ვალენსიამ, რუნიმ და სქოულზმა სეზონში მე-11 გასვლითი შეხვედრის მოგება აღნიშნეს
17 მარტს პრემიერლიგაში ორი მატჩი გაიმართა. "უიგანმა" "ვესტ ბრომვიჩთან" გოლი დიდწილად ვიქტორ მოზესის ინდივიდუალური ოსტატობისა და ჯეიმს მაკარტურის იღბლის წყალობით შეაგდო, თუმცა უპირატესობა 11 წუთში გაანიავა.

კუთხურის გათამაშებისას ბურთი მასპინძელთა სამ მცველს გადააფრინდა თავზე და პაულ შარნერს მიუვიდა, ვისაც გოლის გატანა 3 მეტრიდან აღარ გასჭირვებია.

ზედიზედ მეორე ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზა "სუონსიმ". "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვების შემდეგ მან "ფულჰემი" "ქრეივენ კოტეჯზევე" გაანადგურა.

პირველი გოლისას ცენტრალურმა მცველმა ფილიპ სენდეროსმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რითაც გულფი სიგურდსონმა ისარგებლა და სკოტ სინკლერის პასით 2 მეტრიდან თავურით გაიტანა. ისლანდიელმა მეორედ უკვე უეინ რუტლეჯთან გაათამაშა კომბინაცია და სხვაობა ისე გაზარდა. მატჩს წერტილი ჯო ალენმა დაუსვა. გადამწყვეტ დარტყმამდე მან ცრუმოძრაობით ისევ სენდეროსი გააბითურა.

ანგარიში, რაც "მოლინიუზე" დაფიქსირდა, ლოგიკური იყო. "მანიუს" წარმატებას ჩრდილს ვერც ის აყენებს, რომ პირველის გარდა "ეშმაკებმა" ყველა დანარჩენი გოლი რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ გაიტანეს.

თავიდან "მგლები" ყინჩად კი გამოიყურებოდნენ. პირველად ბურთი კარის მიმართულებით მათ დაარტყეს, მაგრამ... გატანით მხოლოდ სტუმარს გაჰქონდა.

ფავორიტმა პირველივე რეალური საგოლე მომენტი შედეგიანად დაასრულა. უეინ რუნის კუთხურის შემდეგ კერიკმა ევანსს დაუგორა. ჩრდილოირლანდიელს ფეხის დახვედრებაღა დარჩა - 0:1.

სტუმარს გატანა მალევე შეეძლო, მაგრამ იმავე რუნის პასი ერნანდესმა საჯარიმოსთან ახლოს ცუდად დაამუშავა და მცველებმა მომენტი განმუხტეს.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მე-40 წუთზე გადაწყდა, როცა ზუბარი დროზე ადრე გაუყენეს გასახდელის გზას. არადა, არბიტრი ენტონი ტეილორი ცამდე მართალი იყო. ფრანგმა ჯერ რუნის წინააღმდეგ იუხეშა, მერე კინაღამ უელბეკს მოსტეხა ფეხი.

კაცის გამოკლებამ ვულვზელები დააბნია და 4 წუთში 2 გოლი გაუშვეს. ვალენსია კონტრშეტევაზე გაიქცა, საჯარიმოში შეჭრილმა ჰენესის შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. ეკვადორელივე იყო მომდევნო ეპიზოდის გმირი. მან უელბეკს დაუგორა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა კი ერთი შეხებით გაიტანა.

მეორე ნახევარიც "იუნაიტედის" შეტევებით დაიწყო. რაფაელის ჩაწოდება ერნანდესმა 3 მეტრიდან თავურით დააგვირგვინა. ბოლო გოლიც მექსიკელმა გაიტანა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIX ტური

ფულჰემი-სუონსი 0:3

ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, კელი - მ. დიარა (72. მერფი), დემპსი, რუისი (54. დაფი), დემბელე - პოგრებნიაკი, ს. ჯონსონი (68. ფრეი)

სუონსი (4-3-3): ვორმი - მონკი, კოლკერი, ნ. ტეილორი (90. ტეიტი), რანხელი - ალენი, სიგურდსონი (90. გოვერი), ბრიტონი - სინკლერი, რუტლეჯი, გრემი (90. მური)

გოლები: 0:1 სიგურდსონი (36), 0:2 სიგურდსონი (67), 0:3 ალენი (78)

გაფრთხილება: არ ყოფილა

კარში დარტყმა: 16-10(5-5), ჯარიმა: 8-7, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 25 690

უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი -კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა (90. კრუსატი) - ბოისი, მაკარტი (80. მაკმანამანი), ბოსეჟური, მაკარტური - მელონი (80. დიამე), მოზესი, დი სანტო

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკაული, რიჯუელი, შორი, მულუმბუ (79. ენდრიუსი), მორისონი, შარნერი, ტომასი (86. დორანსი), ბრანტი, ლონგი

გოლები: 1:0 მაკარტური (54), 1:1 შარნერი (65)

გაფრთხილება: ბოისი, მაკმანამანი - შარნერი, ბრანტი, მულუმბუ, ტომასი

კარში დარტყმა: 21-10(5-1), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 13-5, თამაშგარე: 2:5 ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 21 379

ვულვზი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:5 (იხილეთ ვიდეო)

ვულვზი (4-5-1): ჰენესი - ბასონგი, სტირმენი, ზუბარი, ფოლი - უორდი, დ. დევისი (43. გ. ჯონსონი), ედვარდსი, ჯერვისი, დოილი (57. კაიტლი) - ფლეტჩერი (78. ებანს-ბლეიკი)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რ. ფერდინანდი, ევანსი (74. სმოლინგი), ევრა (63. ფაბიო), რაფაელი - სქოულზი, კერიკი (57. პოგბა), ვალენსია, უელბეკი - რუნი, ერნანდესი

გოლები: 0:1 ევანსი (21), 0:2 ვალენსია (43), 0:3 უელბეკი (45), 0:4 ერნანდესი (56), 0:5 ერნანდესი (61)

გაფრთხილება: ზუბარი - უელბეკი

გაძევება: ზუბარი 40 (ვულვზი)

კარში დარტყმა: 6-12(3-9), ჯარიმა: 6-12, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 0:2 ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 27 494

ნიუკასლი-ნორვიჩი 1:0

ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, სიმპსონი, უილიამსონი, პერჩი - გატრი (76. გოსლინგი), კაბაი, ბენ არფა (63. სანტონი), ხონასი - სისე (69. ამეობი), ბა

ნორვიჩი (4-5-1): რადი - დრური (81. ჰულაჰანი), უიტბრედი, უორდი, ნოუტონი - სარმანი, პიკლინგტონი (85. მარტინი), ფოქსი, ბენეტი, ჰოუსონი (77. ჰოლტი) - მორისონი

გოლი: 1:0 სისე (11),

გაფრთხილება: - ბენეტი, უიტბრედი, ნოუტონი

კარში დარტყმა: 13-11(6-4), ჯარიმა: 8-15, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2:5 ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 47 833

XXIX ტურის დარჩენილი თამაშები:

20 მარტი: ასტონ ვილა-ნიუკასლი, ბლექბერნი-სანდერლენდი

21 მარტი: მანჩესტერ სიტი-ჩელსი, ტოტენჰემი-სტოკ სიტი, ევერტონი-არსენალი, ქუინზ პარკი-ლივერპული

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 29 22 4 3 73-27 70

2. სიტი 28 21 3 4 69-20 66

3. ტოტენჰემი 28 16 5 7 52-34 53

4. არსენალი 28 16 4 8 57-39 52

5. ჩელსი 28 14 7 7 48-32 49

6. ნიუკასლი 29 13 8 8 41-41 47

7. ლივერპული 28 11 9 8 33-26 42

8. სუონსი 29 10 9 10 34-34 39

9. სანდერლენდი 28 10 7 11 36-31 37

10. ევერტონი 28 10 7 11 28-31 37

11. ფულჰემი 29 9 9 11 37-40 36

12. ვესტ ბრომვიჩი 29 10 6 13 35-38 36

13. ნორვიჩი 29 9 9 11 39-46 36

14. სტოკ სიტი 28 10 6 12 27-39 36

15. ასტონ ვილა 28 7 12 9 31-35 33

16. ბლექბერნი 28 6 7 15 40-60 25

17. ბოლტონი 28 7 2 19 31-57 23

18. ქუინზ პარკი 28 5 7 16 29-48 22

19. უიგანი 29 4 10 15 25-54 22

20. ვულვზი 29 5 7 17 30-63 22

ბომბარდირები

26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 20 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი); 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 -კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11-11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური

24 მარტი - ჩელსი-ტოტენჰემი, არსენალი-ასტონ ვილა, ბოლტონი-ბლექბერნი, ლივერპული-უიგანი, ნორვიჩი-ვულვერჰემპტონი, სანდერლენდი-ქუინზ პარკი, სუონსი-ევერტონი, სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი

25 მარტი - ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია