13 მარტს "ენფილდზე" პრემიერლიგის გადადებული თამაში ჩატარდება - ერთმანეთს "ლივერპული" და "ევერტონი" დაუპირისპირდებიან
13 მარტს "ენფილდზე" პრემიერლიგის გადადებული თამაში ჩატარდება - ერთმანეთს "ლივერპული" და "ევერტონი" ისტორიაში 217-ედ დაუპირისპირდებიან.

გარდა ტრადიციული საბრძოლო განწყობისა, თამაშს ინტრიგას ისიც ჰმატებს, რომ გუნდები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული განწყობით ხვდებიან. მასპინძლებს მიჯრით 3 წაგება დაუგროვდათ, სტუმრებს კი 9-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ.

აქედან ორჯერ მათ გრანდები შემუსრეს - "ჩელსი" 2:0 და "ტოტენჰემი" 1:0. თუმცა დერბი მაინც დერბია და ასეთ თამაშში გამორიცხული არაფერია.

ჟურნალისტები წერენ, რომ "მეფე კენი" სასტარტოში დააყენებს სტივენ ჯერარდს. "სანდერლენდთან" შეხვედრის მსგავსად სკამზე დარჩება ენდი კეროლი. დიდი ალბათობაა, რომ ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს გლენ ჯონსონიც.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება "ლივერპულის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. კეროლის გარდა, თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში მარტინ ატკინსონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ჯეკ როდუელი 23-ე წუთზე გააძევა. გადაწყვეტილება იმდენად აბსურდული იყო, რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა ევერტონელს დისკვალიფიკაციაც კი არ მისცა.

დღეს სერიოზული დანაკლისი ექნება "ევერტონს". მუხლის ტკივილის გამო გუნდს 24 წლის ირლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველი დარონ გიბსონი არ ეყოლება. ექიმების ვარაუდით, ლივერპულური დერბის გარდა, გიბსონს უქმეებზე "სანდერლენდთან" ასოციაციის თასის 1/4-ფინალური მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა