"ბარსელონაში" ჯერ კიდევ სწამთ, რომ პეპი დათანხმდება კლუბთან ახალ ერთწლიან ხელშეკრულებას
"ბარსელონაში" ჯერ კიდევ დარწმუნებულები არიან, რომ პეპ გვარდიოლა დათანხმდება კლუბთან ახალ ერთწლიან ხელშეკრულებას და ამით დაასამარებს "ჩელსის" ოცნებას, რომ ის ანდრე ვილაშ ბოაშის მემკვიდრედ დანიშნოს. კატალონიელებს სჯერათ, რომ ეს უახლოეს დღეებშიც კი შეიძლება მოხდეს.

აი, რა თქვა "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ პრესკონფერენციაზე:

"პეპმა იცის, რომ აქ ის სახლშია და მას მთელი "ბარსელონა" გვერდში უდგას. ყველაფერი კარგად დამთავრდება. პეპი აუცილებლად განაგრძობს ჩვენთან მუშაობას, რადგან ესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი".

თავის მხრივ "ჩელსიმაც" დაზვერა სიტუაცია გვარდიოლასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ რაც უნდა ძალიან მოვინდომოთ, გვარდიოლას გადაფასება შეუძლებელიაო:

"პეპი კლუბისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი. მან მოსვლის დღიდან ყველაფერი შეცვალა ჩვენ ირგვლივ. ჩემთვის გვარდიოლა საკლუბო პროექტების განუყოფელი ნაწილია. იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება, თუმცა რას გადაწყვეტს, ეს მხოლოდ მისი საქმეა. გულსატკენი იქნება, თუკი საქმის გაგრძელება მის გარეშე მოგვიწევს".

როგორც ჩანს, ვილაშ ბოაშის მემკვიდრეთა სია კიდევ ერთით შეთხელდა. "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომდევნო სეზონშიც დარჩება. პორტუგალიელ სპეციალისტს ლონდონში დაბრუნებას უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებდნენ.

რონალდომ შეკითხვაზე, დამოკიდებულია თუ არა მოუს "რეალში" დარჩენა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამარჯვებაზე, მოკლედ უპასუხა: "არა"!

თუმცა საბოლოოდ ვინც უნდა მივიდეს "ჩელსიში" სამუშაოდ, შეუძლია ნაკლებად ინერვიულოს გუნდში ვეტერანი ფეხბურთელების ძალაუფლებაზე. ხუან მატამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ვილაშ ბოაშის თანამდებობიდან დათხოვნა ფეხბურთელების მიერ გასახდელში დაიგეგმა.

"არცერთ ფეხბურთელს მსგავსი რამ არ ჩაუდენია და მწვრთნელის გაშვება ამ გზით არ უფიქრია. ის ჩვენი მწვრთნელი იყო და ჩვენ მისი ბოლომდე გვჯეროდა. მას მართლა კარგი იდეები ჰქონდა. კლუბში დიდი ცვლილებების დანერგვა სურდა, მაგრამ ამის გამო მას მტრად არავინ გადაკიდებია. თუმცა რამდენად იყო ეს იდეები მორგებული "ჩელსის", სხვა საქმეა.

მას იმ ჩანაფიქრების განხორციელება სურდა, რომლებზეც ის ჯერ კიდევ "პორტუში" ფიქრობდა. მეტოქეზე მაქსიმალური ზეწოლა, ბურთის ართმევა და გამუდმებული შეტევები არ არის "ჩელსის" სტილი. ჩვენც შემტევი, თუმცა უფრო ძალისმიერი გუნდი ვართ. შესაძლოა, ის რასაც მწვრთნელი აკეთებდა, იდეების თავზე მოხვევა ვუწოდოთ, რომელსაც გუნდი ვერა და ვერ შეეგუა," - ამბობს ესპანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა