მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი მზადაა, სეზონის ბოლოს "სანტიაგო ბერნაბეუ" დატოვოს
"დეილი ექსპრესის" ცნობით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზადაა, სეზონის ბოლოს დატოვოს "სანტიაგო ბერნაბეუ" და "ჩელსის" დაუბრუნდეს.

ოღონდ ამისთვის მას თავისი მოთხოვნები აქვს: რომან აბრამოვიჩისგან წელიწადში ის 12 მილიონ ფუნტსა და კრიშტიანო რონალდოს გადაბირებას ითხოვს.

ასეთ შემთხვევაში "განსაკუთრებული კაცი" მზად იქნება, "ჩელსიზე" მეორე ქორწინებას მოაწეროს ხელი. 12-მილიონიანი ანაზღაურება ძალიან ბევრია, თუმცა მაინც შეიძლება წარმოდგენა, რომ რუსი ოლიგარქი ამას დათანხმდება.

აი, რამდენად რეალურია, რომ "რეალი", მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, "ოქროს კვერცხისმდებელ ქათამს" გაყიდის, ამაზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია.

"სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობას კიდევ რამდენიმე მწვრთნელს უწინასწარმეტყველებენ. მათ შორისაა პეპ გვარდიოლა. თუმცა ესეც ზღაპრების სერიიდან გვგონია. თუ თავად კატალონიელმა სპეციალისტმა არ მოინდომა ძალიან, აბრამოვიჩს "ბარსასთან" მოლაპარაკება გაუჭირდება.

ყველაზე რეალური ვარიანტი, ჩვენი აზრით, მაინც რაფაელ ბენიტესია. უმთავრესი, რაც "ჩელსის" ბოსს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს, ეს ევროპული ტიტულის არქონაა. ესპანელ მწვრთნელს კი ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ კონტინენტის მასშტაბით აქვს მოპოვებული.

დასახელდა ჰარი რედნაპის კანდიდატურაც, მაგრამ მან თავად განაცხადა, ამის შანსი არ არსებობსო. რედნაპი თუკი "ტოტენჰემიდან" წავა, მხოლოდ ინგლისის ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა