ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საფეხბურთო კონიუნქტურა, ანუ წინ, ბევრგუნდიანი ჩემპიონატისკენ!

საფეხბურთო კონიუნქტურა, ანუ წინ, ბევრგუნდიანი ჩემპიონატისკენ!

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა 16-გუნდამდე გაზრდაზე ლაპარაკი დაიწყო
ლიტვის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა წელს, 3 თებერვალს უმაღლესი ლიგის 12-დან 10-გუნდამდე შემცირება გადაწყვიტა. ელიტა ფინანასური პრობლემების გამო "კაუნასმა" და "მაჟეიკაიამ" დატოვეს.

ლოგიკურია, როდესაც გუნდს ფული არ აქვს, მისი ადგილი უამღლეს ლიგაში არ არის. სამწუხაროდ, ეს ელემენტარული ლოგიკა საქართველოში ბევრს არ ესმის. ეტყობა, ამიტომ დაიწყო ლაპარაკი მომდევნო სეზონიდან უმაღლესი ლიგის მონაწილეთა 16-გუნდამდე გაზრდაზე.

ლოგიკა გასაგებია და მისაღებია - რაც მეტი გუნდი იქნება, მით უფრო მეტი მოთამაშე დასაქმდება და გაიზრდება. შარშან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურის 70% განახლდება. თუ გუნდებს ექნებათ პირობები და ეყოლებათ სპონსორები, 16-გუნდიანი ჩემპიონატი იდეალური იქნება.

მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი უეფას მკაცრი მოთხოვნები: უმაღლესი ლიგის კლუბმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რაც კონიუქტურულ შეხედულებებთან წინააღმდეგობაშია: აუცილებელია ფინანსური მდგრადობა და გარანტიები, კეთილმოწყობილი სტადიონები, სადაც იქნება ნორმალური გასახდელები, საშხაპეები, მოედნები, საჭირო ინფრასტრუქტურა, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, პრეს ლოჟა...

დავითვალოთ, რამდენი გუნდი პასუხობს ამ მინიმალურ მოთხოვნებს და აქვე შევთანხმდეთ, რომ მომავალში ასაშენებელი არ ითვლება. ვისაც უმაღლესში თამაშის პრეტენზია აქვს, ელემენტარული პირობები დღესვე უნდა ჰქონდეს, მომავლის იმედად კი ფედერაცია ლიცენზიას არ უნდა გასცემდეს.

მაგალითად, აჭარაში მომავლის იმედად უკვე ოთხი სტადიონი დაანგრიეს, მათ ნაცვლად კი ჯერ მხოლოდ ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

თუ უმაღლესი ლიგის 16-გუნდამდე გაზრდა სურთ, მაშინ ამ ჩემპიონატის პოტენციურ მონაწილეებად უმაღლესი ლიგის პლეი ოფისა და პლეი აუტის 16 გუნდი უნდა განვიხილოთ.

ფინალურ რვა გუნდში უპრობლემო მხოლოდ ხუთია: "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგი", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამოს" და გორის "დილა". მათ აქვთ სტადიონები, ნორმალური მოედნები და მეტ-ნაკლებად მყარი ფინანსური მდგომარეობა. ელიტას ბოლოს შეუერთდა "დილა" და გარკვეულ პერიოდამდე მაინც არ გაივლის ნაცნობ ბეწვის ხიდზე - სტადიონს ურემონტებენ და სოლიდური სპონსორიც ჰყავს - შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ ზუგდიდის "ბაია", მარტვილის "მერანი" და ფოთის "კოლხეთი". "ბაიას" არ აქვს სტადიონი, მისი დაფინანსება კი არასტაბილურია. ფოთის "კოლხეთს" აქვს მოედანი, მაგრამ არ აქვს სტადიონი და ყოველ ექვს თვეში დაფინანსებაც სათუო ხდება. ფოთში, "ფაზისზე" მართლაც ჩინებული საფარი დააგეს, მაგრამ ტრიბუნები აღარ არის და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს "პირველი მერცხალის" ცოცხალ კადრებს უყურებ.

"მერანს" სტაბილური, მაგრამ უამღლესი ლიგისთვის უკვე არასაკმარისი დაფინანსება აქვს, მარტვილის სტადიონზე კი უმაღლესი ლიგის მატჩის ჩატარება არ შეიძლება: მოედანი უხარისხოა, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები კი - არასტანდარტული. ის, რომ მალე ფედერაცია მოედანს დააგებს და სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწყება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ახლა ფლეი აუტის მონაწილეებზეც ვთქვათ: "გაგრას" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია, მაგრამ თბილისში "მერანს" ქირაობს. მართალია, გუნდს ფინანსები არ გადასდის, მაგრამ არც უჭირს და უმაღლესის პირობებს აკმაყოფილებს.

ცხინვალის "სპარტაკი" მუდმივი ბედუინია, საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და უამრავ სტადიონზე "უმასპინძლია" - გორის "ქართლზე" და "თენგიზ ბურჯანაძეზე", თბილისში "მიხეილ მესხზე", "შატილზე", "მარაკანაზე", რუსთავში "ფოლადზე". თუმცა სტადიონის ქირაობა "მოსულა", ფინანსურად კი ცხინვალელებს არ უჭირთ.

ოდესღაც საქართველოში საუკეთესო სტადიონის პატრონი ბათუმის "დინამოც" ხიზანია. ბათუმის არენის აშენება ჯერ 2011 წლისთვის იგეგმებოდა, შემდეგ 2012 წლისთვის გადადეს, მაგრამ ჯერ პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. გუნდს ფინანსურად რომ არ უჭირს, ეს არ ნიშნავს, რომ უმაღლესი ლიგისთვის საკმარისი ფული გააჩნია. მაგრამ მალე გუნდი ქობულეთის სტადიონზე გადაბარგდება და საკუთარი არენის პრობლემა მოიხსნება.

ყველაზე მეტად უმაღლესი ლიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება გურიის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ - ლანჩხუთის სტადიონის კარკასი დასანგრევი და ახლიდან ასაშენებელია. გუნდს მეტი ბიუჯეტიც მოეთხოვება. ოზურგეთის "მერცხალის" დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა კი თავად თქვა, რომ ფლეი აუტში ყველაზე ღარიბი გუნდი ჰყავთ, ოზურგეთის სტადიონს კი სრული განახლება სჭირდება.

პრობლემა არ აქვს საჩხერეს "ჩიხურას", რომლის განკარგულებაშიც არის ორი მცირე კეთილმოწყობილი სტადიონი. საჩხერის ცენტრალური არენის რეკონსტრუქცია 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ არ დაწყებულა. ორი აზრი არაა, გუნდს რომ ფინანსურად არ გაუჭირდება. ამიტომაც, უმაღლესზე ოცნება რეალური ჰგონიათ.

"ვიტ ჯორჯიას" აქვს საკუთარი სტადიონი, მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური ბიუჯეტი და ისიც ელიტ-მარაქაშია.

მოკლედ, ამ 16 გუნდიდან მოთხოვნებს აკმაყოფილებენ "ზესტაფონი", "მეტალურგი", "ტორპედო", თბილისის "დინამო", "დილა", "გაგრა", "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია", ჰა და ჰა

"სპარტაკი" და ბათუმის "დინამო". ასეთ პირობებში 16-გუნდიან ჩემპიონატზე ლაპარაკი ნაადრევი და გაუაზრებელია.

გასაგებია, რომ მეტი ფეხბურთელის დასაქმება გვინდა, მაგრამ პირობები და სპონსორები არ არიან და ჩემპიონატიც ისევე ჩავარდება, როგორც ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს. მაშინაც ეს კონიუნქტურული მოთხოვნა იყო და არა საფეხბურთო სამყაროსი.

ერთი ყოფილი გუბერნატორი ბრიყვულად ამტკიცებდა, ადგილობრივ ბიჭებს მოვიწვევ, გვერდში დამიდგებიან და წელიწადში 51 ათასი ლარი მშვენივრად გვეყოფაო. ასეთი გუნდები უმაღლეს ლიგას არაფერს შეძენენ. ჩემპიონატის დონეც მაშინ აიწევს, ლიდერი 3 ქულას რომ არ დაგეგმავს და ბრძოლაში მოიპოვებს.

და კიდევ: როცა რაოდენობის გაზრდას აპირებენ, ეს რეგლამენტში წინასწარ უნდა ჩაიწეროს. ერთი გულშემატკივრის თქმის არ იყოს, ყოველი სეზონის ბოლოს რეგლამენტის გაფარატინება სწორი არაა, მართლა ბანანის რესპუბლიკა ხომ არ ვართ.

ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებთ, უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდა შეუქცევად სახეს მიიღებს და რამდენიმე წელიწადში ყველაზე ბევრგუნდიანი ჩემპიონატი გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Toko

მშვენიერი სტატიაა. ყველა არგუმენტი ნათლადაა ჩამოყალიებებული. თუ ზოგს გულზე დაესო ეს, კიდევ უკეთესი - იმაზე მეტყველებს რომ სტატიამ თავისი დანიშნულება შეასრულა. კარგი იქნება ბევრი იწერებოდეს ასეთი კრიტიკული წერილები.

• დათო

სტატიის ბოლო წინადადება ძალიან ბავშვური და არაადეკვატურია, ისეთი როგორიც ინტრიგანი "კვირის პალიტრის" საფარ ქვეშ მყოფ გაზეთს შეეფერება. ამ ბოლო დროს პროვოკატორ გაზეთათ ჩამოყალიბდით, დაგეტყოთ "კვირის პალიტრის" ხელი.

• agro

სანამ გაფართოებას დააპირებენ იქნება ჯერ ჩემპიონატისთვის ლოგო შექმნან სირცვილია რა,ბოლსოდაბოლოს რაგაც წრე დახატონ და თქვან ეს არის ლოგოვო,რა გახდა ეს ლოგო ესეტი მოუგვარებელი

• vova

სიონზე რატომ არაფერს წერ მერაბ მამულაშვილო?

• Irakli K

100%ით ვეთანხმები სტატიის ავტორს. როგორც იქნა ერთმა ჭკვიანმა კაცმა მაინც დაწერა, რომ დონის ინფრასტრუქტურით და ამ ბიუჯეტების და ამ ფინანსური მდგომარეობის გუნდებით არ შეიძლება 16 გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება. ბოლოს და ბოლოს იმ 16 გუნდის ბიუჯეტები რომ ყველა ერთად დავაჯამოთ თუნდაც რუსეთის პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდის "სპარტაკ ნალჩიკის" ბიუჯეტსაც კი არ აღემატება. და ამ შესაძლებლობების მქონე გუნდებით გვინდა 16 გუნდიანი კონკურენტული ჩემპიონატის ჩატარება ???? თუ კი ეკონომიკურად უაღრესად განვითარებული ქვეყნები: ისეთები როგორიცაა შვეიცარია და ავსტრია - 10 გუნდიან ჩემპიონატს ატარებენ, ჩვენ რატომ არ გვეკადრება 10 გუნდიანი ჩემპიონატი. იქნებ ყველამ ერთად მოვუწოდოთ რომ მსგავსი სისულელე არ ჩაიდინონ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• vaska

14 გუნდიანი 26 ტური იქნება.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია