შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლივერპულში "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" სტუმრობს და ამ თამაშის გამო აჟიოტაჟია ატეხილი. მიზეზი...

შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლივერპულში "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" სტუმრობს და ამ თამაშის გამო აჟიოტაჟია ატეხილი. მიზეზი: მას მერე, რაც ცოლის ღალატის ამბავი გაუგეს და გაზეთებში ერთი ამბავია, "იუნაიტედის" ვარსკვლავი უეინ რუნი პირველად თამაშობს მშობლიურ ქალაქში, მშობლიური გუნდის წინააღმდეგ - "ევერტონის" ფანებს, რომელთაც რუნისთვის გუნდის მიტოვება და სხვაგან გადასვლა დღემდე ვერ უპატიებათ, ლანძღვა-გინების დამატებითი მიზეზი მიეცათ.

ის კი არა, "მირორის" ცნობით სტადიონზე უსაფრთხოებას დამატებით გააძლიერებენ, თუმცა ამ ნათქვამს განმარტება სჭირდება: როგორც ცნობილი გახდა "გუდისონ პარკის" სტიუარდებსა და პოლიციელებს საგანგებო ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ და დაავალებენ რუნის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, თუმცა ქალაქის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას არ აპირებს. სპეცრაზმი საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ ფეხბურთელის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მართლა დაემუქრება საფრთხე. შეგახსენებთ, რომ რუნი "ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წელს 27 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ლივერპულის პოლიციის პრესმდივანმა განაცხადა: "ჯერჯერობით, ეს ჩვეულებრივი A კატეგორიის შეხვედრაა, რომლის უსაფრთხოების დასაცავადჩვენ განვალაგებთ პოლიციელთა წესით დაგდენილ რაოდენობას. დამატებით ძალებს საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავრთავთ თუ რომელიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ რაიმე სახიფათო მოქმედებას შევამჩნევთ".

საინტერესო კი ის არის, რომ "ევერტონის" ფანთა მუდმივი მუქარის მიუხედავად რუნი გულის სიღრმეში მაინც თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის ერთგული რჩება. ერთი ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:

"ევერტონელებს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მინდა ეს გუნდი ყოველ სეზონში მეორე ადგილზე გადიოდეს... ჩვენს შემდეგ, რასაკვირველია. აქაური ფანები ყოველთვის მისტვენენ, მაგრამ ამაში ბოროტი განზრახვა არ არის. ყოველი ლანძღვა, რომელიც ტრიბუნიდან მესმის უფრო მეტი ბრძოლისთვის გამმაწყობს და უკეთ ვთამაშობ ხოლმე. მთავარი კი ჩემთვის, რასაკვირველია შედეგია".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა