საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტი რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პირველი ეტაპის ბოლო ტურმაც "დაადასტურა"
პირველი ეტაპის ბოლო ტურამდე ერთადერთს მხოლოდ ბოლნისის "სიონს" არ ჰქონდა სტუმრად გამარჯვება მოპოვებული და აი, ნავსი გატყდა: ქვემოქართლურ "დერბიში" "სიონმა" ამ სეზონში უკვე მეორედ დააკარგვინა ქულები "მეტალურგს".

თუმცა, ისიც საკითხავია, ვის სჭირდებოდა ეს ქულები: "მეტალურგისათვისაც" და "სიონისთვისაც" ეს მატჩი ხომ, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავდა - ორივე გუნდისთვის ნებისმიერი შედეგი "მისაღები" იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, მშვიდი "დერბის" მოლოდინიც გვქონდა.

ერთი შეხედვით, ფეხბურთელებს თავი მართლაც "არ გაუგიჟებიათ" და თამაშის უმოტივაციო შინაარსიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები ძალიან დამწუხრებული დარჩნენ ზედიზედ მეორე წაგების გამო (იგივეს თქმა შეიძლება გამარჯვებისგან გამოწვეულ სტუმართა "სიხარულზეც"). თუმცა, ვერც "მეტალურგს" და ვერც "სიონს" ვერავინ გაამტყუნებს - ჩემპიონატის რეგლამენტი რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პირველი ეტაპის ბოლო ტურმაც "დაადასტურა".

ისე, გუშინდელ ქვემოქართლურ "დერბის" მაინც არ ჩაუვლია "უხმაუროდ" თუ "უემოციოდ": მატჩის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, სათადარიგოთა სკამიდან ტრიბუნაზე ასვლა რომ მოუწია სტუმართა თავკაცს ხვიჩა ქასრაშვილს. მიზეზი კი ის იყო, რომ ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა ხმამაღლა გამოხატა პროტესტი არბიტრის ქმედების გამო: ზვიად მეტრეველმა უწყინარ სიტუაციაში გაფრთხილება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სიონის" ფორვარდს მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

მომდევნო მატჩი კი, 8 მარტს გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ბოლნისელთათვის მეტად და მეტად მნიშვნელოვანი იქნება (ისე, როგორც ყველა დანარჩენი). თუმცა, ალბათ, სჯობს, ისევ გუშინდელ "დერბის" დავუბრუნდეთ: კვლავაც არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და გიორგი სეთურიძის ზუსტი პასის მერე ირაკლი სიხარულიძეს კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

სიხარულიძემ ეს "შეცდომა" მალე გამოასწორა და ირაკლი მაისურაძესთან გათამაშებული კომბინაცია მეტოქის კარის შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაამთავრა.

ამ გოლის მერე მოედანზე მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში წარიმართა, თუმცა სტუმრები დროდადრო სწრაფ და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. აი, თუნდაც ის ეპიზოდი გავიხსენოთ, მარცხენა ფლანგიდან თენგიზ ჩიკვილაძის გადაცემას ვილი ისიანი რომ "გამოეხმაურა", მაგრამ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. თუმცა რამდენიმე წუთში ანალოგიური კომბინაცია ვიხილეთ იგივე ფეხბურთელების შესრულებით და ისიანმაც ანგარიში გაათანაბრა.

სულ მალე კი ბოლნისელებმა მეორე გოლიც გაიტანეს: დავით ბოლქვაძემ, როგორც სჩვევია, მოხდენილი პასით ჯაბა უგულავა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და "სიონის" 19 წლის ფორვარდმაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მასპინძელთა მომენტებიც უნდა ვახსენოთ, თუმცა გიორგი ქავთარაძისა და ირაკლი მაისურაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მეორე ტაიმში მასპინძლები შესამჩნევად გააქტიურდნენ, "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა მოედანზე სამი შემტევიც (ირაკლი მოდებაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ჭედია) შემოიყვანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, მასპინძლებს მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდათ, მაგრამ გიორგი ქავთარაძის, რევაზ გეწაძისა და მიხეილ მახვილაძის დარტყმებს სიზუსტე აკლდათ.

ნურც "სიონის" მეკარეს დავუკარგავთ გარჯას: 22 წლის ვახტანგ ლობჟანიძეს (ისე, როგორც ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში) ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. განსაკუთრებით კი ის ეპიზოდ(ებ)ი უნდა აღვნიშნოთ, როცა ლობჟანიძემ ერთწუთიან ინტერვალში გეწაძისა და მოდებაძის სახიფათო დარტყმები მოიგერია.

08. 03. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

მეტალურგი-სიონი 1:2

1:0 სიხარულიძე (8, მაისურაძის პასით), 1:1 ისიანი (39, ჩიკვილაძის პასით), 1:2 უგულავა (43, ბოლქვაძის პასით).

მეტალურგი (4-2-3-1) სიონი (4-3-2-1)

ბედიაშვილი ლობჟანიძე

სეთურიძე ავსაჯანიშვილი

კვარაცხელია გ. ოქროპირიძე

მახვილაძე ქემოკლიძე

ს. თოდუა ჩიკვილაძე

ქავთარაძე ისიანი

რაზმაძე ნემსაძე

თექთურმანიძე ჭანკოტაძე

ი. მაისურაძე დ. ბოლქვაძე

გეწაძე უგულავა

სიხარულიძე ხურციძე

მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: ხ. ქასრაშვილი

მეტალურგი

60. თექთურმანიძე - ტატანაშვილი

70. სეთურიძე - ჭედია

78. მაისურაძე - მოდებაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ოთარაშვილი, ექვთიმიშვილი

სიონი

46. ჭანკოტაძე - გველესიანი

46. უგულავა - ხიდეშელი

78. ხურციძე - მეტრეველი

სათადარიგოები: ზუხბაია, კაციტაძე, კობაური, ჯოჯუა

გაფრთხილება: თექთურმანიძე (44), კვარაცხელია (65), მეტრეველი (85)

არბიტრი: ი. ურუშაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე