტენჰემთან" მეორე ტაიმში მან გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან. დარჩენილ მატჩებში ჩემპიონობის მაძიებელმა გუნდებმა შეიძლება მოულოდნელად წაიფორხილონ. ჩვენ ისე უნდა მოვახერხოთ, რომ მეტოქეზე ნაკლები ქულა დავკარგოთ," – ამბობს ალექს ფერგიუსონი.

იღბალი ზურგშექცევით

"ტოტენჰემის" თავკაცს გული ყველაზე მეტად იმის გამო სწყდება, რომ მისი გუნდი თამაშის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის. აი რა თქვა რედნაპმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე: "შესვენებაზე როცა მივდიოდი არც კი მჯეროდა, რომ 1:0-ს ვაგებდით. გულწრფელად რომ გითხრათ, გოლის გატანას მხოლოდ ჩვენ ვიმსახურებდით. აღნიშნული მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით.

სანდრომ და ლივერმორმა მოედნის ცენტრში დიდებულად ითამაშეს, მათ კერიკსა და სქოულზს ცენტრისთვის ბრძოლა მოუგეს. ასე რომ, მოედნის ცენტში რაიმეს შეცვლა საღ აზრს მოკლებული იყო. სხვებმაც იმდენად კარგად ითამაშეს, რომ მათგან მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვდი. იცით, ხანდახან წარმატებისთვის იღბალი გჭირდება, რამაც დღეს ზურგი გვაქცია.

მეორე გოლი როცა გავუშვით, მერე მატჩის შემოტრიალება უკვე შეუძლებელი იყო. უპირველესად ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. ადებაიორის არჩათვლილი გოლის მომენტში არბიტრმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ინტერპრეტაცია მრავალნაირად შეიძლებოდა. მარცხის მიუხედავად, ჩემი ბიჭების ძველებურად მჯერა. მინდა, რომ მესამე ადგილი დავიკავოთ და ცხრილში "არსენალზე" და "ჩელსიზე" მაღალი ადგილი დავიკავოთ. ამ მიზნის მიღწევა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა