ჩინური "შანხაი შენხუა" ივუარელს 3-წლიან თანამშრომლობასა და სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდება
დიდიე დროგბას "ჩელსიში" წასვლა-დარჩენაზე ბოლო 3-4 თვეა ძალიან ბევრი იწერება. ჯერ იყო და ვეტერან თავდამსხმელზე თქვეს, რომ იანვარ-თებერვალში ჩატარებული აფრიკის თასის შემდეგ გუნდში აღარ დაბრუნდებაო, მაგრამ ეს ხმები დიდიემ თავად უარყო და სეზონის ბოლომდე "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა გადაწყვიტა.

მერე ისიც ითქვა, რომ "ჩელსისთან" ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ყველაფერს წერტილი დაესმებაო. თუმცა გავიდა დრო და აღქმული ხელმოწერა არ ჩანს. დროგბას გადაბირება ევროპაში არაერთ კლუბს სურს, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ ფეხბურთელის ასაკს (შაბათს, 11 მარტს ის 34 წლის გახდა და დაბადების დღეზე პრემიერლიგაში გატანილი მე-100 გოლიც იჩუქა) და მასთან ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებას გაურბიან.

სამაგიეროდ, ეს პრობლემა არ არის ჩინური "შანხაი შენხუასთვის", ვინც ივუარელს 3-წლიან თანამშრომლობას და სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდება.

კლუბის მესაკუთრე ჩჟუ ცზიუნი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გადაბირების პერსპექტივით აღფრთოვანებულია. მოგეხსენებათ, "შანხაი შენხუაში" უკვე თამაშობს "ჩელსის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა ანელკა.

ჰოჯსონი: ახალ კონტრაქტამდე შორია

"ვესტ ბრომვიჩმა" მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა. 64 წლის სპეციალისტის განცხადებით, იქამდე, ვიდრე მისი გუნდი პრემიერლიგაში ადგილს ოფიციალურად არ გაინაღდებს, საპატიო წინადადებაზე ფიქრს არ აპირებს. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობისგან ის გარკვეულ გარანტიებსაც მოითხოვს. რას იგულისხმა, ფინანსურ თუ საკადრო საკითხები, არ დაუზუსტებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა